„ნენსკრა ჰიდრო“ ჭუბერში კულტურის სახლისა და სპორტკომპლექსის რეაბილიტაციას განახორციელებს

„ნენსკრა ჰესის“ საპროექტო კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში კულტურის სახლისა და სპორტკომპლექსის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიამ აღნიშნული პროექტის შესრულებაზე ტენდერი გამოაცხადა. საპროექტო ტერიტორია 1100 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სს „ნენსკრა ჰიდრო“ პროექტირების, მშენებლობისა და აღჭურვილობის ხარჯებს სრულად დაფარავს. 

სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, კომპანია 2017 წლიდან ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მთელ რიგ სოციალურ პროექტებს ახორციელებს, რომლებიც რეგიონის მდგრად განვითარებაზეა მიმართული. სოციალური პროექტები ძირითადად პროფესიული განათლების, მცირე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის სფეროებში ხორციელდება.

„სოფელ ჭუბერში, სადაც 1200 ადამიანი ცხოვრობს, ორი საჯარო სკოლაა, თუმცა არცერთ მათგანს არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად. კულტურის განახლებული სახლი და სპორტკომპლექსი ჭუბერის ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, ხელოვნების მათთვის სასურველ დარგს დაეუფლონ და თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. ამგვარად, კომპანია ხელს შეუწყობს ჭუბერის კულტურულ განვითარებას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, - განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 კვტ/სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

 


გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში  მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.

უშგულელების პრობლემების მოსაგვარებლად საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, უშგულელების პრობლემების მოსაგვარებლად საინიციატივო ჯგუფს შექმნიან.

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლში ხანძარი ლოკალიზებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

მეუფე შიო: ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით საქართველოში დიდი აღორძინება დაიწყო

"ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით საქართველოში დიდი აღორძინება დაიწყო",-ამის შესახებ საკვირაო ქადაგებაზე კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ სამების ტაძარში განაცხადა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი: ველოდებით ანგარიშს, თუ რატომ არ გაიხსნა სტამბოლში საარჩევნო უბანი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ამბობს, რომ უცნობია, რატომ არ გაიხსნა “საარჩევნო უბანი“ დღეს სტამბულში, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყველაფერი მზად იყო.

ყვარლის მუციპალიტეტში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

ყვარლის მუციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროm  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული პ.ა. დააკავა.

მულახის თემის მოსახლეობამ უშულისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათით გადაკეტა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის ყველა სოფლის მოსახლეობამ დილიდან უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.

ქუთაისში მე-13 საჯარო სკოლის წინ მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეები მოჭრეს

სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კეთდება ახალი ღობე, რასაც  ხეები შეეწირა.

საგარეჯოში თაღლითობისთვის ნასამართლევი პირი იგივე დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. თაღლითობის ბრალდებით დააკავა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვდრებს განაგრძობს

ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ტეხურაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

სენაკის მდინარე ტეხურაში 24  წლის კაცი დაიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტა და გადაადგილება შესაძლებელია
მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. 

"პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე, მაგრამ არ უნდა რეაგირებდეს სხვის დაგეგმილ პროვოკაციებზე"

"ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი", ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

"ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, რომ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია"

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

კახა კალაძემ მინსკელ კოლეგასთან ერთად, მინსკში ფესტივალი „თბილისობა 2019“ გახსნა

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი სივაკთან ერთად, ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. 

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება.