მდგრადი განვითარების განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისთვის პარლამენტის სტრატეგიის მიზნები და ამოცანები განსაზღვრეს

ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელშეწყობით, ლიკანში ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გრძელდება.

სამდღიანი სამუშაო შეხვედრის მეორე დღეს, ღონისძიების მონაწილეები მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ხელშეწყობისა და მონიტორინგისთვის პარლამენტის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებს, ვალდებულებებს და ამოცანებს გაეცნენ, რომლებიც პრეზენტაციის ფორმით, მდგრადი განვითარების მიზნების კონსულტანტმა, გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის წარმომადგენელმა, რუსუდან ტუშურიმ წარმოადგინა.

მომხსენებელმა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში პარლამენტის ჩართულობის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების ეფექტურად გამოყენება, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ერთპიროვნულად შეუწყობს ხელს.

„პარლამენტს, როგორც წესი, არაერთი მექანიზმი აქვს, რომ აქტიურად ჩაერთოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასა და პროგრესის შეფასებაში. ეს შეეხება როგორც პოლიტიკის შემუშავებას და შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას, ასევე საპარლამენტო კონტროლს. განსაკუთრებით აღსანიშნავია პარლამენტის უფლებამოსილება საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით, ვინაიდან სათანადო ფინანსური რესურსის გარეშე შეუძლებელი იქნება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა", - განაცხადა რუსუდან ტუშურიმ.

მდგრადი განვითარების მიზნების კონსულტანტმა შეხვედრის მონაწილეებს SDG-ის ხელშეწყობისა და მონიტორინგისთვის 4 სტრატეგიული მიზანი და მათთან დაკავშირებული 11 ამოცანა გააცნო. წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ღონისძიებაზე დისკუსია გაიმართა

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ SDG-ის მიღწევის პროცესში პარლამენტის აპარატის ჩართულობას გაუსვა ხაზი და ამ კუთხით, მოქალაქეთა ჩართულობის ასპექტები გამოკვეთა. მისი განცხადებით, პარლამენტის აპარატში დაწყებულია მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს თანამშრომელთა ტრენინგები და გადამზადების კურსები, რაც საშუალებას მოგვცემს მთელი საქართველოს მასშტაბით, ბიუროებში დასაქმებული 350-მდე თანამშრომელი შესაბამისი ცოდნით აღიჭურვოს და აქტიურად ჩავრთოთ იმ პროცესებში, რაც SDG-ის შესრულებას შეუწყობს ხელს.

„ეს პროცესი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ინფორმირებულობა რეგიონების დონეზეც მოხდება და არ იქნება მხოლოდ დედაქალაქში კონცენტრირებული“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

სამუშაო შეხვედრა ჯგუფური მუშაობის ფორმატით გაგრძელდა. ღონისძიების მონაწილეები ოთხ თემატურ ჯგუფად გადანაწილდნენ და შესაბამისი პრეზენტაციები მოამზადეს, რომლის შესახებაც მსჯელობა და დისკუსია გაიმართა.

მეორე სამუშაო დღე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ შეაფასა. მისი განცხადებით, ნაყოფიერი სამუშაო პროცესი წარიმართა და დღის ბოლოს, თემატური ჯგუფების პრეზენტაციების სახით, უკვე კონკრეტული შედეგები დაიდო, რომლებიც დამუშავდება და ერთიან დოკუმენტად ჩამოყალიბდება. კახაბერ კუჭავა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების აღსრულების პროცესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ისევე როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) კუთხით, SDG-ის თვალსაზრისით ქვეყანას გარკვეული წარმატება აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ამ შედეგების გაზიარება საქართველოს პარტნიორ ქვეყნებშიც მოხდეს. კომიტეტის თავმჯდომარემ საკითხის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციის მიზნით, SDG-ის თემებზე სასაუბროდ პარლამენტის პლენარული სხდომების გამოყენების მნიშვნელობაც აღნიშნა.


"მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს შესაძლებლობა, რომ ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში"

მე ვფიქრობ, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ რვაჯერ, ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.

პედრო სერანომ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის ლექცია თემაზე - „ევროკავშირი: საქმიანობა მსოფლიოს მშვიდობისთვის“ გამართა

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო იმყოფება.

"საამაყოა, როდესაც ევროპის ქვეყნებში მხვდება ჩვენი პროდუქცია წარწერით - Made in Georgia"

ჩვენთვის ევროკავშირი რჩება ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ფეისბუქ ლაივში" განაცხადა.

ცხოველების უფლებების დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართა

ევროპის მოედანზე ძაღლების მეპატრონეები შეიკრიბნენ და დღეს ნაგავსაყრელზე ე.წ. ბეიკერის ორმოში ჩაყრილი დაღუპული ძაღლების საქმის გამოძიება მოითხოვეს.

ირაკლი გოგავა: კვლევაში კომპეტენციის დონე და პროფესიონალიზმი მოიკოჭლებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა მედიის განვითარების ფონდის“ კვლევას ეხმაურება.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციისა და მრჩეველთა საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მიმდინარე წელს ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და სამომავლო პროექტებზე შეთანხმება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის

21 მარტს, 11.00 საათზე, ფოთში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის.

გიორგი ქობულიამ ბელარუსული კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ბელარუსის საქმიან საბჭოსთან შეხვედრაზე საქართველოში ვიზიტად მყოფ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსთან ერთად დაესწრო.

თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების თვალშისაცემი კლება კავშირშია იმასთან, რომ მოქალაქეებს სჯერათ საჯარო სტრუქტურების და სასამართლოსი

ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის კითხვას სტრასბურგის სასამართლოში შესულ საჩივრებთან დაკავშირებით.  

მკვდარი ძაღლების ფოტოები სოციალურ ქსელში - შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებმა დაათვალიერეს

სოციალურ ქსელში მკვდარი ძაღლების ფოტოები ვრცელდება.

წულუკიანი გოცირიძეს: გვქონდა დრო, როდესაც ქართული ფული შემოვიდა და გოციკოები დაარქვეს (ვიდეო)

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა ოპოზიციონერ რომან გოცირიძის ხუმრობას - "იმსჯელოს პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტროს სახელად  "თეა" დაერქვას:

„თიბისის“ აქციების ფასი დაახლოებით 33 პროცენტით გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციის ფასი ბოლო სამ თვეში ყველაზე დაბალი – 12.9 ფუნტი იყო, ამ დროისთვის კი 4 ფუნტით გაძვირდა.

ზუგდიდში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელშიც სამი ავტომანქანა ფიგურირებს, ორი ადამიანი დაშავდა.

ეროვნული ბანკი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულს უერთდება

დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულს შეუერთდნენ.

გრიგორი ლეპს კრემლთან კავშირის გამო, შესაძლოა, ლიეტუვაში შესვლა აუკრძალონ

ქართული წარმოშობის რუს მომღერალს გრიგორი ლეპს, იგივე გრიგორი ლეფსვერიძეს, შესაძლოა, ლიეტუვაში შესვლა აუკრძალონ.

 

დავით ზალკალიანი ეკვადორელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ. ბუენოს აირესში კონფერენციის “სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა” ფარგლებში შეხვედრა გამართა ეკვადორის საგარეო საქმეთა და ადამიანის მობილურობის მინისტრთან ხოსე ვალენსიასთან.

„მედიააკადემიის“ სამდღიანი უორკშოპი ჟურნალისტებისთვის - „სოციალური კვლევისა და ამბის თხრობის მეთოდები ციფრულ ეპოქაში“

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ ჩაატარა სამდღიანი უორკშოპი  სახელწოდებით: „5W & H ციფრულ ეპოქაში და სოციალური კვლევის მეთოდები“. 

გიორგი ქობულია - ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან დიდ პერსპექტივებს ვხედავთ, მათ შორის მედიცინის სფეროში

„ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან დიდ პერსპექტივებს ვხედავთ, რაც ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად, გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის მედიცინის სფეროში“.

კამპანია ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდება

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაწყებული კამპანია ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდება.

თბილისში ლილიპუტების ცირკის დაუვიწყარი სანახაობა გაიმართება

31 მარტს, თბილისის „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზში, ლილიპუტების ცირკის თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობა გაიმართება.

გიორგი ცუცქირიძე: „მუქარის წერილის“ ერთგვარ ჯოკერად გამოყენების მცდელობაც სხვა არაფერია, თუ არა შეტევაზე სწრაფად გადასვლის მცდელობა

„ანაკლიის პორტის ინტრიგა გამბიტის ნიშნებით!?“ - ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ ანალიტიკურ წერილს აქვეყნებს.