ტაქსის მძღოლები ლეიბორისტულ პარტიას გაემიჯნენ

ტაქსის მძღოლები მოუწოდებენ როგორც ლეიბორისტულ, ისე ყველა დანარჩენ პოლიტიკურ პარტიას, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ ტაქსის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები.

ამის შესახებ ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფმა დღეს, 16 აპრილს დიღმის ტყე–პარკში გაკეთებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.


საინიციატივო ჯგუფის ლიდერის ვალერი ქადაგიშვილის თქმით, ტაქსისტებმა გარკვეულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს თბილისის მერიასთან, მათ შორის ტაქსების ფერთან დაკავშირებით.


მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ფერის შეცვლის შემთხვევაში ავტომობილის ტექნიკური პასპორტის აღების ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.


ასევე მიღწეულია შეთანხმება, რომ ტაქსებად დაშვებულ იქნან მარჯვენა საჭიანი ავტომობილები როგორც A, ისე B კატეგორიებში, – განაცხადა ქადაგიშვილმა.


ტაქსის მძღოლები რეგულაციების გადავადებას მოითხოვდნენ, რასაც მერია ფაქტობრივად გამორიცხავს. რამდენიმე დღის წინ, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ ტაქსის რეფორმის გადადება არ იგეგმება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან, გარკვეული კორექტირების შეტანის საკითხი განიხილონ.


ამასთან, დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის რეფორმაზე მუშაობისას, ტაქსის მძღოლების სოციალური მდგომარეობაც გაითვალისწინეს. გარდა ამისა, კალაძის თქმით, მისთვის ცნობილია ტაქსის მძღოლების აქციის პოლიტიკური მოტივების შესახებ.


„ვიცით, ვინ არის ამ აქციის ორგანიზატორი და უნდათ, რომ ტაქსის მძღოლები გამოიყენონ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გვქონდეს კომუნიკაცია ამ ადამიანებთან, მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ რეფორმის განხორციელება როგორც თბილისელებისთვის, ასევე, ტაქსის მძღოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ, წინ ვიყურებით, მომავალს ვუყურებთ. ზოგადად, ტაქსი ქალაქის სახეა, შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, როგორც განვითარებულ, ევროპულ ქალაქებში“, - განაცხადა 11 აპრილს კახა კალაძემ.


სიახლეები მსგავს თემაზე

კახა კალაძემ ტაქსის მძღოლების საინიციატივი ჯგუფთან რეფორმის საკითხები განიხილა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ტაქსის რეფორმის საკითხები განიხილეს.

თეთრი ფირი - ალტერნატივა ტაქსის მძღოლებისთვის გადაღებვის სანაცვლოდ

თბილისის მერია ტაქსის მძღოლებს ავტომანქანების გადაღებვის ალტერნატივად თეთრი ფირის გადაკვრასაც სთავაზობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

16 აპრილს ტაქსის მძღოლები მედიისთვის საგანგებო განცხადებას გააკეთებენ

დიღმის ტყე-პარკში, ახმეტელისა და ლუბლიანას ქუჩების კვეთაზე, მედიისთვის საგანგებო განცხადება გავრცელდება.

კობა კობალაძე: მცდელობა, რომ პანკისის მოსახლეობა, ჩვენი მოძმეები ერთმანეთს დააპირისპირონ, არავის გამოუვა

„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრმა, კობა კობალაძემ, განცხადება გაავრცელა პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:

მალაიზიაში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია გაიმართა

მალაიზიაში, ქ. კუალა-ლუმპურის ლიმკოკვინგის უნივერსიტეტში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 9 აპრილის 30 წლისთავისადმი  მიძღვნილი  საჯარო ლექცია გაიმართა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა დაშავებული პოლიციელები მოინახულეს

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - კახა საბანაძე და მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე პანკისის ხეობაში დაშავებული  პოლიციელების მოსანახულებლად, თელავის სამედიცინო დაწესებულებებში  იმყოფებოდნენ.

ალიკო ცინცაძის წიგნის "ქართული კაბალა" პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (მე-3 კორპუსი), 24 აპრილს, 14:00 საათზე, ასტრო-ენათმეცნიერის, პროფესორ ალიკო ცინცაძის ახალი წიგნის "ქართული კაბალა" პრეზენტაცია-ლექცია ჩატარდება.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი კლინიკაში მოათავსეს- მდგომარეობა მძიმეა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ ე.წ. დეპუტატ ასლან ბჟანიას მოსკოვში მკურნალობის უზრუნველყოფის დავალება ე.წ.საგარეო უწყების ხელმძღვანელს მისცა.

ზუგდიდში დაკავებულის ახლობლები პროკურატურასთან აქციას მართავენ

ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან დაკავებული მირიანე მარკელიას ოჯახის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები რაიონში მასშტაბური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები რაიონში მასშტაბური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.


30-მდე დეველოპერი ერთ სივრცეში - „არეა ექსპო 2019“

„არეა ექსპო 2019“-ში 30-მდე დეველოპერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

ია მეტრეველი: არ მგონია გუშინდელ მოქმედებებს პანკისელების უმეტესობა ემხრობოდეს

ბუტა რობაქიძის დედა, გუშინ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით ექმიანება.

ზელენსკის გამარჯვების შემდეგ, კრემლმა კიევთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი დაინახა

რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების შანსები არსებობს, თუმცა ამისთვის საჭიროა სამართლიანობა, პრაგმატული და პასუხისმგებლიანი მიდგომა.

„ჩერო“, „ზედაზენი“ და Ragnar-ი ბიზნეს დაჯილდოვებაზე საუკეთესოებად აღიარეს

„ქართული ლუდის კომპანია“ ბიზნესის ოსკარად წოდებული Golden Brand -ის არაერთგზის გამარჯვებულია. „ჩერო“, „ზედაზენი“ და Ragnar-ი  წლის ყველაზე დამოუკიდებელ ბიზნეს დაჯილდოვებაზე საუკეთესოებად აღიარეს.

გიორგი ჩიქოვანი: მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას კონსტრუქციული დიალოგისკენ, რადგან ნებისმიერი ჰესის მშენებლობა არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საჭიროება

„როდესაც ვსაუბრობთ  ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რა ხდებოდა უახლოეს წარსულში საქართველოში, როდესაც დამოკიდებულნი ვიყავით სხვა ქვეყნის ენერგორესურსზე".

ნიდერლანდებში 9 აპრილის 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ ლაიდენის უნივერსიტეტის ჰააგის კამპუსის სტუდენტებს საელჩოში უმასპინძლა.

მაია ცქიტიშვილი: ინციდენტის შეფასებისას საჭიროა, გავმიჯნოთ პოლიტიკური და სამართლებრივი შემადგენელი

"ჩვენ ვერ გავაჩერებთ ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებას და ვერც სხვა მიმართულების პროექტებს".

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებშიც აფართოებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებშიც აფართოებს.

116-ე სკოლის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების პასუხი ალიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე

12 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში „116-ე სკოლის დირექტორმა სკოლის რემონტისთვის განკუთვნილი თანხით საკუთარი სახლი გაარემონტა(?!)“ გაჟღერებულ ბრალდებებს ამავე სკოლის ადმინისტრაცია და თანამშრომლები პასუხობენ. 

ოჯახის წევრზე ძალადობისთვის ბრალდებულს 4 წელი მიესაჯა

ოჯახის წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ ძალადობაში და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აშშ-ში თურქეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას არ გამორიცხავენ

ამერიკელი სენატორი-დემოკრატი რობერტ  მენენდესი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონმა ინჯირლიკში მდებარე სამხედრო ბაზა საბერძნეთში გადაიტანოს.

 

მაშველებმა ხევში ჩარჩენილი 2 მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  მეხანძრე-მაშველებმა დაბა წყნეთში, შოთა რუსთაველის ქუჩის მიმდებარე  ტერიტორიაზე არსებულ ხევში ჩარჩენილი ორი მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს.

თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმი იმერეთში ჩატარდა

თიბისის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში მასშტაბური ბიზნესფორუმების სერია გრძელდება. აჭარის შემდეგ თიბისის ბიზნესკლიენტები ამჯერად უკვე იმერეთში შეიკრიბნენ.

მაია ცქიტიშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო პანკისის ხეობის მცხოვრებლებს, ვისაც ძალიან კარგად ესმით რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარება

"რაც პანკისში მოხდა, დამაზიანებელია ყველასთვის. სამწუხაროდ, გარკვეული ძალების მხრიდან სიმშვიდისკენ მოწოდების ნაცვლად ვიხილეთ აგრესიული ქმედებებისთვის გამოცხადებული სოლიდარობა და პარალელური აქციები".