"საამაყოა, როდესაც ევროპის ქვეყნებში მხვდება ჩვენი პროდუქცია წარწერით - Made in Georgia"

ჩვენთვის ევროკავშირი რჩება ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ფეისბუქ ლაივში" განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ  სესილია მალმსტრომის ვიზიტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სესილია მალმსტრომი და მისი გუნდი აქტიურად არის ჩართული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში.


"ბოლო წლების განმავლობაში იზრდება ქართული კომპანიების რაოდენობა, რომელიც ჩვენი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებენ ევროკავშირის ბაზარზე, მაგრამ ჩემი სურვილია, ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს და მცირე და საშუალო ბიზნესი მონაწილეობდეს ამ საექსპორტო ოპერაციებში. შესაბამისად, ევროკავშირთან ჩვენ გვაქვს ერთობლივი მექანიზმი, თუ როგორ წავახალისოთ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლის მთავარი ბიზნეს მოდელი იქნება ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველი აპრილიდან ამოქმედდება ახალი ფინანსური მექანიზმი, რომელიც  მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარება.


"მე ვგულისხმობ საკრედიტო საგარანტიო სქემას და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მეწარმეებს, რომ ვისაც აქვს შესაძლებლობა, აუცილებლად მიიღოს ამ პროგრამაში მონაწილეობა. ეს დაგვეხმარება, რომ ჩვენი მეწარმეების კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გავზარდოთ და შევძლოთ, უფრო ფართოდ ვიყოთ წარმოდგენილი ევროკავშირის ბაზარზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა ქართულ კომპანიას, რომელიც ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს.


"განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ 700 კომპანიას, ყველა მის თანამშრომელს, რომელიც ახორციელებენ ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციას და ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ევროპის ქვეყნებში მხვდება ჩვენი პროდუქცია წარწერით - Made in Georgia და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან საშუალებას მოგვცემს, რომ რაც შეიძლება ხშირად ვნახოთ ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


ანაკლიაში მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს

ანაკლიის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე ლოტბარ პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს.

ქედაში ახალგაზრდა გოგო ხევში გადავარდა

უბედური შემთხვევა მოხდა ქედაში. 25 წლამდე გოგო შემთხვევით ხევში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 

არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად,  ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაიწყო.

ნათია თურნავა - ტურიზმის სექტორში გამოწვევების დასაძლევად მთავარ აქცენტს საოჯახო ტიპის სასტუმროებზე ვაკეთებთ

„მთავარი აქცენტი საოჯახო ტიპის სასტუმროებზე გაკეთდება. სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2019-2023“ დაამტკიცა. დოკუმენტი მაღალმთიანი დასახლებების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და არსებული პოტენციალის ანალიზის საფუძველზე მომზადდა.

VIDEO - როგორ იქცეოდა აქციაზე სამართალდამცველი, რომელიც დღეს დააკავეს - პროკურატურა ვიდეოს ავრცელებს

პროკურატურა იმ ვიდეომასალას ავრცელებს, რომელშიც 20 ივნისის მოვლენებისას სამართალდამცველის მხრიდან ძალის გადამეტებაა ასახული. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი პროკურატურამ დღეს დააკავა.

20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ პირებს ბრალი წარედგინათ

20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ პირებს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა.

დიმიტრი ხუნდაძე: სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფები საჭირო მედიკამენტებს მიიღებენ ერთ ლარად

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მთავრობა ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს და ერთ-ერთია მედიკამენტებთან დაკავშირებით, პრემიერის დღევანდელი ინიციატივა.

დაკავებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი

პროკურატურამ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში დღეს საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

ხვალ, საღამოს კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", ნაძალადევის რაიონში, სააკაძის ქუჩაზე N37-თან, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს.

აკაკი ზოიძე: 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად, მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი იქნება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრემიერ -მინისტრ მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივა მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო შეამსუბუქებს. 

პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი 20:00 საათზე გაიმართება. 

რატი იონათამიშვილი: ეს ცვლილება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მოსახლეობის ფინანსურ ტვირთს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მამუკა ბახტაძის, დღევანდელ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას პოზიტიურად აფასებს.

მესტიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგად გზის სავალი ნაწილი დიდი რაოდენობით ქვა-ღორღიანი ნაშალი მასალით ჩაიკეტა.

სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს

სადელიმიტაციო კომისია უახლოეს კვირებში მუშაობას განაახლებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მამუკა ბახტაძე: ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე

"ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

 

შსს: ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ადგილი აქვს შს მინისტრის მოადგილის კომენტარის მიზანმიმართულად არასწორ ინტერპრეტაციას

21-21 ივნისის მოვლენების დროს აქციაზე შეკრებილების მიმართ შსს-ს მხრიდან დაშლის მოწოდების შესახებ მოთხოვნის ირგვლივ მსჯელობა არ წყდება.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში კახი კახიაშვილი 50 წლისაა

ლეგენდარული ქართველი ძალოსანი კახი კახიაშვილი 50 წლისაა. 

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაცნობეთ, რომ თბილისის მერია იწყებს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებული პანდუსის სრულ რეაბილიტაციას.

ნინო თანდილაშვილი: „სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყანაში მწვანე წარმოების ხელშეწყობაა“

"სოფლის მეურნეობის დარგს აქვს ყველანაირი რესურსი, რათა მოხდეს მწვანე წარმოების წახალისება",-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. 

გია ვოლსკი: წინასწარ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავება, ხელს უშლის გამოძიებას

ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე საუბრისას გააკეთა.