კოჯორში სერჟანტთა აკადემიის დღე აღინიშნა

საქართველოს სერჟანტთა აკადემიის დაარსებიდან 16 წელი შესრულდა.

აკადემიის დღე კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო.


საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისა და დაღუპული გმირებისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგების შემდეგ, სერჟანტებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიმართეს. მათ თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში სერჟანტების განსაკუთრებულ როლზე, სერჟანტთა ინსტიტუტის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამხედრო მოსამსახურეებს მხარდაჭერა აღუთქვეს.


ლევან იზორიას განცხადებით, საამაყოა ის გზა, რაც საქართველოს სერჟანტთა კორპუსმა გაიარა და დღეს ნატოს სტანდარტებთან დაახლოებული სერჟანტთა ინსტიტუტი გვაქვს. 


საქართველოში სერჟანტთა ინსტიტუტის განვითარების ეტაპები სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემაც გაიხსენა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობასა და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. სამ წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეს უწყებრივი მედალი „გიორგი ანწუხელიძე“ თავდაცვის მინისტრმა გადასცა. დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისათვის სერჟანტთა აკადემიის 8 სამხედრო მოსამსახურეს თავდაცვის ძალების მეთაურის ,,მადლობა“, 33 სამხედრო მოსამსახურეს კი, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის ,,მადლობა“ გამოეცხადა. 
ღონისძიება საზეიმო მიღებით დასრულდა.


სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა, სადაც ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტის მომზადება მიმდინარეობდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტს ცენტრს სერჟანტთა აკადემიის სტატუსი მიენიჭა.


 


ზუგდიდში ხეებზე ლგბტქ პრაიდის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში რამდენიმე ხეზე თბილისი პრაიდის საწინააღნდეგო შინაარსის პლაკატები წარწერებით „არა ლგბტ პროპაგანდას საქართველოში“, არა მამათმავლობის პროპაგანდას და არა სოდომისტებს“ გააკრეს.

ძლიერი სიცხის გამო ათასობით ადამიანს სიკვდილი ემუქრება

ახალი კვლევის მიხედვით, თუ გლობალურად ტემპერატურის მაჩვენებელი 3 გრადუს ცელსიუსით მოიმატებს, ძლიერი სიცხე ნიუ-იორკში დაახლოებით 6000 ადამიანს მოკლავს, ლოს-ანჯელესში 2500-ზე მეტს, ხოლო მაიამიში 2300-ზე მეტს.

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვასაძე ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ ლეგიონის შექმნას აპირებს (ვიდეო)

დღეს მოვახდენთ სახალხო რაზმებად თვითორგანიზებას. ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული და ერთმანეთზე აწყობილი,- განაცხადა ლევან ვასაძემ.

საქართველოს ჩემპიონატი ტაეკვანდოში დაკავებებით დამთავრდა

ფოთში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატი ტაეკვანდოში ჩხუბითა და დაკავებებით დასრულდა. დაკავებულია სამი მწვრთნელი.

ლევან ვასაძე: ჩვენი მიზანია, სახალხო ორგანიზებით ავირიდოთ ის, რასაც გარედან გვახვევენ

ვერის ბაღში „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ შეხვედრა მიმდინარეობს.

ანტალიაში საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს

ანტალიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, საქართველოს მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. მოკლული 61 წლის ქეთევან ქათამაძეა.

ახმეტაში „არტ-გენი 2019“ მიმდინარეობს

ფესტივალი „არტ-გენი 2019“ დღეს რეგიონული ტურნეთი გაიხსნა. ამ წუთებში, პირველი კონცერტი ახმეტაში იმართება.

წნორში ინდოელების კუთვნილი სასათბურე მეურნეობა იწვის

შენობა ყოფილი წისქვილ- კომბინატს ეკუთვნის და მფლობელი მას მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის ტექნიკის შესანახად იყენებდა.

სალომე ზურაბიშვილი: დარწმუნებული ვარ, შემდეგი ეტაპი სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურიზმის განვითარება იქნება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბორჯომში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რეგიონის განვითარების შესაძლებლობასა და პოტენციალზე ესაუბრა.

ლევან აკინი IndieWire-ის 25 საუკეთესო LGBTQ რეჟისორს შორის მოხვდა

And Then We Danced-ის რეჟისორი, ლევან აკინი ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ონლაინ სააგენტო IndieWire-მ 25 საუკეთესო LGBTQ რეჟისორს შორის დაასახელა.

ტყიბულში, სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარი გაჩნდა

ტყიბულში, სოფელ ძიროვნის ტყეში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს, თუმცა, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

არგენტინასა და ურუგვაიში 48 მილიონი ადამიანი უშუქოდ დარჩა

არგენტინასა და ურუგვაიში ელექტროენერგია გაითიშა. დენი 48 მილიონ ადამიანს არ მიეწოდება.

ზუგდიდში, ჭაქვინჯას ციხეში, სავარაუდოდ, ადრეული ქრისტიანული სამარხები აღმოაჩინეს

ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში მდებარე „ჭაქვინჯას ციხეში“ (ჯიხა) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა რომელშიც ორი მიცვალებულის თავი ქალები აღმოჩნდა.

საქართველოს პრეზიდენტმა სულთმოფენობა ტიმოთესუბნის ტაძარში აღნიშნა

სამცხე-ჯავახეთში ორდღიან ვიზიტს სალომე ზურაბიშვილი ბორჯომში აგრძელებს. საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მოინახულა საკალმახე ზორეთი, რომანოვების სასახლე, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ობსერვატორიას ესტუმრა

სამცხე-ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ობსერვატორიას ესტუმრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ილია მეორე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე და ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს

პატრიარქმა სრულიად საქართველოს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა.

"არტ-გენი 2019" ახმეტაში(ფოტო-ამბავი)

არტე-გენის ფესტივალის პირველ დღეს ახმეტაში "წყაროები" მასპინძლობს. საგანგებოდ მოწყობილი სივრცე სტუმრებს დასვენების მრავალფეროვან საშუალებებს სთავაზობს.

მთაწმინდის პარკში ფესტივალი „გაიცანი ქართული“ მიმდინარეობს

მეწარმეთა კავშირის ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში XX საუკუნის გამოჩენილ მეწარმეთა სახელობის ფესტივალების სერია „გაიცანი ქართული“ მიმდინარეობს.

 

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია გაიმართა

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ სადავო კანონს აპროტესტებენ.

ზურა ხაჩიძის ხელფასი მის მიერ დასახელებულ თანხაზე ორჯერ მეტია

სამცხე-ჯავახეთი გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის გუნდის ახალმა წევრმა, მოადგილედ დანიშვნის დღესვე მედიასთან განაცხადა, რომ მისი ხელფასი 1 500 ლარს არ სცდება.