„მეტი დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი: მაღალი კლასის ევროპელი ექსპერტები პროექტების სივრცის დაგეგმარებაში დაგვეხმარებიან

სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ ორგანიზებით სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში ჩატარდა მასტერკლასი „ახალი ბიზნეს იდეები და ტენდენციები“.

მასტერკლასს კომპანიის თანამშრომლების გარდა არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებიც დაესწრნენ - ეს „მეტი დეველოპმენტის საჩუქარი“ იყო.

„სამშენებლო საქმიანობაში პროფესიონალური მიდგომა საქმისადმი ხარისხის ერთ-ერთი გარანტიაა, იხვეწება ტექნოლოგიები და მიდგომები, ისღა დაგვრჩენია 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებს დავეწიოთ“, – ნათქვამია „მეტი დეველოპმენტის“ ოფიციალურ განცხადებაში. სწორედ ამ მიზნით „მეტი დეველოპმენტის“ სპეციალური მოწვევით თბილისს ესტუმრნენ და მასტერკლასი ჩაატარეს უმაღლესი კლასის ევროპელმა ინჟინერ-კონცეპტოლოგებმა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში „მეტი დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა პაპუნა ხაზალიამ აღნიშნა, ჰოლანდიიდან მოწვეული ექსპერტები კომპანიას პროექტების სივრცის დაგეგმარებაში დაეხმარებიან და  სამშენებლო ბიზნესში არსებულ სიახლეებს გაუზიარებენ.

გარდა ამისა, კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს,  რომ მოხარულია იმის გამო, რომ  ექსპერტებმა თავისი მრავალწლიანი გამოცდილება ქართველ სტუდენტებს გაუზიარეს.

„სამშენებელო კომპანია „მეტი დეველოპმენტმა“  გადაწყვიტა მოეწვია მაღალი კლასის ევროპელი ექსპერტები, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი პროექტების სივრცის დაგეგმარებაში. ექსპერტები ასევე კონსულტაციას გაგვიწევენ ენერგოეფექტურობის და მოქნილი დიზაინის შექმნის კუთხითაც. ისინი მოგვაწოდებენ ინფორმაციას ახალ, ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული  ჩვენი მომხმარებლისთვის. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს პატივი, მათი გამოცდილება და კვალიფიკაცია მოვახმაროთ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც არიან დამწყები არქიტექტორები“, - აღნიშნა პაპუნა ხაზალიამ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, „მეტი დეველოპმენტს“ დაგეგმილი აქვს დამწყები და მოქმედი არქიტექტორებისთვის ყოველწლიური ჯილდო დააწესოს.

„ეს იქნება ყოველწლიური კონკურსი, სადაც მოხდება წლის არქიტექტორის გამოვლენა  და დაჯილოვება. დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ განთავდება ჩვენს საიტზე და ფეისბუქის ოფიციალურ გვრდზე. ჩვენ გვჭირდება კრეატიული მიდგომები და კრეატიული ახალგაზრდები, რომლებიც  შექმნიან თანამედროვე შენობებს, მწვანე კორპუსებს და სხვადასხვა სივრცეებს, როგორც საცხოვრებელი, ასევე არასაცხოვრებელი გამოყენებისათვის.  ჩვენ მივცემთ მიმართულებას, გარკვეულ ლოკაციებს  და ისინი შემოგვთავაზებენ დამუშავებულ ვერსიებს“, - განაცხადა კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა.

დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებათა მაგისტრი არქიტექტურასა და სამშენებლო ინჟინერიაში, არქიტექტორი ნიდერლანდებში, განასა და ინდონეზიაში, მკვლევარი და ლექტორი ემილია ვან ეგმონდი  სტუდენტებს მიმართავს, რომ მდგრადი შენობები შექმნან.

„მინდა სტუდენტებს ვუთხრა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან არამდგრად სამყაროში.  ჩვენს დროში სამყარო ძალიან არამდგრადია და განსაკუთრებით მშენებლობაში. ეს გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან ბევრ ნარჩენებს, რომელიც არ არის განახლებადი და არ არის გადამუშავებადი. ამიტომ მინდა სტუდენტებს მივმართო და ვუთხრა, რომ შექმნან უფრო მდგრადი შენობები,  რა თქმა უნდა ძალიან აუცილებელია თანამშრომლობა როგორც არქიტექტორებს შორის, ასევე მშენებლებს შორის. ასევე, არ უნდა დაგავიწყდეთ კლიენტები, რომლებიც საბოლოო ჯამში მიიღებენ შედეგს“, - აღნიშნა ემილია ვან ეგმონდმა.

დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებათა მაგისტრი არქიტექტურასა და სამშენებლო ინჟინერიაში, არქიტექტორი ნიდრლანდებში, განასა და ინდონეზიაში, ბიზნეს მრჩეველი ბერენდ ვან ეგმონდი ამბობს, რომ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს ქართველ სტუდენტებს.

როგორც ეგმონდი აღნიშნავს,  საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ არქიტექტორებს უთხრას შექმნან უფრო მოქნილი და მდგრადი შენობები.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რამდენად მდგრადია შენობები საქართველოში

ექსპერტი ამბობს, რომ ჰოლანდიასთან შედარებით ამ მიმართულებით საქართველოში ბევრია გასაკეთებელი.

„თავად გახლავართ არქიტექტორი და საქართველოში ჩამოვედი იმისთვის, რომ სხვა არქიტექტორებს ვუთხრა თუ როგორ შექმნან უფრო მოქნილი და მდგრადი შენობები. ჩვენ ძირითადად ვისაუბრებთ საცხოვრებელ ფართებზე. ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა რაც ჩვენ საქართველოში ჩამოვედით,თუმცა  ვხედავ, რომ ჰოლანდიასთან შედარებით ამ კუთხით თქვენს ქვეყანაში ბევრი არის გასაკეთებელი. მრავალი წელია ჩვენ ჰოლანდიაში  დავიწყეთ მდგრად შენობებზე მუშაობა, ვაგრძელებთ მუშაობას და იმედია რომ საქართველოშიც იგივე სამუშაოები შესრულდება“,- განაცხადა ბერენდ ვან ეგმონდა.

„მეტი დეველოპმენტის“ შესახებ:

24 თებერვალს კომპანია 1 წლის გახდა, თუმცა მისი დამფუძნებლები არა ერთი წელია, სამშენებლო ბიზნესში მოღვაწეობენ.

კომპანია ამაყობს სამშენებლო კომპლექსებით “ეკოსითი კრწანისი“ და „ეკოსითი სამგორი“, რომელთა მშენებლობაც მალე საფინალო ნიშნულს მიუახლოვდება.

კომპანიის პოლიტიკა განსხვავდება სხვებისგან იმით, რომ მისი ყოველი სამშენებლო კოპლექსი მოიცავს ოდესღაც სხვა კომპანიების მიერ დაზარალებული მოსახლეობის ბინებით დაკმაყოფილებას.

„ეკოსითი კრწანისში“ 250 დაზარალებული ოჯახი ბინას მიიღებს.

 „მეტი დეველოპმენტი“  2019 წლის თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა კომპანია, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან ემიგრანტები.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გადადგომას არ აპირებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისი თანამდებობიდან გადადგომის საკითხს არასერიოზულს უწოდებს, - აღნიშნულის შესახებ მან ბაქოდან "იმედის" ეთერში განაცხადა.

აქციაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულეს (ვიდეო)

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ,,სირცხვილია" მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

მეუფე გრიგოლი: რუსეთის დამპყრობლურ საქმეებს არ აქვს კავშირი მართლმადიდებლობასთან

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მიტროპოლიტის შესაფებით, დღევანდელი შემთხვევა სახელმწიფოებრიობისთვის სამწუხარო ფაქტია.

აქცია სახელწოდებით, "სირცხვილია" თელავის ცენტრში გაიმართა

სამოქალაქო აქტივისტებმა დროშებით, ტრანსფარანტებითა და შეძახილებით ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყეს.

გიგი უგულავა: აქცია არ დაიშლება, სანამ ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური არ გადადგებიან

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას თქმით, აქცია არ დაიშლება, სანამ ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური არ გადადგებიან.

პარლამენტთან დამატებითი საპოლიციო ძალები შეჰყავთ (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის ეზოში პოლიციელთა რაოდენობა გაიზარდა. საკანონმდებლო ორგანოს
შენობის გარდა მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში დამატებითი საპოლიციო ძალები შეჰყავთ.

კარასინი: აღშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების მოქმედებების გამო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი ანტირუსული განწყობების დემონსტრირებისთვის გამოიყენეს.

ფოტო-ამბავი რუსთაველის გამზირიდან

„სირცხვილია“ ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტით გამოწვეული ხმაური უძღოდა წინ.

გურამ ფალავანდიშვილი გაათავისუფლეს

გურამ ფალავანდიშვილი გაათავისუფლეს. „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის საქმეზე სასამართლო სხდომა ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე 5 ივლისამდე გადაიდო.

თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან სტუდენტები იკრიბებიან

თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან 22 საათზე სტუდენტები შეკრებას გეგმავენ, რომლებიც რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსავლასა და რუსეთის პოლიტიკას გააპროტესტებენ.

მერაბ ქვარაია: ოპოზიციის ლიდერები მომხდარის გაბუქებას და პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერები მომხდარის გაბუქებას და მის გამოყენებას პარტიული ინტერესებისთვის ცდილობენ.

ინდუსტრიული ჯგუფის Aigroup-ის განცხადება

Aigroup-ის მიერ ქუთაისში დაგეგმილი ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო გასართობი შოუ და კონცერტი გადაიდო 26 ივნისისთვის.

ფიზიკური დაპირისპირება აქციაზე

საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, ვატო შაქარიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

პარლამენტთან აქციას „გირჩის“ წევრებიც შეუერთდნენ

მანამდე პარტიის თანამოაზრეები საპატრიარქოსთან შეიკრიბნენ და დღევანდელი მოვლენები გააპროტესტეს.


სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა

რუსეთის დელეგაციამ საქართველო დატოვა. სერგეი გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაემგზავრნენ.

საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)

პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. თავდაპირველად სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. თუმცა მოგვიანებით ნება დართეს, რომ მოძრაობა გადაეკეტათ.

წაქცეული ხეები, დაზიანებული სახურავები, შეწყვეტილი ელექტროენერგია - სტიქია სამეგრელოში

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ზუგდიდსა და წალენჯიხაში პრობლემები შექმნა.

პრემიერ-მინისტრი მეუფე კალისტრატეს სამძიმარზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბაგრატის ტაძარში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს სამიძმარზე იმყოფებოდა.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

დღეს, 20 ივნისს მუხიანის აგარაკებზე, გობრონიძის N62-თან ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა.

კალაძე: მძაფრი ემოციების ფონზე, ჩვენი ქვეყნის მტერს სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ

ამ მძაფრი ემოციების ფონზე, ისეც არ უნდა ვქნათ, რომ ჩვენი ქვეყნის მტერს სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა მივცეთ,-განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

კახა კალაძე: რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.