ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ქართული საექსპორტო პოტენციალის განხილვა გაიმართა

ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ქართული საექსპორტო პოტენციალის განხილვა გაიმართა.

 

სასტუმრო „რედისონში“ მორიგი შეხვედრა გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში შექმნილი სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს (TAG) წევრებთან, რომელიც სხვადასხვა ბიზნესასოციაციებს აერთიანებს. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და USAID/GEORGIA პროექტი "მმართველობა განვითარებისათვის" (G4G) მხარდაჭერით ჩატარდა და მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე უძღვებოდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

 კერძო სექტორთან შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ქართული საექსპორტო პოტენციალის გამოვლენისა და მათი ამ ქვეყნების ბაზრებზე ექსპორტირების ხელშეწყობის საკითხებია. ამასთან, კერძო სექტორის მხრიდან დასმული საკითხები ეხება ამ ქვეყნებთან ვაჭრობისას არსებულ არასატარიფო ბარიერებს. „ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებს ვისთანაც ვაფორმებთ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ იმ კუთხით, რომ აღნიშნულ ქვეყნებთან უფრო მეტად გაძლიერდეს ვაჭრობა და ხელი შეეწყოს ქართული პროდუქციის ექსპორტის დივესიფიცირებას და სტრუქტურის გაუმჯობესებას“ - აღნიშნა გენადი არველაძემ სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქცია ერთ კონკრეტულ ბაზარზე არ იყოს მიბმული და მოხდეს ექსპორტის დივერსიფიცირება.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების თანახმად არის მზაობა, რომ მოხდეს იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, სადაც საქართველო კონკურენტუნარიანია, რის შემდგომაც ევროკავშირი დაგვეხმარება იმ ტექნიკური და სავაჭრო ბარიერების დაძლევაში, რომლებიც ხელს უშლის ჩვენი პროდუქტის გადაადგილებას აღნიშნულ ბაზარზე. მისი განცხადებით, ასევე ჩინეთის კომერციის სამინისტროა დაინტერესებული, რომ მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდეს გასულ წელს ძალაში შესულ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, GIZ-თან ერთად, მათი ექსპერტების ჩართულობით უკვე მოხდა რამდენიმე სექტორის იდენტიფიცირება. „მოვახდინეთ გარკვეული სექტორების იდენტიფიცირება, სადაც ვფიქრობთ, რომ ღირებულებათა ჯაჭვში შესაძლებელია ევროკავშირის მიმართულებით ჩართვა. ასეთი 3 სექტორი იქნა იდენტიფიცირებული: ეს არის ავეჯის და მსუბუქი მრეწველობის სექტორები, ასევე აისითი სექტორი“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.



საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარს დელიმიტაციის კომისიების ექსპერტები ერთობლივად აზომავენ

როგორც "პირველს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში.

მასწავლებლებისთვის ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღება 20 აგვისტოს დასრულდება

მიმდინარეობს საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პროცესი ფულად ჯილდოზე, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

ზუგდიდში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

მითი რუსეთ-თურქეთის დაახლოების შესახებ მითადვე დარჩა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთ-თურქეთის დაახლოებას პერსპექტივა არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედთავმჯდომარესთან განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღდა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის
საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით გრაფიტის ფესტივალი გაიმართება

ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე კედელი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარეობს, გრაფიტებით მოიხატება. ნახატები თეატრთან და მაღაროელებთან ასოცირებულ თემატიკაზე შეიქმნება.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსევს ისრაელსა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ორმხრივითანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა.

უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტვუაში ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 22 აგვისტოს ლიეტვუას რესპუბლიკას ეწვევა.

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარის მოვლენებზე : ეს უნდა დასრულდეს

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონოდ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს ეხმაურება. 

ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

ჰოლივუდთან ახალ პროექტებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

"აწარმოე საქართველოშის" დირექტორი, მიხეილ ხადურელი თბილისში "ფორსაჟი 9"-ის გადაღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულ ფაქტს "ჰოლივუდის მიერ საქართველოსთვის მწვანე შუქის ანთებად" აფასებს.

მიხეილ ხიდურელი: ვულოცავ ყველას! ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი სოციალურ ქსელში საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების მნიშვნელობაზე საუბრობს.

ბიძინა გეგიძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაბარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, ძირი გამოუთხარონ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში"

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის პროვოკაციული ქმედებებით ხდება ოკუპაციის ხელშეწყობა და ეს ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე

მაშველებმა შავ ზღვაზე 6 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით მაშველებმა დღეს დილიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე ზღვაში დაიხრჩო

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის სანაპიროზე რუსეთის მოქალაქე, 32 წლის ქალი დაიხრჩო. 

თბილისის მერია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში უფასოდ დაატრენინგებს

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი "ღამის ლაბორატორიის" ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, ბიზნეს აქსელერატორ "სპარკთან" ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს უფასო ტრენინგების სერიას ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ცეცხლი ბუჩქნარს და ეკალ-ბარდს გაუჩნდა.