კახა კალაძე: გენერალურ გეგმას დაეფუძნება ქალაქის სწორი განვითარება და ჩვენ სამომავლოდ აღარ დავუშვებთ შეცდომებს

თბილისის მერმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმა კიდევ ერთხელ შეაფასა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კახა კალაძემ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა "სითი ინსტიტუტს", თბილისის საკრებულოს წევრებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს, ასევე, მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ გენერალური გეგმის შემუშავებაში.


"ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმ თვალსაზრისით, რომ მას დაეფუძნება ქალაქის განვითარება. რაც მთავარია, სწორი განვითარება, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში დედაქალაქში. ვფიქრობ, არავის სიამოვნებს და არ მოსწონს ის შედეგი, რაც მივიღეთ და რაც ხდება ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით თბილისში. ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას და იმ შედეგს, რაც წლების განმავლობაში მივიღეთ, გამოვასწორებთ, თუმცა სამომავლოდ, ჩვენ აღარ  დავუშვებთ შეცდომებს", - განაცადა კახა კალაძემ.


დედაქალაქის მერი ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.


"საუბარი, რასაც დღეს ვისმენდით ოპოზიციური პარტიების მხრიდან, თითქოს ბოტანიკურ ბაღში 14 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ზონა ეცვლებოდა, ამაზე გაკეთდა არაერთი განცხადება ჩვენი მხრიდან, რომ ყოფილა გარკვეული ტექნიკური ხარვეზი და სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამებოდა ის, რომ მომავალში ეს ტერიტორია სამშენებლოდ იქნებოდა გამოყენებული. დღეს ყველას დავუმტკიცეთ და ვაჩვენეთ, რომ ეს იყო არასწორი ინფორმაცია. ასევე, მიდიოდა მანიპულაციები იმაზე, რომ რეკრეაციული ზონები შემცირდა", - განაცხადა თბილისის მერმა.


კახა კალაძემ პირდაპირი ჩართვის ფორმატში აჩვენა მოსახლეობას მონაცემები, რომლითაც დგინდება, რომ 2009 წლის გენერალური გეგმით დამტკიცებული სატყეო ზონა, რომელიც პრაქტიკულად გამქრალი იყო და მხოლოდ 2 პროცენტს წარმოადგენდა, განახლებული გენერალური გეგმის ბოლო ვერსიით გაიზარდა 47%-მდე, სარეკრეაციო ზონა გაიზარდა 46%-მდე, ასევე შეიცვალა სტატუსი ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონამ და განისაზღვრა 6 პროცენტით. მათივე განმარტებით, ლანდშაფტური ტერიტორიის ნაწილის სტატუსი კიდევ უფრო გამკაცრდა და სატყეოში გადაინაცვლა.


თბილისის მერმა ასევე, განმარტა კ2 კოეფიციენტის გაცემის საკითხი და წარმოდგენილი სტატისტიკით მოსახლეობას აჩვენა, რომ 2018 წელს მხოლოდ 63 სპეციალური ზონალური შეთანხმებაა გაცემული პარამეტრის მატების კუთხით, რაც გაცილებით ცოტაა, ვიდრე წინა წლებში მიღებული შეთანხმებები.


ბერლინში ქართულ-გერმანული შერეული კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა

ბერლინში, კულტურის სფეროშიქართულ-გერმანული შერეული კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა.

ავარია თბილისში - ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბათუმში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი საავადმყოფოსთან აქციას მართავს

ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის ქალის ოჯახი რეფერალურ საავადმყოფოსთან აქციას მართავს. 
 

სოფიო ქაცარავა: საქართველო წელს ნატო-ს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა, რასაც გენერალური მდივნის ვიზიტი ადასტურებს

საქართველო წელს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა ალიანსის მხრიდან, - ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ხვალ დაგეგმილ ვიზიტს.

საქართველოს ხვალ ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა. იენს სტოლტენბერგი თბილისში 24 მარტს ჩამოვა. ოფიციალურ შეხვედრებს კი, 25 მარტს დაიწყებს.

დღეს ,,დინამო არენაზე" საქართველო -შვეიცარიის მატჩი გაიმართება

თბილისის "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს დღეს, 18:00 საათზე დაუპირისპირდება.

რიმა ბერაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ ხუდადოვის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა რიმა ბერაძემ და გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ხუდადოვის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები დაათვალიერეს.

საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს

,,დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ლაგოდეხის სოფელ ჰერეთისკარში 33 წლის კაცმა თავი ჩამოიხრჩო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში 33 წლის კაცმა თავი ჩამოიხრჩო.

რაჭაში ორი თვის წინ დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

რაჭაში დაკარგული შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში აღმოაჩინეს. აღნიშნული ფაქტი ,,პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ბათუმში კერძო საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და თანამშრომლები აღსრულების პოლიციამ გამოასახლა

კერძო საბავშვო ბაღ "ჯადოსნური სამყაროდან", რომელიც ბათუმის მერიის ბალანსზე არსებულ შენობაში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, აღსაზრდელები და თანამშრომლები აღსრულების პოლიციამ გამოასახლა.

ახმეტაში ყალბი ასლარიანების გასაღების ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყალბი ფულის ჯგუფურად შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა.

ბრიტანელი ჟურნალისტები კურორტ გოდერძის სტუმრობდნენ

აჭარას სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით წამყვანი ბრიტანული მედიასაშუალებების ჟურნალისტები სტუმრობდნენ.

შვედეთში ქართული პოეზიის საღამო გაიმართა

საქართველოს საელჩოს ჩართულობით, საერთაშორისო პოეზიის დღეს, სტოკჰოლმში, შვედეთის მწერალთა სახლში, ქართული პოეზიის საღამო გაიმართა.

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში საქართველოს ელჩი ბელფასტს ეწვია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ბერუჩაშვილისა და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის ეკატერინე კოკაიას პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქ. ბელფასტში 20-23 მარტს გაიმართა.

ყაზახეთში საქართველოს ელჩი მანგისტაუს ოლქს ეწვია

ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ აბაშიძე მანგისტაუს ოლქს ეწვია.

 

ზუგდიდელი თენგიზ გაბედავას ოჯახი საფრანგეთიდან ცხედრის გადმოსვენებას ითხოვს

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული თენგიზ გაბედავას ოჯახი ცხედრის გამოსვენებისთვის დახმარებას ითხოვს.

სენაკში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

სენაკში, შხეფის დასახლებაში მომხდარი ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინეს.

ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ოფიციალურად ეწოდა

ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ოფიციალურად დაერქვა. ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, საკიმ-ჟომარტ ტოკაევმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

საქართველოს საელჩო ,,ყვითელჟილეტიანების" აქციების გამო, საფრანგეთში მყოფ ქართველებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.