ირაკლი გოგავა: კვლევაში კომპეტენციის დონე და პროფესიონალიზმი მოიკოჭლებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა მედიის განვითარების ფონდის“ კვლევას ეხმაურება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა მიიჩნევს, რომ „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევა – „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“ პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის მხრივ მოიკოჭლებს.


ამასთან, საქართველოს პირველ არხთან საუბრისას გოგავა ინტერესთა კონფლიქტზეც მიუთითებს.


„როდესაც ნებისმიერ კვლევაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რა წერია კვლევაში და ვინ აკეთებს მას. ანალიზი აღნიშნული ორი ფაქტორის გათვალისწინებით შეიძლება გაკეთდეს. პირველი – აქ კვლევაში კომპეტენციის დონე მოიკოჭლებს. წავიკითხე კვლევა და პროფესიონალიზმი მოიკოჭლებს აშკარად. მთავარი, რაც მინდა ვთქვა, ეს არის ინტერესთა კონფლიქტი. კვლევა გაკეთებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ, რომელიც ვერ იქნება ემოციურად ობიექტური. წესით, მსგავსი ფორმატი „სოროსის ფონდის“ მიერ არ უნდა ფინანსდებოდეს, სწორედ ინტერესთა კონფლიქტის გამო.


ფაქტობრივად, ორგანიზაციები მოითხოვენ მხოლოდ მათი რწმენის, მესიჯების გაჟღერებას. ისინი მხოლოდ სიტყვიერად ქადაგებენ თავისუფლებას, პლურალიზმს, მაგრამ ფაქტობრივად, მხოლოდ მათი მესიჯების, მათი  რწმენის გაჟღერებას მოითხოვენ მედიასივრცეში და პოლიტიკურ სივრცეშიც. ამასთან გვაქვს საქმე“, –  განაცხადა ირაკლი გოგავამ.


ამასთან, „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელის შეფასებით, რებრენდინგის შემდეგ საქართველოს პირველი არხისადმი ნდობა იზრდება.


„რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რებრენდინგის შემდეგ ცალსახაა, რომ მისი ნდობა იმატებს. კვლევის ავტორები და დონორებიც ამჩნევენ ამ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, რომ 2020 წლისთვის საზოგადოებრივი არხი იქნება საკმაოდ ძლიერი მოთამაშე ქართულ მედიასივრცეში. როგორც ჩანს, ეს ნეოლიბერალურ წრეებს ურღვევს იმ წესრიგს, რომელიც მათ წლების განმვალობაში შექმნეს ქართულ მედიასივრცეში და სურთ, ეს თავიდან აირიდონ“, – განაცხადა ირაკლი გოგავამ.


როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლა ხორციელდება, რომელიც არ შეჩერდება, პირიქით, შესაძლოა, ამისთვის მეტი დაფინანსებაც გამოიყოს.


„მაუწყებელზე მიდის პირდაპირი პრესინგი, რომ დაემორჩილოთ იმ თამაშის წესებს, რომლებსაც ნეოლიბერალური ჯგუფები ფიქრობენ, რომ სწორია. მათთვის არ არის მნიშვნელოვანი სიმართლის თქმა და პლურალიზმი. მათთვის მთავარია, გააჟღეროთ მათი იდეები და მოსაზრებები. თქვენზე ზეწოლა არ შეჩერდება, დაფინანსებაც ბევრი აქვთ. უფრო მეტ დაფინანსებას გამოყოფენ სხვა პროექტებზე, თქვენს კრიტიკაზე, მაგრამ არ უნდა შეშინდეთ“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ირაკლი გოგავამ.


საუბარია კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. კვლევის ავტორია „მედიის განვითარების ფონდი“, ხოლო დამფინანსებელი „ღია საზოგადოების ფონდი“. კვლევის შესახებ იხილეთ „მოამბის“ სიუჟეტი.


ამასთან, აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით დისკუსია გუშინ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვაში“ გაიმართა, რომლის სტუმარი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი იყო.


„ვულოცავ ამ დღეს ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი იდენტობის საწყისის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თითოეული მოქალაქის ღირსებას იცავს!“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა

სტიქიამ სამი სოფელი გავაზი, ჭიკაანი და ახალსოფელი დააზარალა.

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები ეწვიენ

თბილისს, აშშ-საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები ეწვიენ.

ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდა

ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე
იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა
დინებამ წაიღო.

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.

ნათია თურნავა: „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ, მარნეულიდან ვულოცავ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ნათია თურნავამ მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ფალავნობას შინდისმა უმასპინძლა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ფალავნობა გაიმართა.

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღნიშნეს

ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის გამოცხადების 101 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა.

გახარია: "შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ზუგდიდელებს შესთავაზა განვითარების ის ისტორია, რომელიც გამოიარა უწყებამ, ქვეყანამ 1918 წლიდან დღემდე"

 შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, მას შემდეგ რაც ზუსტად 17:10 საათზე, 14 ქალაქში სახელმწიფო ჰიმნი ერთდროულად შესრულდა,დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე და
სამინისტროს მიერ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებზე 
ისაუბრა.

ივანე მაჭავარიანი: თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა

„თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სტეფანწმინდაში განაცხადა.

 

ახალციხის ციხეზე დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

ქალაქ ახალციხეში 26 მაისს რაბათის ციხის ტერიტორიაზე აღნიშნავენ. ტერიტორიაზე შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, კულტურული და საგამოფენო სივრცეებია მოწყობილი.

საქართველოს ქალაქებსა და მსოფლიოს დედაქალაქებში ერთდროულად საქართველოს ჰიმნი იმღერეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი იმღერეს.

ნათია თურნავა დამოუკიდებლობის დღეს მარნეულში მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს მარნეულში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურიდან მიულოცა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურში აღნიშნა. 

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად განათლების სამინისტრო მარნეულში სპეციალური პროგრამით წარსდგა

საქართველოს მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი მარნეულში სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეობს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთიანი კონცეფციით - „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” ტარდება.

 

გახარია: თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება უმძიმესი შრომა იმისთვის, რომ ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ვიზეიმოთ ერთიან ქვეყანაში

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მოქალაქეებსა და სტუმრებს უმასპინძლა.

შინდისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ფალავნობით აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ქართული ჭიდაობის ტურნირი - ფალავნობა მიმდინარეობს.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ფოთში 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებს ესწრება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა,ფოთში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო. 

გახარია დავით გარეჯთან დაკავშირებით: კომისიისა და მოლაპარაკებების შედეგი მისაღები უნდა იყოს ჩვენი ეკლესიისთვის და კულტურული მემკვიდრეობისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დავითგარეჯში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდში გამოეხმაურა.

26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ საკუთარი სტენდი წარმოადგინა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში,საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ, რუსთაველის გამზირზე,  გამოფენა „თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები“ წარმოადგინა.

ფინანსთა მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ჩრდილოეთის კარიბჭიდან მიულოცა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სსაქართელოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის 101 წლის თავი ლარს საბაჟო პუნქტიდან მიულოცა.