„Standard&Poor’s” - მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „Standard&Poor’s” - მა (S&P) 13 აპრილს საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ „BB -“ - ის დონეზე დაადასტურა.

სარეიტინგო კომპანიის რელიზში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის დაფიქსირების და საერთაშორისო პოზიციების გაუმჯობესების, მაგალითად ექსპორტისა და სავალუტო რეზერვების ზრდის შემთხვევაში, სარეიტინგო კომპანია მზადაა გაზარდოს საქართველოს სუვერენული რეიტინგი.


რელიზის თანახმად, პერსპექტივის გაუმჯობესება განპირობებულია მაღალი ეკონომიკური ზრდით, საგარეო შოკებისადმი მდგრადობით და ინსტიტუციური სიძლიერით. სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის განმავლობაში ქვეყანამ შეინარჩუნა ეკონომიკური მდგრადობა. წინა წლის მსგავსად 2018 წელსაც წმინდა ექსპორტმა მნიშვნელოვანი  წვლილი შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში, რაც გამოწვეული იყო საგარეო მოთხოვნის სტაბილიზაციით. ასევე, ანგარიშში დადებითაა შეფასებული ექსპორტის ზრდა ევროკავშირის ქვეყნებში და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები. აღნიშნულია ისიც, რომ ექსპორტის პოზიტიური წვლილი ეკონომიკურ ზრდაში 2019 წელსაც შენარჩუნდება.


სარეიტინგო კომპანია დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და ინიციატივებს და მიიჩნევს რომ აღნიშნული დამატებით პოზიტიურ წვლილს შეიტანს ეკონომიკურ ზრდაში. რეფორმებიდან აღსანიშნავია: ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება და კაპიტალური დანახარჯების პრიორიტიზაცია, მიმდინარე დანახარჯების შემცირების შედეგად; ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის მიღება, დეპოზიტების დაზღვევა, მიწისა და საპენსიო რეფორმა; საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება და დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნების რეფორმა და განათლების რეფორმა.


ანგარიშში ასევე პოზიტიურად არის შეფასებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტებისკენ მიმართული ღონისძიებები და პრუდენციული რეგულაციები.


სარეიტინგო კომპანიამ შეაფასა საგარეო შოკებისადმი ქვეყნის მდგრადობის შენარჩუნება. დოკუმენტის თანახმად, მცურავი გაცვლითი კურსი ხელს უწყობს საგრეო შოკების შესწორებას და ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის შემცირებას. „S&P“ - ის თანახმად, მონეტარული პოლიტიკა არის ეფექტიანი და ინფლაცია დაბალ და სტაბილურ დონეზეა. აღნიშნული ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება.


კომპანიის შეფასებით, საქართველოს ფისკალური სექტორი ინარჩუნებს მდგრადობას და სახელმწიფო ვალი მშპ-თან მიმართებით სტაბილურ დონეზეა. ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენცია, რომელიც დაფიქსირდა 2017 და 2018 წელს კვლავ გაგრძელდება, რასაც ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდა.


“S&P“-ის შეფასებით, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა ასევე პოზიტიურია, რასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აქტივების ხარისხი. აღნიშნულია, რომ მაღალი დოლარიზაცია ამცირებს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით ტენდენცია პოზიტიურია და მცირდება დოლარიზაციის დონე. სააგენტოს თანახმად, მთავრობის ღონისძიებები პრუდენციული რეგულირების და კაპიტალის ბაზრის განვითარების თვალსაზრისით, ასევე საპენსიო რეფორმა ხელს შეუწყობს დოლარიზაციის დონის შემდგომ შემცირებას.


სარეიტინგო კომპანია „S&P“ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ საერთაშორისო მონეტარულ ფონდთან „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" ფარგლებში (Extended Fund Facility (EFF)) მხარდაჭერილი პროგრამის მიმოხილვების წარმატებული დამთავრება და ხაზი გაუსვა დარჩენილი მიმოხილვების წარმატებით დასრულების აუცილებლობას.


გამოწვევების მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია „S&P“ მიიჩნევს, რომ ექსპორტის დივერსიფიკაციით და უცხოური ინვესტიციების საშუალებით რეგიონის ქვეყნებთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იქნება შესაძლებელი.


ეკონომიკურ რისკებს შორის, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს მიმდინარე წელს, „S&P“ - მა დაასახელა რეცესია თურქეთში, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის შემცირება და თურქული ლირისა და რუსული რუბლის შესაძლო გაუფასურება. ამის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წელს რეგიონის სხვა ქვეყნების ზრდას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.


 


კობა კობალაძე: მცდელობა, რომ პანკისის მოსახლეობა, ჩვენი მოძმეები ერთმანეთს დააპირისპირონ, არავის გამოუვა

„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრმა, კობა კობალაძემ, განცხადება გაავრცელა პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:

მალაიზიაში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია გაიმართა

მალაიზიაში, ქ. კუალა-ლუმპურის ლიმკოკვინგის უნივერსიტეტში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 9 აპრილის 30 წლისთავისადმი  მიძღვნილი  საჯარო ლექცია გაიმართა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა დაშავებული პოლიციელები მოინახულეს

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - კახა საბანაძე და მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე პანკისის ხეობაში დაშავებული  პოლიციელების მოსანახულებლად, თელავის სამედიცინო დაწესებულებებში  იმყოფებოდნენ.

ალიკო ცინცაძის წიგნის "ქართული კაბალა" პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (მე-3 კორპუსი), 24 აპრილს, 14:00 საათზე, ასტრო-ენათმეცნიერის, პროფესორ ალიკო ცინცაძის ახალი წიგნის "ქართული კაბალა" პრეზენტაცია-ლექცია ჩატარდება.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი კლინიკაში მოათავსეს- მდგომარეობა მძიმეა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ ე.წ. დეპუტატ ასლან ბჟანიას მოსკოვში მკურნალობის უზრუნველყოფის დავალება ე.წ.საგარეო უწყების ხელმძღვანელს მისცა.

ზუგდიდში დაკავებულის ახლობლები პროკურატურასთან აქციას მართავენ

ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან დაკავებული მირიანე მარკელიას ოჯახის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები რაიონში მასშტაბური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები რაიონში მასშტაბური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.


30-მდე დეველოპერი ერთ სივრცეში - „არეა ექსპო 2019“

„არეა ექსპო 2019“-ში 30-მდე დეველოპერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

ია მეტრეველი: არ მგონია გუშინდელ მოქმედებებს პანკისელების უმეტესობა ემხრობოდეს

ბუტა რობაქიძის დედა, გუშინ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით ექმიანება.

ზელენსკის გამარჯვების შემდეგ, კრემლმა კიევთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი დაინახა

რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების შანსები არსებობს, თუმცა ამისთვის საჭიროა სამართლიანობა, პრაგმატული და პასუხისმგებლიანი მიდგომა.

„ჩერო“, „ზედაზენი“ და Ragnar-ი ბიზნეს დაჯილდოვებაზე საუკეთესოებად აღიარეს

„ქართული ლუდის კომპანია“ ბიზნესის ოსკარად წოდებული Golden Brand -ის არაერთგზის გამარჯვებულია. „ჩერო“, „ზედაზენი“ და Ragnar-ი  წლის ყველაზე დამოუკიდებელ ბიზნეს დაჯილდოვებაზე საუკეთესოებად აღიარეს.

გიორგი ჩიქოვანი: მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას კონსტრუქციული დიალოგისკენ, რადგან ნებისმიერი ჰესის მშენებლობა არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საჭიროება

„როდესაც ვსაუბრობთ  ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რა ხდებოდა უახლოეს წარსულში საქართველოში, როდესაც დამოკიდებულნი ვიყავით სხვა ქვეყნის ენერგორესურსზე".

ნიდერლანდებში 9 აპრილის 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ ლაიდენის უნივერსიტეტის ჰააგის კამპუსის სტუდენტებს საელჩოში უმასპინძლა.

მაია ცქიტიშვილი: ინციდენტის შეფასებისას საჭიროა, გავმიჯნოთ პოლიტიკური და სამართლებრივი შემადგენელი

"ჩვენ ვერ გავაჩერებთ ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებას და ვერც სხვა მიმართულების პროექტებს".

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებშიც აფართოებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებშიც აფართოებს.

116-ე სკოლის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების პასუხი ალიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე

12 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში „116-ე სკოლის დირექტორმა სკოლის რემონტისთვის განკუთვნილი თანხით საკუთარი სახლი გაარემონტა(?!)“ გაჟღერებულ ბრალდებებს ამავე სკოლის ადმინისტრაცია და თანამშრომლები პასუხობენ. 

ოჯახის წევრზე ძალადობისთვის ბრალდებულს 4 წელი მიესაჯა

ოჯახის წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ ძალადობაში და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აშშ-ში თურქეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას არ გამორიცხავენ

ამერიკელი სენატორი-დემოკრატი რობერტ  მენენდესი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონმა ინჯირლიკში მდებარე სამხედრო ბაზა საბერძნეთში გადაიტანოს.

 

მაშველებმა ხევში ჩარჩენილი 2 მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  მეხანძრე-მაშველებმა დაბა წყნეთში, შოთა რუსთაველის ქუჩის მიმდებარე  ტერიტორიაზე არსებულ ხევში ჩარჩენილი ორი მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს.

თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმი იმერეთში ჩატარდა

თიბისის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში მასშტაბური ბიზნესფორუმების სერია გრძელდება. აჭარის შემდეგ თიბისის ბიზნესკლიენტები ამჯერად უკვე იმერეთში შეიკრიბნენ.

მაია ცქიტიშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო პანკისის ხეობის მცხოვრებლებს, ვისაც ძალიან კარგად ესმით რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარება

"რაც პანკისში მოხდა, დამაზიანებელია ყველასთვის. სამწუხაროდ, გარკვეული ძალების მხრიდან სიმშვიდისკენ მოწოდების ნაცვლად ვიხილეთ აგრესიული ქმედებებისთვის გამოცხადებული სოლიდარობა და პარალელური აქციები".