მაია ბითაძე: ვფიქრობ, ნამდვილად უპრეცედენტოა გენგეგმის დოკუმენტი, რასაც დღეს საკრებულო განიხილავს

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსია წარადგინა. დოკუმენტს დღეს თბილისის საკრებულო კენჭს უყრის.

მაია ბითაძემ დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გენერალური გეგმა დედაქალაქისთვის უპრეცედენტო დოკუმენტია.


„ვფიქრობ, რომ ნამდვილად უპრეცედენტოა ის დოკუმენტი, რასაც დღეს განვიხილავთ. გენერალური გეგმაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და პროცესში ჩართული იყო არა მხოლოდ „სითი ინსტიტუტი“, არამედ ბევრი ორგანიზაცია, რომელიც დარგობრივი მიმართულებით ამუშავებდა დოკუმენტს. როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტული ზონის ცვლილებაზე, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქალაქის სტრუქტურული ზონირება არის შეცვლილი და საუბარი არ არის მხოლოდ რეკრეაციაზე“, - განაცხადა მაია ბითაძემ.


მისი თქმით, გენერალური გეგმის ძირითადი სამი მიმართულება - კომპაქტურობა, შეკავშირებულობა და მწვანე ქალაქის კონცეფცია ასახულია არა მხოლოდ ზონალობის, არამედ იმ პრინციპული მიმართულებებისა და თემატური რუკის ნაწილში, რაც დაეყრდნო იმ დოკუმენტს, რომელსაც დღეს საკრებულო განიხილავს.


 მერის მოადგილის განმარტებით, „მწვანე ქალაქის“ კონცეფციის ძირითადი  მიმართულება გენერალური გეგმის, როგორც ტექსტურ, ასევე, გრაფიკულ ნაწილშია ასახული და თემატური რუკის სახით არის წარმოდგენილი.


„დღეს გენერალური გეგმას პირველად, საქართველოს ისტორიაში ახლავს თემატური რუკა, რომლის მიღების საშუალებას სივრცითი მოწყობის კანონი მუდმივად იძლეოდა, რაც არასდროს არ კეთდებოდა. აქ ასახულია ყველა პარკი, შიდაკვარტალური გამწვანება, რომელსაც თავისი შინაარსისა და უფლებრივი ზონების მიუხედავად, გენგეგმის დონეზე დავიცავთ. მწვანე ქალაქის“ კონცეფციიდან გამომდინარე, ქალაქს 4.5 მლნ კვ. მეტრი რეკრეაციული ზონა შეემატა, ასევე, 6 მილიონამდე ახალი არასამშენებლო ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში იყო გამქრალი და მშენებლობის ნებართვები წლების განმავლობაში ისე გაიცემოდა, რომ გეოლოგიური დასკვნები არ არსებობდა“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.


 


მისივე თქმით, გენერალურ გეგმაში აისახა ისეთი ზონები და არეალები, რომელიც გამქრალი იყო.


„პირველად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გენერალურ გეგმაში აისახა სანიტარიული დაცვის ზონები და ჰიდროლოგიური შეტბორვის არეალები, რაც გამქრალი იყო. ასევე, აისახა სასაფლაოების ზონირება, რაც ასევე, გამქრალი იყო და სასაფლაოების მიღმა აშენებული იყო საცხოვრებელი კორპუსები. აბსოლუტურად, ხარისხობრივად შეცვლილია დამოკიდებულება გარემოსდაცვითი ღონისძიების მიმართ, რაც სწორ ურბანულ განვითარებას გულისხმობს და გენერალურ გეგმაშია ასახული. სამთვიანი კონსულტაციის შედეგად, გენერალური გეგმის ჯგუფთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ასახავს პოლიტიკურ ნებას, რომ გენერალური გეგმა აღსრულდეს და ინტენსივობის მატება შეიზღუდა მთელ ქალაქში“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.


მერის მოადგილემ გენერალური გეგმის რუკაზე მომუშავე თითოეულ ადამიანს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და „სითი ინსტიტუტის“ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.


„აღნიშნული დოკუმენტით სისტემური განვითარების საშუალებას მივცემთ ჩვენს ქალაქს. დღეს გაუფასურებული გვაქვს უბნები, სადაც არც საჯარო სივრცეა, არც მწვანე ტერიტორია და ადამიანებს სახლის წინ ამოფარებული აქვთ სახლები და ბინებს ვერ ყიდიან. გენერალური გეგმა სამომავლოდ სწორი სივრცითი განვითარებისთვის ახალ კარს გაგვიხსნის, სადაც კერძო და საჯარო ინტერესები თანაბარზომიერად უნდა იქნეს განვითარებული. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და სხვადასხვა შეხედულებისა, თითოეული ადამიანი, ვინც ამ დოკუმენტის დამტკიცებაში მიიღებს მონაწილეობას, რამდენიმე წლის შემდეგ ბედნიერი იქნება“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.


 


 


ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გაფიცულ მაღაროელთა მოთხოვნები მოისმინა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი 19 მაისს ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა.  

ლაგარდი ბახტაძეს: თქვენი ხელმძღვანელობით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა სტაბილურობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

თქვენი ხელმძღვანელობით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა სტაბილურობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის,განათლების, ინკლუზიური ზრდის მიმართულებით.

არფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი მოწამლეს - ხალხი "არჩევნების" გადადებას ითხოვს

ოკუპირებული სოხუმის ე.წ. პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები "პრეზიდენტის არჩევნების" გადატანასა და ე.წ. პარლამენტის დეპუტატის ასლან ბჟანიას მოწამვლის ფაქტის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.  

თბილისის მერი „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში გამართულ სემინარს დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დღეს, „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში სემინარი - "ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი" გაიხსნა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

“Georgian Airways“-ი ამანის, ბეირუთის, დამამის, ბაჰრეინის და დუბაის მიმართულებით სეზონურ რეისებს შეასრულებს

ავიაკომპანია “Georgian Airways“-ი, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში  ამანის, ბეირუთის, დამამის, ბაჰრეინის და დუბაის მიმართულებებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას შეასრულებს.

ნიკოლოზ მეტრეველი: პატიოსანი საქმიანობით მილიონებს ვერ შოულობენ

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი თემურ ალასანიასა და მისი დისშვილის განცხადებების თაობაზე სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს.

გია გაბრიჭიძე: განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თქვენი ოჯახის დამოკიდებულებამ იმ ქალბატონის მიმართ, რომლის ზუგდიდის მერად შემოტენაც გსურდათ

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ფლორიდაში მიხეილ სააკაშვილის მიერ ბინის შეძენის ფაქტთან ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

გერმანის ტექნიკური დახმარების სამსახური ქართველ მეხანძრე-მაშველებს INSARAG-ის აკრედიტაციის მიღებისთვის რეკომენდაციებს მისცემენ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. 

Vendoo.ge-ზე ონლაინ შოპინგი უკვე შესაძლებელია

თიბისის ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა, Vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეიძინოს.

ცქიტიშვილი: ევროკავშირთან თანამშრომლობა რეგიონულ განვითარებაში არსებული უთანაბრობის აღმოფხვრაში დაგვეხმარება

ევროკავშირთან მრავალწახნაგოვანი თანამშრომლობა გვაქვს და ეს ბუნებრივი ინტეგრაციის დასტურია იმ სივრცეში, რომელიც აღიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს და ადამიანს, როგორც ძირითად ფასეულობას, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია.  

საქართველოს ბანკმა მსოფლიოში ცნობილ, საფრანგეთის მსხვილი სტუდენტური გაერთიანების წევრებს უმასპინძლა

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი, კერძო სტუდენტური გაერთიანების, Olivaint-ის კონფერენციის 33 კაციან დელეგაციას უმასპინძლა.

სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „წითელი ხიდი“ 14-19 მაისს ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

წითელ ხიდზე აზერბაიჯანის მოქალაქეს არადეკლარირებული ოქრო აღმოუჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში "წითელი ხიდი", 7,538.69 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 92,85 გრამი) ამოიღეს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

დიმიტრი ცქიტიშვილი: „ქართულ ოცნებას“ ქართველ საზოგადოებაში სერიოზული, ძლიერი მხარდაჭერა აქვს

პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა გუშინდელი შუალედური არჩევნები შეაფასა და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

NDI: რუსეთი და ღირებულებების დაკარგვის შიში ევროკავშირსა და ნატოს მხარდაჭერაზე გავლენას ახდენს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა მყარია.

ვოლოდიმირ ზელენსკი: პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები

"პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში ინაუგურაციის დროს განაცხადა. 

მამუკა მდინარაძე: ეს იყო ქართველი ხალხისა და ქართველი საზოგადოების გამარჯვება 

მამუკა მდინარაძემ გუშინდელ შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა და ქართველ ხალხს გამარჯვება მიულოცა.

ცქიტიშვილი: გილოცავთ თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას

გილოცავთ, უკვე ტრადიციულად თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.  

ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევას კაცი ემსხვერპლა

31 წლის გ.გ. მშობლიურ სოფელ მლაშეში 20 მაისს, გამთენიისას გადმოასვენეს.

ბაქოში, გამოფენაზე ქართულ სტენდზე 11 კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი

ბაქოში, აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენის "CASPIAN AGRO 2019" ფარგლებში ქართულ სტენდზე 11 კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.