ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს ტოვებს

ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს გადადგომის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მარტში მიმართა. თანამდებობიდან კი მიმდინარე წლის პირველ მაისს წავა.

ლაშა ჟვანია პოსტს ფოტოსაც ურთავს და წერს, რომ ის მუშაობას საპატრიარქოში გააგრძელებს.


,,ამ ფოტოზე ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ორი ძვირფასი ადამიანია აღბეჭდილი. შუაში, - ჯვარი გოლგოთაგამოვლილი, ღვთისმშობელი, სვეტიცხოველი და საქართველოსთვის წამებული და გაბრწყინებული ჩვენი ერის შვილები. ფოტო საპრეზიდენტო არჩევნების წინა ღამეს არის გადაღებული. არ ვიცოდი, თუ მეორე დღეს პრეზიდენტი მის უწმიდესობას სთხოვდა, რომ მე მეხელმძღვანელა მისი ადმინისტრაციისთვის.


რთული პერიოდი გავიარე ქვეყნის მეთაურთან ერთად; ახალი კონსტიტუციით განსაზღვრული პრეზიდენტის უფლებამოსილებებისა და საქმიანობის კალაპოტში ჩასმა, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან და მთლიანად, საზოგადოებასთან ურთიერთობების საფუძველის მოწყობა. ყველაზე მტკივნეული ჩემთვის რეორგანიზაცია და კადრების შემცირება იყო. ახლაც ვფიქრობ ზოგიერთ ძვირფას მოხელეზე, რომლებიც ადმინისტრაციამ დაკარგა... პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტები და უმაღლესი დონის შეხვედრები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის რეალური დამცავი ფარია, ჩემთვის ჩვეული და სასიამოვნო გამოწვევა იყო. ყველა ვიზიტის დროს სახელმწიფო მეთაური აჟღერებდა იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტისთვის სისხლნარევი ცრემლით ლოცულობს ჩვენი ქვეყნის მუხლჩაუხრელი სულიერი მამა.


ამ ფოტოზე ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი სიმბოლოა. ყველა ერთობით შეკრული ერთისთვის - მრავალჭირნახული ჩვენი სამშობლოსა და საზოგადოების უკეთესი მომავლისათვის.


ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა საიდან ვემსახურები ჩემს ქვეყანას, მაგრამ სჯობს იქედან, სადაც საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს. მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს - მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო 1 მაისია. 


ჩემს მეგობრებს კარგად გახსოვთ, რომ პრეზიდენტმა მიმართა კათოლიკოს-პატრიარქს, რომ მე გადავსულიყავი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამ წერილს დავურთე ჩემი "განცხადებისმაგიერი" ღია მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი. 


მისმა უწმიდესობამ დააკმაყოფილა პრეზიდენტის მიმართვა - გადავსულიყავი ადმინისტრაციაში, მაგრამ არ დააკმაყოფილა ჩემი განცხადება პატრიარქის ფონდიდან გათავისუფლების შესახებ.


ახლა, პირველი მაისიდან მე ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვაგრძელებ მუშაობას ჩემს ტკბილ და ბრძენ პატრიარქთან. 


ახალი დავალებაც გვაქვს - ფონდი ორიენტირებული იქნება რეგიონებში, საპატრიარქოს მონასტრებთან მეწარმეობის განვითარებაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე, სწავლებაზე, მომზადებასა და ხელშეწყობაზე. კონკრეტულ პროგრამას წარვუდგენთ ფონდის მმართველ საბჭოს.


მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის ამ მაღალი და დიდი პასუხისმგებლობის მონდობისთვის. როგორც ადრე, არც მომავალში, ჩემი ეკლესიის ტკბილ მეთაურთან მუშაობის დროს, დავიშურებ ჩემს სიყვარულით სავსე, მართალ სიტყვას და თავდადებას ჩემი სახელმწიფოს მეთაურის მიმართ.


დიდი სოლომონ ბრძენის, ღვთისგან თავმდაბლად თხოვნის შედეგად მიღებულ გონიერ გულს გისურვებთ ყოველ გადაწყვეტილებასა და ქმედებაში მრავალგზის ცილწამებულო, მაგრამ ქვეყნისთვის ყველა დაბრკოლებაზე მაღლა მდგომო პრეზიდენტო, რათა გაარჩიოთ კეთილი და ბოროტი, მართალი და ტყუილი და თქვენი სახელმწიფოს მეთაურობით, ოთხი დღის უიმედოდ დატირებული ლაზარესავით აღდგეს საქართველოს დიდება და ჩვენი საზოგადოების თითოულმა წევრმა იგრძნოს სიკეთე პირველი ქალი პრეზიდენტის მეთაურობის, რათა ისრაელის კიდევ ერთი წმიდა დიდი მეფე დავითის დარად ერთსულვნად, თქვენი თაოსნობით გვეთქვას - "უფალი მეფობს"!


ეს ფოტო კი დარჩება ისტორიას, მასზე მე არ ვჩანვარ, მაგრამ იქ ვიჯექი... პრეზიდენტის მხარეს, მარცხნივ... მომავალშიც იქნება ასეთი ფოტოები, მე იქაც არ გამოვჩნდები, მაგრამ, მიგულისხმეთ, იქ ვიჯდები... ოღონდ მარჯვნივ, პატრიარქის მხარეს... რა მნიშვნელობა აქვს... შუაში კვლავ ძელი ცხოველი, საქართველოსავით გოლგოთაგამოვლილი ჯვარი, ებრაელი სიდონია, ღვთის წინაშე შიშით, პატივისცემით და ძრწოლით მდგარი ქართველი ხელისუფალნი, დედა ღვთისმშობელი და საქართველოში გაბრწყინებული თავდადებული ადამიანები არიან თავმოყრილი...


4 დღის ლაზარეს აღდგინების დღეს გილოცავთ, ჩემო მეგობრებო. ბზობის "ოსანას და დიდების" შემდეგ ყოველთვის გოლგოთაა, რასაც უპირობოდ, აღდგომა და ამაღლება ახლავს!", - წერს ლაშა ჟვანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად 2018 წლის 18 დეკემბერს დაინიშნა.


ქართველი მორაგბეები რუმინეთის ჩემპიონები გახდნენ

ორი ქართველი მორაგბე ხვიჩა ჯგერენაია და ნაკრების მოთამაშე ბიძინა სამხარაძე რუმინეთის ჩემპიონები გახდნენ. 

კობახიძე: დიასპორასთან კავშირების განვითარება განსაზღვრულია, როგორც კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

სალომე ზურაბიშვილი - დიასპორა საქართველოს ძალა და მნიშვნელოვანი კაპიტალია

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული დიასპორას დიასპორის ყოველწლიურ ფორუმზე მიმართა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იმართება.

2019 წლის ნიუქამერი ცნობილია

21 ივნისს Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე ფესტივალის ჰედლაინერის, Franz Ferdinand-ის დღეს, ჯგუფი Four Dimensional Monster Lobsters დაუკრავს.

ირაკლი კობახიძე: ახალ თაობებზე ზრუნვა განსაკუთრებული პრიორიტეტია და ჩვენი ხელისუფლება შესაბამისად მოქმედებს

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა VIII კონგრესში მიიღო მონაწილეობა.

მცხეთის წყალმა ქალაქ მცხეთაში, წმინდა ნინოს ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი განაახლა

კომპანია მცხეთის წყალმა ქალაქ მცხეთაში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, 200 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი განაახლა და წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

რუსეთში ტაქსის უცხოურ კომპანიებს საქმიანობა აეკრძალათ

ტაქსის უცხოური კომპანიები რუსეთში საქმიანობას ვეღარ განაგრძობენ. შესაბამისი საკონონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცეს.

ჯივიპი გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემას ანახლებს

 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი - გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

ეკა ბესელია ახალ პარტიას აფუძნებს

პარლამენტარი ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას "სამართლიანობას"აფუძნებს.

პროექტის მართვის ინსტიტუტი (PMI) საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენლობას ხსნის

პროექტის მართვის ინსტიტუტის (PMI) საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალური გახსნის ცერემონია 28 მაისს, 16 საათზე, სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" გაიმართება.

რუსმა პოლიტიკოსმა ჟურნალისტის კითხვას მოგვერდით უპასუხა

ხაკასეთის რაიონის თავმჯდომარე სერგეი ზაიცევი, რუსეთის ტელეარხის „როსიას“ კორესპონდენტს ივან ლიტომინს თავს დაესხა. საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარის მოკვლევა დაიწყო.

ლადო კახაძე საქართველოს პირველ არხზე შალვა შავგულიძესთან დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

მთაწმინდის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საქართველოს პირველ არხზე შალვა შავგულიძესთან დებატებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოში უახლოეს დღეებში წვიმაა მოსალოდნელი

საქართველოს ზოგიერთ რაიონში 31 მაისის ჩათვლით ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს.

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის ჯილდოს მიღების თაობაზე განაცხადა. 

ბიძინა ივანიშვილი - განათლებას და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 8 და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები  ე.გ და ე.რ დამნაშავეებად ცნო.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ხვალ, 28 მაისს, კომპანია თელასის მიერ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, წავკისის დასახლებაში მდებარე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სატუმბო სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

ლიეტუვის ახალი პრეზიდენტი კრემლთან რიტორიკას შეარბილებს

ლიეტუვაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად გამარჯვება ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ მოიპოვა, მან ხმების 66,72% მიიღო.

რუსთავში ჯარისკაცებმა 2 ბავშვი გადაარჩინეს(ვიდეო)

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე სამმა სამხედრო მომსახურემ, ხანძრის დროს, 2 მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

26 მაისს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირები გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ, სადაც კომპანიის მხრიდან მაღაროელებისთვის შეთავაზებული იყო შემდეგი წინადადებები: