ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით  ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო.

 


პროექტის  ფარგლებში ფშავის, ხევსურეთის, არხოტის, შატილის და არდოტის, ასევე გუდამაყარის ხეობები, სულ  76 სოფელი - 496 ოჯახი, 1291მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის 4 საშუალო სკოლა ინტერნეტით დაიფარება. 


ამასთან, მოეწყობა ფიქსირებული IP სატელეფონო ქსელი 50 აბონენტისთვის.


ხელშეკრულება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის  სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შესახებ დღეს ტექნოპარკში გაფორმდა. 


დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და „მთის სათემო ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯემალ დამაცალაშვილმა მოაწერეს. ცერემონიას ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა და საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარიესწრებოდნენ.


როგორც ლაშა მიქავამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პროექტის ამოქმედებით ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობების მოსახლეობასშესაძლებლობა მიეცემა, ისარგებლოს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, ასევე საჯარო და კერძო სექტორში დანერგილიმრავალი ელექტრონული მომსახურებებით. მისი თქმით, ეს ყველაფერი დადებით ზეგავლენას მოახდენს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის შემდგომსოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, განსაკუთრებით ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე. ამასთან, შესაძლებელი გახდება IPტელეფონით სარგებლობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის.


„ეს პროექტი არის სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორსა და დონორ ორგანიზაციებს შორის კლასიკური თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ ამ მეტად მნიშვნელოვანი რეგიონის ინტერნეტიზაციას,“- აღნიშნა ლაშა მიქავამ. 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ  საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის(TOA)  აქტიური ჩართულობით, ინტერნეტ საზოგადოებასთან (ISOC)  აწარმოა მოლაპარაკებები და მიიღო ტექნიკური და ფინანსური დახმარება 25 000 აშშდოლარის ოდენობით ფშავ-ხევსურეთის და  გუდამაყრის ტერიტორიაზე სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის განსახორციელებლად. ასევე პროექტისგანსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოიყო 246 805 ლარი, ხოლო ქსელის აგებისთვის საჭირო სხვა თანხები  დაიფარება სხვადასხვა დონორის საშუალებით.


 „ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მთის განვითარებაზე განსაკუთრებულ ზრუნვას, რაც მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ბოლოწლებში. ფშავ-ხევსურეთი და გუდამაყარი - ეს არის ხეობები, რომელთაც აქვს ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი, იქ არის სასაზღვროსოფლები, რომლებსაც ისტორიულად მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდათ ყოველთვის და იმის ხელშეწყობა, რომ ამ სოფლებში მოსახლეობას გაუჩნდესდაბრუნების სურვილი, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა


პროექტის მთავარი მხარდამჭერი და ინიციატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელმაც საქართველოს მცირე დასაშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA)  აქტიური ჩართულობით, აწარმოა მოლაპარაკებები ინტერნეტ საზოგადოება ISOC-თან დამიიღო ტექნიკური და ფინანსური დახმარება. სამინისტროსა და ISOC-ს შორის გაფორმებული  ურთიერთგაგების მემორანდუმის შედეგად, ამ უკანასკნელმასაქართველოს გაუწია ტექნიკური და ფინანსური დახმარება, ხოლო ინტერნეტ საზოგადოებასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ააიპ „მთის სათემოქსელმა“ მიიღო დამატებით დაფინანსება 70 ათას ლარამდე სხვადასხვა დონორების საშუალებით.  პროექტში ჩართულია 10-მდე სხვადასხვა მხარე, მათ შორისჩეხეთის საელჩო საქართველოში, ვეონი საქართველო (ბილაინი საქართველო), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია,  შპს „ინტელკომ ჯგუფი“,  შპს “დიგიტალტექნოლოგი” („ქემბიუმ ნეთვორქს ჯეორჯია“), შპს „სქაიტელი“ და შპს „ენბი ნეტი“. 


პროექტის ბენეფიციარია ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია „მთის სათემო ქსელი“, რომლსაც პროექტის რეალიზაციაში და მართვაში  საქართველოს მცირე დასაშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA) დაეხმარება.


მსგავსი პროექტი ააიპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტროს ჩართულობით და საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ტექნიკური დახმარებით, თუშეთში 2017 წელსდასრულდა - დღესდღეობით, თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია და ქსელის მართვას უზრუნველყოფს ააიპ „თუშეთისგანვითარების ფონდი“


 


 


"ბიძინა ივანიშვილის როლი არის ზუსტად ისეთი, როგორიც კლასიკურ საპარლამენტო დემოკრატიაში უნდა ჰქონდეს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს"

ბიძინა ივანიშვილის როლი არის ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეს კლასიკურ საპარლამენტო დემოკრატიაში მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, არც მეტი და არც ნაკლები, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა "რეაქციის" წამყვანის მიერ დასმულ კითხვას.

მამუკა ბახტაძე დაანონსებულ საპროტესტო აქციებზე - საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები ხდება მხოლოდ არჩევნების გზით

საქართველოში პროტესტის გამოხატვა გარანტირებულია, რაც არის ჩვენი დემოკრატიის მონაპოვარი, - ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციის“ წამყვანის კითხვას სანდრა რულოვსის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

კანის კინოფესტივალზე შარშანდელი პრემიერის შემდეგ, "მზის გოგონების" ჩვენება თბილისში სპეციალური კომისიისთვის გაიმართება

24 მაისს, 12:00 საათზე, კინოს სახლის კინოდარბაზში (თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა #2) სპეციალური კომისიის წინაშე ევა ჰუსონის ფილმის "მზის გოგონები" ჩვენება გაიმართება.

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს, პირველი ოფიციალური ვიზიტით,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ეწვია.

თბილისის მერი საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, ჩრდილოეთ საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის (პარიზის რეგიონის) ვიცე-პრეზიდენტს, ჟერომ შარტიეს შეხვდა.

იმერეთში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

შსს-ს იმერეთი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის ფაქტზე 2 პირი: 2000 წელს
დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

"არჩევნებმა შეიძლება აზრი დაკარგა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ე.წ ლიდერებისთვის"

"თუ ვინმე უკანონობაშია შემჩნეული, მას არავინ და ვერავინ დაიცავს, გამოძიება ყველაფერს გაარკვევს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაცემა „რეაქციაში“ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

შეზღუდვები გზებზე - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო გზებზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"კონსოლიდირებული დასავლური დემოკრატის პროცესი საქართველოში სააკაშვილმა შეაფერხა"

პოლიტიკის დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის აზრით კონსოლიდირებული დასავლური დემოკრატი პროცესი საქართელოში მიხეილ სააკაშვილმა შეაფერხა.


"ნაცმოძრაობამ" პოლიტიკური სენდვიჩი შემოგვთავაზა იპსოს-უკრაინა-რუსეთის, NDI-სა და CRRC-ს კვლევების სახით"

პოლკოვნიკ ლევან ნიკოლეიშვილი NDI-სა და CRRC-ის კვლეების შედეგზე "ნაციონალური მოძრაობის" რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს.

 

აკაკი საღირაშვილი მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდა

ლაიფციგში მიმდინარე საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის სამიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდა.

დონალდ ტრამპმა მამუკა ბახტაძეს მისალოცი წერილი გამოუგზავნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მისალოცი წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრემიერს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე: ექვსი წელია აჯანჯღარებენ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს, ვერაფერი მოუხერხეს და ახლა ყალბი და ილუზიური კვლევებით აპირებენ ამის გაკეთებას

„ბიძინა ივანიშვილი იმის გარანტიაა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვეღარასდროს მოახერხებს, დემოკრატიულ პრინციპებს უღალატოს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე: ეს არის მხარდაჭერის მძლავრი და ახალი ეტაპი, ეს არის აღიარება ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესისა

ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტზე საუბრისას ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა.

საქართველოს 11 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ტექინსპექტირება მოძრავი უნივერსალური ხაზის მეშვეობით არის შესაძლებელი

მთელი საქართველოს მასშტაბით ავტომფლობელებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ხელმისაწვდომია როგორც სტაციონარულ ხაზებზე, ასევე მობილური ხაზების მეშვეობით, - განაცხადეს სსიპ აკრედიტაციის ცენტრში.

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის გოგოს პატიმრობა შეუფარდეს

აღაიანში 7 თვის ბიჭუნას მკვლელობაში ბრალდებულ დედას გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

არჩილ თალაკვაძე: „ეს არ არის „ჩეთემ ჰაუზის“ ოფიციალური პოზიცია და არც მათი ანგარიში არ არის

„ეს არის ერთი კონკრეტული მკვლევარის და მათ წრეებთან დაახლოებული ექსპერტის მიერ მომზადებული კვლევა, რომელიც ერთი ადამიანის კვლევა უფროა“, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

ლონდა თოლორაია სტუდენტის სექსუალური შევიწროებაზე - მას შემდეგ რაც ყველა საჭირო მტკიცებულება იქნება მოპოვებული, დადგება ამ ქმედების სამართლებრივი შეფასების საკითხი

სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა.

თოლორაია 7 თვის ბავშვის საქმეზე: ძალიან ფაქიზი თემაა, სამინისტროს მხრიდანაც ფრთხილი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის  ლონდა თოლორაიას განცხადებით, საქმე, რომელიც 7 თვის ბავშვის გაგუდვას ეხება, უწყების მხრიდან ფრთხილი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს.

24 მაისს "ოქროს ტალღის" ნომინანტების სამეულები დასახელდება

„ოქროს ტალღა 2019“ – წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წელს მეექვსედ ატარებს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 11 ივნისს გაიმართება.

26 მაისი ახალციხეში - სტუმრებს დაცული ტერიტორიების გაცნობის და ვირტუალური მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ

26 მაისს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე გაიმართება.