დიმიტრი ცქიტიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 63-ე სესიას ესწრება

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, 11-19 მარტს, დიმიტრი ცქიტიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის (CSW) 63-ე სესიას ესწრება.

საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად დიმიტრი ცქიტიშვილი სესიის ფარგლებში მაღალი დონის ინტერაქტიულ დიალოგებში იღებს მონაწილეობას და სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილე დელეგაციებს.


პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ნიუ-იორკში სიტყვით გამოვიდა  ღონისძიებაზე, რომელიც მიეძღვნა პეკინის დეკლარაციას და მისი აღსრულების საუკეთესო მაგალითები განიხილეს.


დიმიტრი ცქიტიშვილმა ისაუბრა იმ პოზიტიური ცვლილებებისა და მიღწევების შესახებ, რაც საქართველოს გააჩნია გენდერული თანასწორობის მიმართულებით.


„თითქმის 25 წელი შესრულდა ისტორიული პეკინის დეკლრაციის მიღებიდან. დოკუმენტი, რომელიც ბოლო საუკუნეების მანძილზე გაწეულ ბრძოლასა და აკუმულირებულ გამოცდილებას დაეფუძნა და შექმნა საერთაშორისო კონსენსუსი.


ძალზედ რთული იყო ვითარება საქართველოში, მაშინ როდესაც დეკლარაცია იქნა მიღებული. მძიმე სოციალურ ეკონომიკურ ვითარებას, თან ერთვოდა პოსტ კონფლიქტური საზოგადოებისათვის დამახასიატებელი სინდრომი და მძიმე კრიმინოგენული ვითარება, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა ტრადიციული პატრიარქალური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი მასკულინური კულტურის გავლენასა“,-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.


მან ღონისძიების მონაწილეებს ამ მიმართულებით საქართველოში დღეს არსებული ვითარება გააცნო.


„საქართველოში დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია. განსაკუთრებული დინამიკა ამ მიმართულებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეინიშნება. თანასწორობის პოლიტიკა იქცა პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვან პრიორიტეტად და საზოგადოებრივ პოლიტიკური დისკურსის ნაწილად.


შეიქმნა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა რომელიც აყალიბებს ანტიდისკრიმნაციული სამართლებრივ მიდგომებს


ქვეყნის პარლამენტში ფუნქციონირებს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო, ამბიციური დღისწესრიგითა და საქმოქმედო გეგმებით. მნიშვნელოვნად გაზრდილია საპარალემნტო ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელსუფლებაზე.


მთავრობის მიერ დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის ნაციონალური საქმომედო გეგმა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არის გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხები.


გავლენიან სახელმწიფო ინსტიტუტს წარმოადგენს სახალხო დამცველი, რომლის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილიც სწორდედ თანასწორობის პოლიტიკისკენ არის მიმართული.


სტამბულის კონვენციის რატიფიცირებასთან ერთად მოხდა კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დახვეწა, რამაც უფრო ქმედითი გახადა სახელმწიფოს როლი ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.


ჩვენ მოვახდინეთ რეფორმები სამართალდამცავ უწყებებშიც იმისათვის, რომ უფრო სენსიტიური და ეფექტური იყოს მათი მუშაობა გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების მიმართ.


გაძლიერებულია საქმოქალაქო სექტორის ქალთა უფლებების დაცველ ორგანიზაციათა შესაძლებლობები და გავლენა“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.


გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ ცვლილებები თვალსაჩინოა და შედეგები ხელშესახებია, მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს რომ მგდომარეობა კარგია. „მასიურია დისკრიმინაციის მასშტაბები, ქალთა მიმართ ძალადობა ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემად რჩება, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საკმაოდ მცირეა, პრობლემად რჩება ქალა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და შესაბამისი განათლების უზრუნვეყოფა ახალგაზრდა ქალებისთვის და გოგოებისთვის“,-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.


დეპუტატს მიმაჩნია რომ მთავარი გამოწვევა, ქალთა სოციალურ ეკონომიკური გაძლიერებაა:


• განათლება და დასაქამება;


• ღირსებული სამუშაო პირობები და კარიერული წინსვლა;


• თანაბარი ანაზღაურება;


• სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა;


• სერვისები ბავშვთა და მოხუცთა მოვლისთვის;


• თანაბარი წვდომა ქონების საკუთრებასა და ფინანსურ რესურსებზე;


• ინფრასტრუტურა;


• გენდერული ბიუჯეტირება.


„ძალიან დიდია ქვეყანაში დასაქმების სფეროში არაფორმალური სექტორი და ბუნებრივია მასში ქალების წილიც საკმაოდ მაღალია.


გარდა ამისა, საოჯახო საქმე რომელსაც ჯერ კიდევ უმეტესად ქალები ეწევიან, არც აღიარებულია და არც სათანადოდ დაფასებული.


ეს ის დღისწესრიგია, რომელიც ვფიქრობ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და მიმაჩნია რომ 2030 წლის დღის წესრიგში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, როგორც გლობალურ ისე ნაციონალურ დონეზე“, - განაცხადა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა.


დასასრულს დეპუტატმა დამსწრეთ განუცხადა: „ამ გამოწვევებთან ბრძოლა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს ფუნდამენტს იმ შეუქცევადი პროცესის დასაწყისისთვის, რომელსაც საზოგადოების სოციო-კულტურული ცვლილება ეწოდება. ეს არის შესაძლებლობა ქალებისთვის, რომ ჰქონდეთ მეტი კონტროლი თავიანთ რესურსებზე თუ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებზე იმისათვის, რომ მიაღწიონ სამართლიანობას და გენდერული თანასწორობას“.


მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმდჯომარის მოადგილეს, დიმიტრი ცქიტიშვილს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს დაგეგმილი.


საქართველოს პარლამეტნის წევრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენლის ოფისში.


გარდა ამისა, დიმიტრი ცქიტიშვილი გეგმავს შეხვედრის გამართვას ვერმონტის შტატის სენატორ, ბერნი სანდერსის ოფისში.


დიმიტრი ცქიტიშვილი ასევე შეხვედრებს გამართავს ამერიკის პროფესიულ კავშირებში (AFL-CIO) და ამერიკულ სოლიდარობის ცენტრში.


დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოს პარლამენტში შექმნილი შრომით საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია. აქედან გამომდინარე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა შეხვედრაზე მთავარი საკითხი სწორედ შრომითი კანონმდებლობა, კერძოდ კი, შრომითი უფლებები, შრომის უსაფრთხოება და შრომის ინსპექცია იქნება.


დიმიტრი ცქიტიშვილის გარდა, შეხვედრებს ქართული მხრიდან ასევე დაესწრებიან საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აშშ-ში, გიორგი ციკოლია და საქართველოს კონსული აშშ-ში, ლევან ბერიძე.


ვაშინგტონში ვიზიტამდე დიმიტრი ცქიტიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის (CSW) 63-ე სესიას, ნიუ-იორკში დაესწრო.


 


 


 


"მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს შესაძლებლობა, რომ ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში"

მე ვფიქრობ, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ რვაჯერ, ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.

პედრო სერანომ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის ლექცია თემაზე - „ევროკავშირი: საქმიანობა მსოფლიოს მშვიდობისთვის“ გამართა

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო იმყოფება.

"საამაყოა, როდესაც ევროპის ქვეყნებში მხვდება ჩვენი პროდუქცია წარწერით - Made in Georgia"

ჩვენთვის ევროკავშირი რჩება ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ფეისბუქ ლაივში" განაცხადა.

ცხოველების უფლებების დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართა

ევროპის მოედანზე ძაღლების მეპატრონეები შეიკრიბნენ და დღეს ნაგავსაყრელზე ე.წ. ბეიკერის ორმოში ჩაყრილი დაღუპული ძაღლების საქმის გამოძიება მოითხოვეს.

ირაკლი გოგავა: კვლევაში კომპეტენციის დონე და პროფესიონალიზმი მოიკოჭლებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა მედიის განვითარების ფონდის“ კვლევას ეხმაურება.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციისა და მრჩეველთა საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მიმდინარე წელს ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და სამომავლო პროექტებზე შეთანხმება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის

21 მარტს, 11.00 საათზე, ფოთში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის.

გიორგი ქობულიამ ბელარუსული კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ბელარუსის საქმიან საბჭოსთან შეხვედრაზე საქართველოში ვიზიტად მყოფ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსთან ერთად დაესწრო.

თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების თვალშისაცემი კლება კავშირშია იმასთან, რომ მოქალაქეებს სჯერათ საჯარო სტრუქტურების და სასამართლოსი

ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის კითხვას სტრასბურგის სასამართლოში შესულ საჩივრებთან დაკავშირებით.  

მკვდარი ძაღლების ფოტოები სოციალურ ქსელში - შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებმა დაათვალიერეს

სოციალურ ქსელში მკვდარი ძაღლების ფოტოები ვრცელდება.

წულუკიანი გოცირიძეს: გვქონდა დრო, როდესაც ქართული ფული შემოვიდა და გოციკოები დაარქვეს (ვიდეო)

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა ოპოზიციონერ რომან გოცირიძის ხუმრობას - "იმსჯელოს პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტროს სახელად  "თეა" დაერქვას:

„თიბისის“ აქციების ფასი დაახლოებით 33 პროცენტით გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციის ფასი ბოლო სამ თვეში ყველაზე დაბალი – 12.9 ფუნტი იყო, ამ დროისთვის კი 4 ფუნტით გაძვირდა.

ზუგდიდში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელშიც სამი ავტომანქანა ფიგურირებს, ორი ადამიანი დაშავდა.

ეროვნული ბანკი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულს უერთდება

დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულს შეუერთდნენ.

გრიგორი ლეპს კრემლთან კავშირის გამო, შესაძლოა, ლიეტუვაში შესვლა აუკრძალონ

ქართული წარმოშობის რუს მომღერალს გრიგორი ლეპს, იგივე გრიგორი ლეფსვერიძეს, შესაძლოა, ლიეტუვაში შესვლა აუკრძალონ.

 

დავით ზალკალიანი ეკვადორელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ. ბუენოს აირესში კონფერენციის “სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა” ფარგლებში შეხვედრა გამართა ეკვადორის საგარეო საქმეთა და ადამიანის მობილურობის მინისტრთან ხოსე ვალენსიასთან.

„მედიააკადემიის“ სამდღიანი უორკშოპი ჟურნალისტებისთვის - „სოციალური კვლევისა და ამბის თხრობის მეთოდები ციფრულ ეპოქაში“

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ ჩაატარა სამდღიანი უორკშოპი  სახელწოდებით: „5W & H ციფრულ ეპოქაში და სოციალური კვლევის მეთოდები“. 

გიორგი ქობულია - ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან დიდ პერსპექტივებს ვხედავთ, მათ შორის მედიცინის სფეროში

„ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან დიდ პერსპექტივებს ვხედავთ, რაც ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად, გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის მედიცინის სფეროში“.

კამპანია ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდება

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაწყებული კამპანია ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდება.

თბილისში ლილიპუტების ცირკის დაუვიწყარი სანახაობა გაიმართება

31 მარტს, თბილისის „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზში, ლილიპუტების ცირკის თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობა გაიმართება.

გიორგი ცუცქირიძე: „მუქარის წერილის“ ერთგვარ ჯოკერად გამოყენების მცდელობაც სხვა არაფერია, თუ არა შეტევაზე სწრაფად გადასვლის მცდელობა

„ანაკლიის პორტის ინტრიგა გამბიტის ნიშნებით!?“ - ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ ანალიტიკურ წერილს აქვეყნებს.