TBC ბანკის ლონდონელმა აქციონერებმა ხაზარაძეს კრედიტის დაბრუნება მოსთხოვეს?!

საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „თიბისი ბანკმა“ სასამართლოს სარჩელით მიმართა და ოფშორულ კომპანიაზე გადამისამართებული ცნობილი 17-მილიონიანი სესხის დაბრუნება მოითხოვა.

როგორც ცნობილია, „თიბისიდან“ ოფშორულ ანგარიშებში გადარიცხული 17 მილიონი დოლარის კანონიერების საკითხს პროკურატურა სწავლობს, ახლა კი თავად „თიბისის“ მსხვილი უცხოელი აქციონერები მიმართავენ სასამართლოს - ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ, რომელსაც ბანკის ტოპ-მენეჯერი პაატა ღაზაძე მართავს, აღნიშნული თანხა ბანკს დაუბრუნოს.


ამყარებს თუ არა ეს ფაქტი გამოძიების არგუმენტაციას, რომლის მიხედვითაც 2007 წელს დიდი ოდენობით თანხა ბანკიდან უკანონოდ გაიტანეს, შემდეგ ოფშორში გადაამისამართეს და „გაათეთრეს“? მოითხოვდნენ თუ არა ბანკის აქციონერები მათი კუთვნილი 17 მილიონის დაბრუნებას, მთავარ პროკურატურას ამ საქმეზე გამოძიება რომ არ დაეწყო? ამ კითხვებს სავარაუდოდ, სასამართლო პროცესზე გაეცემა პასუხი, მანამდე კი შეგახსენებთ, თუ როგორ აღმოჩნდა „თიბისი ბანკის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა ჯერ მამუკა ხაზარაძის პირად ანგარიშზე, შემდეგ კი ოფშორული კომპანიის ანგარიშზე და რომელიც 2017 წლის 3 აპრილს ისე დაიხურა, რომ ბანკისთვის მრავალმილიონიანი ვალი არ დაუბრუნებია, თუ არ ჩავთვლით 2012 წლის ნოემბერში (უკვე ახალი ხელისუფლების დროს) ჩარიცხულ 36 ათას დოლარს.


როგორ აღმოჩნდა საქმეში ოფშორული კომპანია და რეალურად ვინ დგას მის უკან? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოკლედ შეგახსენებთ, რომ 2007 წელს კომპანია „სამგორმა“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით „თიბისი ბანკიდან“ ისესხა თანხა, რომელიც იმავე დღეს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასესხა.


ხაზარაძე–ჯაფარიძეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვალი არ დაუბრუნებიათ, ანალოგიურად არც „სამგორს“ დაუფარავს ბანკიდან აღებული მრავალმილიონიანი და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არაუზრუნველყოფილი სესხი.


2012 წელს „სამგორსა“ და ოფშორში რეგისტრირებულ კომპანია „Martello group“-ს შორის ფორმდება ორი ხელშეკრულება: ერთი ხელშეკრულების თანახმად, „სამგორი“ „Martello group“–ს უთმობს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ არსებულ სასესხო მოთხოვნას, მეორე ხელშეკრულებით კი, „თიბისიში“ არსებულ მის სასესხო ვალდბულებას.


ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მამუკა ხაზარაძის 17-მილიონიანი ვალი მთლიანად ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ გადაიბარა, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებამდე ორი თვით ადრე, კუნძულ სენტ-კიტსსა და ნევისზე დარეგისტრირდა და როგორც უკვე გითხარით, ისე დაიხურა, რომ „თიბისიში“ არსებული მრავალმილიონიანი სესხი არ გადაუხდია. ამ მაქინაციის მთავარი სამხილი საკუთრივ ტრანზაქციის თარიღში იმალება, 2012 წლის 29 სექტემბერს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, უქმე დღეს ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. საყოფაცხოვრებო ენაზე, ამას კვალის წაშლის დროს ფაცხაფუცხში დაშვებული შეცდომა ჰქვია, უკანა რიცხვით რომ ათეთრებ სქემას, მაგრამ აწი გვიანია თითზე კბენანი...


სწორედ ამ საეჭვო ტრანზაქციების ფაქტზე დაიწყო გამოძიება საქაქრთველოს პროკურატურამ  და ფულის გათეთრების ნიშნები დაინახა მასში. საქართველოს პროკურატურა ერთადერთი არ იყო, ვინც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ამ უკიდურესად საეჭვო ტრანზაქციის შესამოწმებლად მოიხმო - პირველ რიგში ეს ეროვნული ბანკი იყო, რომელმაც „თიბისი ბანკს“ ჯერ მილიონიანი ჯარიმა დააკისრა, შემდეგ კი ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემის მმართველობიდან ჩამოშორება მოსთხოვა. ბევრი ეცადა მამუკა ხაზარაძე, ეროვნული ბანკი ზეწოლაში დაედანაშაულებინა, მაგრამ როგორც ჩანს, მას მერე, რაც ბრიტანელი აქციონერები საქმეში გაერკვნენ და დარწმუნდნენ ეროვნული ბანკის და პროკურატურის პრეტენზიების ლეგიტიმურობაში, მიიღეს გადაწყვეტილება - აღიარონ დარღვევა, გადაიხადონ ჯარიმა, მმართველობიდან გაიყვანონ ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტი და რაც მთავარია, დააბრუნებინონ მათ აქციონერებისთვის და მეანაბრეებისთვის მოპარული 17 მილიონი. ამ გადაწყვეტილების პირველი სამი პუნქტი ჩვენს თვალწინ აღსრულდა და „თიბისიმ“ ეროვნულ ბანკთან დავა დახურულად გამოაცხადა, რაც მომენტალურად აისახა ბანკის აქციების უპრეცედენტო 33%-იან ზრდაზე - თითქოს ბალასტი მოიცილა ბანკმაო, ისე „გაფრინდა“ მისი აქციები ხაზარაძე-ჯაფარიძის მმართველობიდან ჩამოცილების შემდეგ. რაც შეეხება მეოთხე, ყველაზე სკანდალურ პუნქტს, ბოლო კაპიკამდე  დააბრუნებინონ ხაზარაძეს წერეთლის მეშვეობით გატანილი კრედიტი, ეს სარჩელის აღძვრის შემდეგ გახდა ცნობილი - ჩვენი ინფორმაციით, ოფშორული კომპანიისგან სესხის ამოღების დავალება ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ლონდონში, უშუალოდ მაჟორიტარი აქციონერებისგან მიიღო. 


ეკონომისტების ნაწილს სასამართლოსადმი მიმართვის ფაქტი უმყარებს ეჭვს, რომ ეს თანხა თავის დროზე უკანონო მაქინაციით აღმოჩნდა მამუკა ხაზარაძის ხელში და გამოძიება რომ არ დაწყებულიყო, შერჩებოდა კიდეც. ეტყობა, ახლა ფულის დაბრუნება გადაწყვიტეს, რათა „ქმედითი მონანიება“ შეაჩეჩონ არგუმენტად მათ კისერზე დაკიდებულ მართლმსაჯულების მახვილს...


ჩვენ სასამართლოსადმი მიმართვის შესახებ ინფორმაციის დადასტურება ვითხოვეთ „თიბისი ბანკის“ პრესსამსახურში, თუმცა მათ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, ეს ფაქტი არც უარყვეს და არც დაადასტურეს.

წყარო: reportiori.ge

ქართველი მორაგბეები რუმინეთის ჩემპიონები გახდნენ

ორი ქართველი მორაგბე ხვიჩა ჯგერენაია და ნაკრების მოთამაშე ბიძინა სამხარაძე რუმინეთის ჩემპიონები გახდნენ. 

კობახიძე: დიასპორასთან კავშირების განვითარება განსაზღვრულია, როგორც კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

სალომე ზურაბიშვილი - დიასპორა საქართველოს ძალა და მნიშვნელოვანი კაპიტალია

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული დიასპორას დიასპორის ყოველწლიურ ფორუმზე მიმართა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იმართება.

2019 წლის ნიუქამერი ცნობილია

21 ივნისს Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე ფესტივალის ჰედლაინერის, Franz Ferdinand-ის დღეს, ჯგუფი Four Dimensional Monster Lobsters დაუკრავს.

ირაკლი კობახიძე: ახალ თაობებზე ზრუნვა განსაკუთრებული პრიორიტეტია და ჩვენი ხელისუფლება შესაბამისად მოქმედებს

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა VIII კონგრესში მიიღო მონაწილეობა.

მცხეთის წყალმა ქალაქ მცხეთაში, წმინდა ნინოს ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი განაახლა

კომპანია მცხეთის წყალმა ქალაქ მცხეთაში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, 200 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი განაახლა და წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

რუსეთში ტაქსის უცხოურ კომპანიებს საქმიანობა აეკრძალათ

ტაქსის უცხოური კომპანიები რუსეთში საქმიანობას ვეღარ განაგრძობენ. შესაბამისი საკონონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცეს.

ჯივიპი გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემას ანახლებს

 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი - გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

ეკა ბესელია ახალ პარტიას აფუძნებს

პარლამენტარი ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას "სამართლიანობას"აფუძნებს.

პროექტის მართვის ინსტიტუტი (PMI) საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენლობას ხსნის

პროექტის მართვის ინსტიტუტის (PMI) საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალური გახსნის ცერემონია 28 მაისს, 16 საათზე, სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" გაიმართება.

რუსმა პოლიტიკოსმა ჟურნალისტის კითხვას მოგვერდით უპასუხა

ხაკასეთის რაიონის თავმჯდომარე სერგეი ზაიცევი, რუსეთის ტელეარხის „როსიას“ კორესპონდენტს ივან ლიტომინს თავს დაესხა. საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარის მოკვლევა დაიწყო.

ლადო კახაძე საქართველოს პირველ არხზე შალვა შავგულიძესთან დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

მთაწმინდის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საქართველოს პირველ არხზე შალვა შავგულიძესთან დებატებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოში უახლოეს დღეებში წვიმაა მოსალოდნელი

საქართველოს ზოგიერთ რაიონში 31 მაისის ჩათვლით ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს.

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის ჯილდოს მიღების თაობაზე განაცხადა. 

ბიძინა ივანიშვილი - განათლებას და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 8 და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები  ე.გ და ე.რ დამნაშავეებად ცნო.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ხვალ, 28 მაისს, კომპანია თელასის მიერ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, წავკისის დასახლებაში მდებარე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სატუმბო სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

ლიეტუვის ახალი პრეზიდენტი კრემლთან რიტორიკას შეარბილებს

ლიეტუვაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად გამარჯვება ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ მოიპოვა, მან ხმების 66,72% მიიღო.

რუსთავში ჯარისკაცებმა 2 ბავშვი გადაარჩინეს(ვიდეო)

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე სამმა სამხედრო მომსახურემ, ხანძრის დროს, 2 მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

26 მაისს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირები გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ, სადაც კომპანიის მხრიდან მაღაროელებისთვის შეთავაზებული იყო შემდეგი წინადადებები: