თავდაცვის მინისტრმა პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა

პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას, ლევან იზორიამ დეპუტატებს იმ ძირითად მიმართულებებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი მიღწევები განხორციელდა და რომელთა გაძლიერება თავდაცვის უწყების პრიორიტეტად რჩება.

მინისტრმა ყურადღება აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობაში, ეროვნულ გვარდიასა და სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე პროცესებზე გაამახვილა.


ლოჯისტიკასა და აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრისას, მან აქცენტი ავტონომიურობის ხარისხის გაზრდაზე, საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებაზე, კონკრეტულად ამოცანით მართვის კონცეფციაზე გააკეთა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ცალკეული დანაყოფებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭებას, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობას, ცენტრალიზებული მართვის პირობებში დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას გულისხმობს:


„ჩვენ ამოცანით მართვის კონცეფცია გასული წლის მიწურულს გამოვაქვეყნეთ. კრიზისულ სიტუაციებში მეთაურებს გადაწყვეტილების მიღება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება უნდა შეეძლოთ. ეს ყველაფერი არამხოლოდ ერთჯერადი მოხმარებისთვის არის გათვალისწინებული, არამედ, გრძელვადიან განვითარებას ისახავს მიზნად. სიმბოლურად ჩვენ ამ პროცესს ცენტრალური მმართველობის პირობებში დეცენტრალიზებული აღსრულების მაღალ ხარისხს ვუწოდებთ", - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.


სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ის ძირითადი სიახლე გააცნო, რაც თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესში, სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელდა:


„თუ აქამდე სპეციალური ოპერაციების ძალების ლოკაცია განსაზღვრული იყო ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, დღეს უკვე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით, 2 ბატალიონი არის წარმოდგენილი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში“.


ლევან იზორიამ საქართველოს ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე მნიშვნელოვან სიახლეებსა და მომავლის გეგმებზეც ისაუბრა:


„ეროვნულ გვარდიაში აქტიური რეზერვის პროგრამის ფარგლებში, ტერიტორიული რეზერვის სისტემის საფუძველზე ახალი ქვედანაყოფები ჩამოყალიბდა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი აღიარება გვაქვს, გვსურს, ეროვნულმა გვარდიამ ტრნასფორმაცია განიცადოს და მომავალში მისი ორგანიზება სწორედ ტერიტორიული რეზერვის პრინციპის საფუძველზე მოხდეს“, - აღნიშნა მინისტრმა.


ლევან იზორიამ საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერების კუთხით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წამყვანი როლი გამოყო. სამხედრო წვრთნების მნიშვნელობის გარდა, მინისტრი კარიერული პერსპექტივებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების საკითხსაც შეეხო და ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სერჟანტთა აკადემიის მაღალი ხარისხი ხაზგასმით აღნიშნა. 


ლევან იზორიამ ერთ-ერთ პრიორიტეტად ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის განვითარება დაასახელა და დეპუტატებს შვეულმფრენების მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი თანხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა:


„ამ რესურსით ჩვენ შევძლებთ არამხოლოდ სამხედრო ამოცანების განხორციელებას, არამედ, კრიზისების მართვის დროს მოქმედებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და გაწეული ფინანსური კონტრიბუციისთვის აშშ-ს მადლობა გადაუხადა.


პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციისა და კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებაც დაასახელა. ლევან იზორიას ინფორმაციით, ნატოს მრავალეროვნული ბატალიონის სამხედრო პოლიციის წარმომადგენლების ვიზიტი იგეგმება:


„ბოლო წელია მათთან ერთად ვამზადებთ ოცეულს, რომელიც მზად იქნება, ჩაერთოს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა საერთაშორისო მისიასა და ერთობლივ სწავლებებში“.


კიბერუსაფრთხოების სფეროს გაძლიერებასთან დაკავშირებით კი, ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019 წელი თავდაცვის სამინისტრომ სიმბოლურად კიბერუსაფრთხოების წლად გამოაცხადა, რაც ნიშნავს უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას სამხედრო ოპერაციებში და მეტ კიბერმოქმედებას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე.


მაია ცქიტიშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო პანკისის ხეობის მცხოვრებლებს, ვისაც ძალიან კარგად ესმით რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარება

"რაც პანკისში მოხდა, დამაზიანებელია ყველასთვის. სამწუხაროდ, გარკვეული ძალების მხრიდან სიმშვიდისკენ მოწოდების ნაცვლად ვიხილეთ აგრესიული ქმედებებისთვის გამოცხადებული სოლიდარობა და პარალელური აქციები".

4 დღის ამინდის პროგნოზი

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 22-23 აპრილს  აპრილს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 24-25 აპრილს ძირითადად უნალექო ამინდსა და +16 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ.

ახალგაზრდული ორკესტრის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის „თეატრალურ დარბაზში" თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართა.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პანკისში დაშავებული 16 პაციენტი რჩება

პანკისის ხეობაში კვირას, 21 აპრილს მომხდარი ინცინდენტის დროს დაშავებული 16 პირი თელავის რეფელარულ საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

დავით ზალკალიანი პორტუგალიაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა ​

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფება.

 

შრი-ლანკაში დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა

შრი-ლანკაში ეკლესიებსა და სასტუმროებში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა.

ბახტაძე ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

"ერთი მილიონი იქნებ დამიბრუნოს ბიძათქვენმა” - ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე “რუსთავი2”-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება

ყოველი წლის 22 აპრილს, მსოფლიოს 175 ქვეყანაში დედამიწის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. 

შსს-მ პანკისის ხეობაშოი განვითერბულ მოვლენებზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

"დემოკრატიულად შევცვალეთ ხელისუფლება და მსოფლიო გავაოცეთ ამით"

ეგზიტპოლების მიხედვით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, ვლადიმირ ზელენსკიმ  მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებსა და ასევე იმ მოქალაქეებს, რომელებმაც მხარი არ დაუჭირეს.

"მშვიდობის შენარჩუნებასთან ერთად ჩვენი ინტერესია ხეობის განვითარებას შევუწყოთ ხელი"

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, პანკისის ხეობაში დაშავებული პოლიციელები მოინახულა.

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკია

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკია

"თითოეული ადამიანი, რომელმაც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა, იქნება შესაბამისად დასჯილი"

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დაშავებული პოლიციის თანამშრომლები მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

8 აფეთქების შედეგად 207 ადამიანი დაიღუპა შრი-ლანკაზე

21 აპრილს შრი-ლანკაზე სხვადასხვა ეკლესიასა და სასტუმროში 8 აფეთქება მოხდა, რასაც ბოლო ინფორმაციით 207 ადამიანი ემსხვერპლა, 450 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. 

ლევან ჭოტორლიშვილი: ახლა, როცა დათო მაღრაძემ თავისი ნამდვილი სახე გვიჩვენა, დავინახეთ, რომ ის არასოდეს ყოფილა ერთ აზრზე ივანიშვილთან

ახლა, როცა დათო მაღრაძემ თავისი ნამდვილი სახე გვიჩვენა, დავინახეთ, რომ ის არასოდეს ყოფილა ერთ აზრზე ივანიშვილთან, არც მაშინ, როდესაც იატაკქვეშეთში „ებრძოდა“ საკაშვილის რეჟიმს და არც მაშინ, როცა იმ რეჟიმისთვის ჰიმნებს წერდა.

ზუგდიდში ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივანი შენდება

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. 

შსს პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების ვიდეოკადრებს ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების ვიდეოკადრებს ავრცელებს.

"პოლიციას ვერავინ ვერასდროს შეუზღუდავს არეალებს, დილას ადგილობრივებმა აქ პირველი წინააღმდეგობა გაუწიეს 35 პოლიციელს"

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

"გადახედეთ რუსული მედიის გამოხმაურებებს განვითარებულ მოვლენებზე და დავფიქრდეთ, ის რაც მოხდა იწყება და მთავრდება თუ არა ჰესით"

პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პანკისის ხეობაში განვთარებულ მოვლენებს აფასებს:

 

 

ირაკლი სესიაშვილი: პროცესი მართულია გარკვეული ჯგუფების მიერ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.