გიორგი ქობულიამ ბელარუსული კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ბელარუსის საქმიან საბჭოსთან შეხვედრაზე საქართველოში ვიზიტად მყოფ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსთან ერთად დაესწრო.

"უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები თანმიმდევრულად ვითარდება. საქართველოდან ბელარუსში ექსპორტზე გადის ჩვენთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქცია როგორიცაა: მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები, ღვინო, თხილი, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, სამკურნალო საშუალებები და სხვა. დღევანდელი ღონისძიება ორივე მხარის ბიზნეს წრეების დაახლოების კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ბელარუსის საქმიან საბჭოსთან შეხვედრაზე.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის სიტყვაში საქართველო ბელარუსის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობაზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.


როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, საქართველო არის ახალი განვითარებადი ბაზარი, რომელსაც მიზნად აქვს დასახულიგლობალურ ეკონომიკაში საკუთარი თავის დამკვიდრება, საერთაშორისო ბაზარზე სრულფასოვანი ინტეგრაცია დადივერსიფიკაცია. მან ბელარუსის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო.


"ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის უზრუნველყოფით, საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად ისწრაფვის,რომ ქვეყანა გარდაქმნას რეგიონალურ ჰაბად. განხორციელებული რიგი რეფორმების შედეგად, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლიავთქვათ, რომ ახლა საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები აქვს, ყველაზელიბერალური კანონმდებლობა ბიზნესის დაწყების კუთხით და ა.შ.", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ამასთან, გიორგი ქობულიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისთვის, საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვასექტორში, ბელარუსული კაპიტალით შექმნილი 70-მდე კომპანია საქმიანობს.


"ვიმედოვნებ, რომ საქართველოში კაპიტალისდაბანდებისა და ასევე, ერთობლივი საწარმოების გახსნის თვალსაზრისით, დღევანდელი ღონისძიება დამატებითი სტიმულიიქნება ბელარუსული კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვის", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.


ქართულ-ბელარუსული საქმიანი საბჭოს  ფორმატში, 14-მა ქართულმა და 14-მა ბელარუსულმა კომპანიამ ხელი მოაწერესხელშეკრულებებს, რომელთა ჯამური ღირებულებაც 2 806 780 აშშ დოლარია. მხარეებს შორის ხელშეკრულებები გაფორმდა მსხვილ სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზე (ტრაქტორები და კომბაინები), ლიფტებზე, ქართული ჩაის ექსპორტზე და სამკურნალო პრეპარატების მიწოდებაზე. ასევე გაფორმდა შეთანხმებები სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის კუთხით.


2018 წელს საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 87,10 მლნ. აშშ დოლარია. ექსპორტი გაიზარდა და 28 641 მლნ. აშშდოლარით განისაზღვრა.


 


დანიაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, აღსანიშნავადსაზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

 

თბილისში 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნება

ხვალ, თბილისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღის ტერიტორიაზე, 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით სტეფანწმინდაში გაიმართება

ბოლო სამზადისი მიმდინარეობს "ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 26 მაისს, 13:00 საათიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება იმართება.

26 მაისის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ფოთში საპატიო მოქალაქესა და წარჩინებულ მოსწავლეებს გამოავლენენ

ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმოდ აღნიშნავენ. ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაესწრება.

რიო დე ჟანეიროს პორტუგალიური ლიტერატურის სამეფო ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ქართული და ინგლისური ეგზემპლარები გადაეცა

ბრაზილიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, რიო დე ჟანეიროს პორტუგალიური ლიტერატურის სამეფო ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდს „ვეფხისტყაოსნის“ ქართული და ინგლისური ეგზემპლარები.

ბულგარეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

სასტუმრო „ჰილტონში“, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა.

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ : ჭიათურაში შექმნილ ვითარებაში, შესაძლოა, სახალხო დამცველმა და ბიზნესომბუდსმენმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ

"ჭიათურაში შექმნილი ვითარების განმუხტვაში შესაძლოა, სახალხო დამცველმა და ბიზნესომბუდსმენმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ", - ამის შესახებ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

ჩეხეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პრაღის მარტინიცკის სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

წალენჯიხაში, სავარაუდოდ, უკანონოდ მოპოვებული ხის მორებით სავსე სატვირთო ხრამში გადაიჩეხა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხის მორებით სავსე სატვირთო ხრამში გადაიჩეხა.

თურქმენეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

თურქმენეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ აშხაბადში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოსა და საპატიო კონსულის დოქტორ ჯერალდ ვოლმანის ორგანიზებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საპარლამენტო დედაქალაქ კეიპ თაუნში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიო დედაქალაქებშიც აღინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია.

120 დევნილ ოჯახს მცხეთაში ბინა გადაეცა

120 დევნილი ოჯახი მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა.

კუს ტბის მიმდებარე ფერდობის გამწვანება დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, კუს ტბის მიმდებარე ფერდობის აღდგენის მიზნით, გამწვანების მასშტაბური ღონისძიება გამართა.

თემქაზე მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა

თემქაზე, მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა და გადარჩა. 

ზუგდიდის ახლადარჩეულმა მერმა შვილთან ერთად საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნა

ზუგდიდის არჩეული მერი გიორგი შენგელია შვილთან და პარტიის აქტივისტებთან ერთად ქალაქის ტერიტორიის ნაწილი წინასაარჩევნო პლაკატებისგან გაასუფთავა.

დიღომში სამი წლის ბავშვი მერვე სართულიდან გადმოვარდა

დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე სამი წლის ბავშვი მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

გაზგასამართ სადგურზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში გაზგასამართ სადგირზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

თბილისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ს. ა. დააკავეს.

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაიბრუნა. აღნიშნულ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.