ფინანსთა მინისტრი: ჩვენი განათლების რეფორმა ეხმიანება მსოფლიო ბანკის ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების შესახებ“

ჩვენი განათლების რეფორმა ეხმიანება მსოფლიო ბანკის ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების შესახებ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან გამართულ მაღალი დონის მოლაპარაკებებზე, პოზიტიური შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ განათლების რეფორმას, რომლის საფუძველზე 2022 წლისთვის განათლებაზე უნდა დაიხარჯოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი.


,,შეხვედრების დროს განვიხილავდით, თუ როგორ ვითარდება საქართველო, როგორი წარმატებულია სხვადასხვა რეიტინგში, ამავე დროს, ყველა ვთანხმდებით და კვლევებითაც დასტურდება, რომ ბიზნესს, ინვესტორებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებს აწუხებთ არა კორუფცია, არც ზედმეტი რეგულაცია და სტაბილურობის ნაკლებობა ქვეყანაში, (ყველა ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ კარგად გამოვიყურებით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყნებშიც) არამედ ერთ-ერთი პირველი პრობლემა არის კვალიფიციური მუშა-ხელი. შესაბამისად, ჩვენ ვდგავართ პარადოქსული სიტუაციის წინაშე. ერთი მხრივ, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონე და დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, მეორე მხრივ კი სერიოზული მოთხოვნაა ბიზნესიდან კვალიფიციური მუშახელის. სწორედ აქ არის კვალიფიკაციისა და განათლების თემა, ამიტომ ჩვენ ყველა ერთხმად ვთანხმდებით, როგორც ხელისუფლებაში და იმედი მაქვს, ზოგადად, ქვეყანაში, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა“,- აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია საჯარო და კერძო სექტორს შორის მოხდეს ფინანსური რესურსების გაერთიანება, რათა საბოლოო ჯამში, განათლების სექტორში მიიმართოს მშპ-ს 10 პროცენტი და მეტი ოდენობის ფინანსური რესურსი.


ფინანსთა მინისტრის თქმით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, ყურადღება გამახვილდა არა მხოლოდ ფინანსური დახმარების, არამედ ბანკის ექსპერტების ჩართულობის მნიშვნელობაზე.


„რეფორმის ჩონჩხი არსებობს, ძირითადი პრინციპები იდენტიფიცირებულია, ახლა აუცილებელია დეტალების გაწერა. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი საკითხია მასწავლებლების გადამზადება და მათი ხელფასების გაზრდა. პედაგოგის პროფესია უნდა გახდეს სრულფასოვანი, როგორც ანაზღაურების, ისე დაფასების კუთხით. თუ ეს ყველაფერი განხორციელდა, 2023 წლისთვის მასწავლებლის ხელფასი მინიმუმ უნდა გასამმაგდეს. მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ნაციონალური, საერთო ეროვნული კონსენსუსი. ჩვენ ხშირად გვაქვს სხვადასხვაობა ოპონენტებთან, ოპოზიციასთან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა შედგეს, გაუძლოს მრავალ მთავრობას, მრავალ მინისტრს და არ უნდა მოხდეს ამ გზიდან გადახვევა. სწორედ ეს იყო მთავარი მესიჯი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან - განათლების რეფორმა არ უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი ხელისუფლების ან ერთი ადამიანის ინიციატივად და მან უნდა გაუძლოს დროს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.


 


VIDEO - სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ლ.მ. და 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

 

გაშლილი სუფრა და ხელმოწერები ლგბტ თემის წინააღმდეგ ზუგდიდის ტაძრის ეზოში

ზუგდიდის მშენებარე ტაძრის ეზოში, სადაც ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ და პარალელურად სუფრაა გაშლილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მივიდა. მისი თქმით, იგი ზუგდიდში პირველადაა და იზიარებს შეკრებილების პოზიციას.

VIDEO - ,,კანაფით" დატვირთული პიკაპები - პოლიციამ ბაღდათში 36 ძირი მცენარე ამოიღო

იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული ზ.კ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით დააკავეს.

არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

ივანე მაჭავარიანი: ჩემი მიზანია გავიგო, რასაც ფურცელზე მიგზავნიან და რასაც ხალხი ლაპარაკობს, ხომ არ არის შეუსაბამობა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აჭარის რეგიონში - ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლებში მოსახლეობას შეხვდა.

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ჩავიდა

საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან არსებულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“ უკვე ჩავიდა.

პაატა სალია: ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასსაც კი ვერ დაფარავს თანხა, რაც დატოვა ​წინა მენეჯმენტმა

ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასსაც კი ვერ დაფარავს ის თანხა, რაც წინა მენეჯმენტმა ტელევიზიაში დატოვა , - ამის შესახებ ,,რუსთავი 2"- ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

სად გადაიყვანა ირანმა ბრიტანული ტანკერი

ირანმა ბრიტანული ნავთობტანკერი ბენდერ-აბასის პორტში გადაიყვანა. ამის შესახებ ირანულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

პატრულის თანამშრომლებმა ამერიკელი ინსტრუქტორების მონაწილეობით საზღვარზე უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სწავლება გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის ქალაქ ფოთში 3-დღიანი ტრენინგი - "ტერორიზმი და იმპოსტერები" გაიმართა.

დღეს თბილისის 4 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

 

ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით, ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო.

ნაძალადევში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ნაძალადევის რაიონში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, სხვადასხვა მისამართზე საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. პროექტები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.  

შიდა ქართლში მეფრინველეობის ფერმა ამოქმედდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა „თელა“ სახელმწიფოს დახმარებით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში აშენდა.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდნენ

წალენჯიხის სოფელ ჯგალსა და ლიაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდენენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

ორმუზის სრუტეში ბრიტანული ტანკერი დააკავეს

ირანის რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ ირანის ტერიტორიულ წყლებში, ორმუზის სრუტეში ბრიტანული ტანკერი დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ამინდი შაბათ-კვირას

სინოპტიკოსების ცნობით, 20 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა  +25  +30 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში  +24  +29, მაღალმთიან რაიონებში კი 20-25 გრადუსამდე დათბება.

პოლიციამ აჭარაში 169 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო

სამართალდამცველებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.

ლარის კურსი

19 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8845 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.31 თეთრი შეადგინა.

ლაშა დარსალია ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტი ვენაში 18-19 ივლისს იმყოფებოდა.

პაატა სალია: ვერ ვხედავ საფუძველს, რატომ უნდა გამოვიდეს გიორგი გაბუნია სამსახურში, სანამ შეზღუდვა არ მოეხსნება

„რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარისას არხის თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ისაუბრა.