პარიზის ღვთისმშობლის ტაძარის ისტორია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ფრანგ. Notre Dame de Paris), აგრეთვე ცნობილი როგორც ნოტრ-დამი — გოტიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი შესასვლელით დასავლეთიდან.

ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია (პარიზის ეპარქიის). პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.

პარიზის ნოტრ-დამი ერთ-ერთი პირველი გოტიკური ტაძარი იყო და შენდებოდა მთელი გოთიკური პერიოდის განმავლობაში. მისი სკულპტურები და მოჭიქული მინა ნატურალიზმის ძლიერ გავლენაზე მიუთითებს, აძლევა რა მათ უფრო სეკულარულ ხასიათს, რაც ადრეულ რომანულ ფორმებში ნაკლებად შეინიშნებოდა.

პარიზის ნოტრ-დამი ასევე ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც არკ-ბუტანტები, ე. წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად. თავდაპირველ პროექტში ქორალთან და მთავარ გუმბათთან არკ-ბუტანტების აყვანა გათვალისწინებული არ იყო. თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ კედლები სიმაღლეში სულ უფრო ვიწროვდებოდა და თხელდებოდა და მათზე სიმძიმის ზეწოლის ნიშნები გაჩნდა. ამის გამო საყრდენების დამატება აუცილებელი შეიქმნა დამატებითი რღვევის თავიდან ასაცილებლად. მრავალი წლის განმავლობაში ამ საყრდენებს ხარაჩოებს ამსგავსებდნენ, თითქოს მათი დემონტაჟი მშენებლობის დასრულების შემდეგ დავიწყნოდათ, რაც კათედრალს დაუმთავრებელ იერს აძლევდა.

ისტორია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი კათედრალური ეკლესიაა და აღმართულია კუნძულ სიტეზე, რომელსაც პარიზის შუაგულში ქმნის მდინარე სენის ორი ტოტი. ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1163 წელს. მშენებლობა დაიწყო პატრონიკეთი, რომელიც დამთავრდა 1182 წელს, მთავარი კორპუსი კი - 1196 წელს. დასავლეთის პორტალებიანი ფასადი ძირითადად დამთავრდა 1208 წელს, ცალკეული ნაწილების მშენებლობა კი XIII საუკუნის შუა წლებამდე გაგრძელდა. ძეგლმა მრავალნაირი გადაკეთება განიცადა. განახლდა XIX საუკუნის შუა წლებშიც კი. ძირითადად იგი იგებოდა ლაონის კათედრალის (XII ს.) ნიმუშით, რომელსაც ადრეული გოტიკის განვითარების ისტორიაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს არ აქვს მისი სიმსუბუქე და სინარნარე. ვერც შემდეგი დროის (XIII ს. შუა წლებში) არქიტექტურებმა შეძლეს დაეძლიათ მისი მასიური სიმძიმე, როდესაც მის წინახედს ამთავრებდნენ. როგორც იქნა, ჟან დე შელმა და პიერ დე მონტერიელმა შეძლეს XIII საუკუნის მეორე ნახევარში თავიანთი დროის შესაფერისად მიეღწიათ განივი ნავის ფასადის გოტიკური სიმსუბიქისათვის.

აღწერილობა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს აქვს 130 მეტრი სიგრძე, 50 მეტრი სიგანე და 34 მეტრი სიმაღლე. იგი ხუთნავიანი კათედრალური ტაძარია; მთავარი ნავის კვადრატული უჯრდებით, მასიური სვეტებით და მძიმე კედლებით ჯერ კიდევ რომანულ სტილზეა ჩაფიქრებული; აქვს 37 კაპელა-ეკვდერი და მდიდრულად მოჩუქურთმებული პატრონიკე. დიდებულ ფასადს ამშვენებს სამი შიგნით შეღრმავებული ისრულკამარიანი მთავარკარი, ზემოთ - ოცდარვა სამეფო წალოს - ნიშის მოქარგული და დაკბილული არშია; მის ზემოთ შუაში დატანებულია უზარმაზარი მრგვალი სარკმელი - ვარდული, მარცხნივ და მარჯვნივ ორი სარკმელია; კიდევ უფრო მაღლა, სარკმლების თავზე, არის მაღალი და ნარნარი, სამყურას ფორმის ჩუქურთმებით მორთული კამაროვანი გალერეა, რომლის წვრილ და ფაქიზ სვეტებზე დამყარებულია მძიმე ბაქანი; ბოლოს, ამ ბაქანზე აღმართულია და მთელ ფასადს აგვირგვინებს ორი დაუმთავრებელი, მაღალი, მასიური კოშკი (68 მ). ამ ორ კოშკს შორის დატოვებული სივრცე კიდევ უფრო დიდ შტაბეჭდილებას ახდენს. ხოლო მათ შორის უკან შუაჯვარედინზე აღმართული მოჩანს წვრილი შპილი (წვეტი). პატრონიკე და სიგრძივი ნავი ერთ მთლიანობად არის შეკრული და განივი ნავიც კი ეკლესიის შინამოში არის შეტანილი. ამით ტაძრის შიგნით სივრცე ერთიანი ხდება. ეკვდერები კედლის ბურჯ გოდლედებს (კონტრფორსებს) შორის ხუთნავიან სიგრძივ ნავთან და პატრონიკესთან ერთად ერთ მთლიან მონუმენტს ქმნის. თაღის სივრცის სიმაღლე აღწევს 32.5 მეტრს.

გარდა ამისა, ეს დიადი ქმნილება თვალს აჯადოებს თავისი ურიცხვი ქანდაკებებით, ნაძერწი და ჭედური ჩუქურთმიანი დეტალებით. ყოველივე ერთად შეერთებული კი ქმნის მშვენიერ ანსამბლს.

წყარო: ka.wikipedia.org

რიყეზე დაშავებული ტურისტი გარდაიცვალა

რიყეზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ტურისტი გარდაიცვალა. 

ძიძიგური: ვფიქრობ, რომ გიორგი გახარიას ქმედებები იყო სრულიად ლეგიტიმური, იძულებული გახდა პოლიცია, რომ ძალა გამოეყენებინა"

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა სატელევიზიო ეთერში 20-21 ივნისს, თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

ბახტაძე: გამოძიებული იქნება თითოეული დეტალი, რომელიც ეხება გულწრფელი ემოციით გამოწვეული პროტესტით პროვოცირებას და გარკვეულ შემთხვევებში ძალის შესაძლო გადამეტებას

"გამოძიებული იქნება თითოეული დეტალი, რომელიც ეხება გულწრფელი ემოციით გამოწვეული პროტესტით პროვოცირებას და მეორეს მხრივ იმას, ხომ არ მოხდა გარკვეულ შემთხვევაში ძალის გადამეტება". ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

კახა კალაძე შს მინისტრის გადაწყვეტილებას, პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლის შესახებ, ღირსეულს უწოდებს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ღირსეულ ნაბიჯად შეაფასა.

ნათია თურნავა: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო

ეკონომიკის  მინისტრის განცხადებით, ტურიზმის სექტორთან აქტიური შეხვედრები გაგრძელდება, მათ შორის აჭარაში, სადაც სეზონი უკვე დაწყებულია და ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესს განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროება.

"ბიზნესის დიდი ნაწილის თხოვნაა, სხვა ტურისტულ ბაზრებთან ერთად, შევეცადოთ და შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი"

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე გასაგებია ბიზნესსექტორის წუხილი. 

მამუკა ბახტაძე: ვინც მიდის კონსტიტუციის დარღვევის გზით, მისი ადგილი პოლიტიკური დიალოგის მაგიდასთან არ არის

"უპასუხისმგებლო და მოძალადე ჯგუფისთვის არანაირი ალტერნატივა არ არსებობს, მათთვის მიუღებელია არჩევნები, დემოკრატიული პროცესები",-ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას "იმედს" განუცხადა. 

ბახტაძე: ვწუხვარ იმის გამო, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ განსაკუთრებულ პატივისცემას ქართული მედიის მიმართ

20 ივნისის ღამეს დაშავებულთათვის ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება ეს საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში მკურნალობა თუ საქართველოში საუკეთესო ექიმების და სპეციალისტების ჩამოყვანა, იქნება გარანტირებული ჩვენი მხრიდან.

მამუკა ბახტაძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო

" პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო. - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა

ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეურთდა. 

ზუგდიდის მერია სტიქიით დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას გაუწევს.

არჩილ თალაკვაძე: არავის არ მივცემთ შესაძლებლობას სხვა არაკონსტიტუციური გზებით რაიმე ცვლილებას მიაღწიოს ამ ქვეყანაში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა. 

ბათუმის მერიის ტურისტული სერვისების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ცივი იარაღით დაჭრეს

ბათუმის მერიის ტურისტული სერვისების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ცივი იარაღით დაჭრეს.

ზუგდიდში გიორგი გახარიას გადადგომისა და სხვა მოთხოვნებით მესამე აქცია გაიმართა

ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

“ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელები განცხადებას ავრცელებენ

შპს “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელების განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მაღაროელები გაფიცვის განახლებას გეგმავენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

თბილისში მიმდინარე აქციებს თელაველი ახალგაზრდები უერთდებიან

მათ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მსვლელობა მოაწყეს, რის შემდეგაც პროტესტი უკვე თელავის თეატრთან გაგრძელდა.

რომან გოცირიძისა და აკაკი ზოიძის დაპირისპირება: შენ აქ იჯექი და ელოდებოდი როგორ შემოვარდებოდნენ

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

მეხუთე დღეა რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი პროტესტი გრძელდება. 

ავლაბარში, ლომოურის ქუჩაზე დაზიანებულია სახლები და მანქანები (ფოტოები)

ავლაბარში, ლომოურის ქუჩაზე დაზიანებულია სახლები და მანქანები.

კარლ ჰარცელი: მივესალმებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის განცხადებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს

კარლ ჰარცელის კომენტარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.
 

ისანში კორპუსის მეშვიდე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა

ისანში კორპუსის მეშვიდე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა და დაიღუპა.