პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი: საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა

საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა დღეს მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ განცხადება გააკეთა.

„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. ეს კი დამოკიდებულია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის კომპეტენციასა და სტაბილურობაზე“, -აღნიშნა მან.


ამერიკელმა დიპლომატმა ყურადღება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით საქართველოს პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.


„სტარტეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას მინდა აღვნიშნო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის თუ ჯაველინების მიმართულებით. ხაზგასასმელია საქართველოს შესაძლებლობა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით. საქართველოს ურთიერთთავსებადობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან  ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. მომავალ კვირას საქართველო მასპინძლობს ნატო-საქართველოს სწავლებას, რაც ნამდვილად უჩვეულოა, რომ ნატოს ეგიდით წარმოებული სწავლება ალიანსის არაწევრ ქვეყანაში იმართება.


ინსტიტუციონალიზაცია, რაზეც მინისტრმა იზორიამ და გენერალ-მაიორმა ჩაჩიბაიამ დღეს ისაუბრეს, ძალიან მაღალ დონეზეა. ამაზე მეტყველებს საქართველოს თავდაცვის ძალების უპრეცედენტო განვითარებაც. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ხელმძღვანელობის კომპეტენციისა და სტაბილურობის შედეგია.  კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი ძლიერი ჩვენს ქვეყნებს შორის არასდროს ყოფილა,“ - განაცხადა პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა.


"მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს შესაძლებლობა, რომ ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში"

მე ვფიქრობ, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ რვაჯერ, ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.

პედრო სერანომ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის ლექცია თემაზე - „ევროკავშირი: საქმიანობა მსოფლიოს მშვიდობისთვის“ გამართა

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო იმყოფება.

"საამაყოა, როდესაც ევროპის ქვეყნებში მხვდება ჩვენი პროდუქცია წარწერით - Made in Georgia"

ჩვენთვის ევროკავშირი რჩება ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ფეისბუქ ლაივში" განაცხადა.

ცხოველების უფლებების დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართა

ევროპის მოედანზე ძაღლების მეპატრონეები შეიკრიბნენ და დღეს ნაგავსაყრელზე ე.წ. ბეიკერის ორმოში ჩაყრილი დაღუპული ძაღლების საქმის გამოძიება მოითხოვეს.

ირაკლი გოგავა: კვლევაში კომპეტენციის დონე და პროფესიონალიზმი მოიკოჭლებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა მედიის განვითარების ფონდის“ კვლევას ეხმაურება.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციისა და მრჩეველთა საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მიმდინარე წელს ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და სამომავლო პროექტებზე შეთანხმება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის

21 მარტს, 11.00 საათზე, ფოთში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის.

გიორგი ქობულიამ ბელარუსული კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ბელარუსის საქმიან საბჭოსთან შეხვედრაზე საქართველოში ვიზიტად მყოფ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსთან ერთად დაესწრო.

თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების თვალშისაცემი კლება კავშირშია იმასთან, რომ მოქალაქეებს სჯერათ საჯარო სტრუქტურების და სასამართლოსი

ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის კითხვას სტრასბურგის სასამართლოში შესულ საჩივრებთან დაკავშირებით.  

მკვდარი ძაღლების ფოტოები სოციალურ ქსელში - შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებმა დაათვალიერეს

სოციალურ ქსელში მკვდარი ძაღლების ფოტოები ვრცელდება.

წულუკიანი გოცირიძეს: გვქონდა დრო, როდესაც ქართული ფული შემოვიდა და გოციკოები დაარქვეს (ვიდეო)

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა ოპოზიციონერ რომან გოცირიძის ხუმრობას - "იმსჯელოს პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტროს სახელად  "თეა" დაერქვას:

„თიბისის“ აქციების ფასი დაახლოებით 33 პროცენტით გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციის ფასი ბოლო სამ თვეში ყველაზე დაბალი – 12.9 ფუნტი იყო, ამ დროისთვის კი 4 ფუნტით გაძვირდა.

ზუგდიდში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელშიც სამი ავტომანქანა ფიგურირებს, ორი ადამიანი დაშავდა.

ეროვნული ბანკი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულს უერთდება

დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულს შეუერთდნენ.

გრიგორი ლეპს კრემლთან კავშირის გამო, შესაძლოა, ლიეტუვაში შესვლა აუკრძალონ

ქართული წარმოშობის რუს მომღერალს გრიგორი ლეპს, იგივე გრიგორი ლეფსვერიძეს, შესაძლოა, ლიეტუვაში შესვლა აუკრძალონ.

 

დავით ზალკალიანი ეკვადორელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ. ბუენოს აირესში კონფერენციის “სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა” ფარგლებში შეხვედრა გამართა ეკვადორის საგარეო საქმეთა და ადამიანის მობილურობის მინისტრთან ხოსე ვალენსიასთან.

„მედიააკადემიის“ სამდღიანი უორკშოპი ჟურნალისტებისთვის - „სოციალური კვლევისა და ამბის თხრობის მეთოდები ციფრულ ეპოქაში“

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ ჩაატარა სამდღიანი უორკშოპი  სახელწოდებით: „5W & H ციფრულ ეპოქაში და სოციალური კვლევის მეთოდები“. 

გიორგი ქობულია - ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან დიდ პერსპექტივებს ვხედავთ, მათ შორის მედიცინის სფეროში

„ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან დიდ პერსპექტივებს ვხედავთ, რაც ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად, გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის მედიცინის სფეროში“.

კამპანია ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდება

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაწყებული კამპანია ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდება.

თბილისში ლილიპუტების ცირკის დაუვიწყარი სანახაობა გაიმართება

31 მარტს, თბილისის „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზში, ლილიპუტების ცირკის თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობა გაიმართება.

გიორგი ცუცქირიძე: „მუქარის წერილის“ ერთგვარ ჯოკერად გამოყენების მცდელობაც სხვა არაფერია, თუ არა შეტევაზე სწრაფად გადასვლის მცდელობა

„ანაკლიის პორტის ინტრიგა გამბიტის ნიშნებით!?“ - ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ ანალიტიკურ წერილს აქვეყნებს.