"პოლიციას ვერავინ ვერასდროს შეუზღუდავს არეალებს, დილას ადგილობრივებმა აქ პირველი წინააღმდეგობა გაუწიეს 35 პოლიციელს"

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

გიორგი გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერავინ ვერასდროს შეუზღუდავს
არეალებს, სამინისტრო როდესაც ჩათვლის საჭიროდ, რომ მის თანამშრომლებსა და საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს პანკისის ხეობაში დგას, იცავს ყველას, მათ შორის სოფელ ბირკიანის მოსახლეობის ინტერესსაც.

მინისტრის თქმით, პანკისის ხეობაში დამატებითი ძალების შეყვანა მოხდა მაშინ, როდესაც დილას ადგილობრივები 35 ფორმიან პოლიციელს დაუპირისპირდნენ. შემდგომ სიტუაცია დარეგულირდა დაიწყო მოლაპარაკებები და ამ მოვლენების პარალელურად კი კონფლიქტი გამწვავდა და უკვე მწვავე ფაზაში შევიდა.

"შსს-ს ოფიციალურად მიმართა ეკონომიკის სამინისტრომ, რომ აქ იწყებოდა გარკვეული სამუშაოები და უსაფრთოხების დაცვის მიზნით, ითხოვეს მათი მხარდაჭერა. ამიტომ დილით, როდესაც მშენებლები აქ ამოვიდნენ, მათ ამოჰყვათ 35 პოლიციელი. მას შემდეგ, რაც მოხდა მათზე თავდასხმა და დაუშინეს ქვები, რა თქმა უნდა, სამინისტრო იყო იძულებული, მოეხდინა ძალების მობილიზება. დამატებითი ძალების მობილიზების აუცილებლობა იყო იმიტომ, რომ შსს ვალდებულია ყველგან, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ვერავინ ვერასდროს შსს-ს ვერ შეუზღუდავს არეალებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო როდესაც ჩათვლის საჭიროდ, რომ მის თანამშრომლებსა და საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, იმოქმედებს
ისე, როგორც საჭიროა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


„ჯორჯიან მანგანეზის" ხელშეწყობით, სოფელ რგანში სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა.

ოკუპირებული აფხაზეთის ჯარის მოდერნიზებას რუსეთი დააფინანსებს

რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას დააფინანსებს.

ნათია თურნავა და თორნიკე რიჟვაძე მცირე სასტუმროების მფლობელებს მთავრობის ახალ ინიციატივას აცნობენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მცირე სასტუმროებს მფლობელებს ხვდებიან.

26 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის და ოქროყანას მაცხოვრებლებს.

 

შსს სუჯუნაში აკაკი ხოშტარიას საუკუნოვან სასახლეში ბარელიეფის დაზიანების საქმეს იძიებს

აბაშაში, სოფელ სუჯუნაში 104 წლის წინ ბიზნესმენ აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული სასახლის ბარელიეფის შეცვლის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 259² პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

 

ლარის ახალი კურსი

23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9279 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.57 თეთრი შეადგინა.
 

სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.

 

რეკომენდაციები მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით, საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს.

ტერაქტი ისრაელში. არის მსხვერპლი

ისრაელში დასახლება დოლევთან მომხდარი ტერაქტის შედეგად 17 წლის გოგო დაიღუპა, მისი ძმა და მამა მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

„BK Construction“-მა ჩაფხუტების დღის აღსანიშნავი კამპანია დაიწყო

„გაიაზრე, თუ რას გთხოვ, მოისმინონ ყურებმა, იმუშავეთ უსაფრთხოდ, ჩაფხუტდახურულებმა“, „ჯანმრთელობაა სათუთი, გთხოვ, დაიხუროთ ჩაფხუტი“ - თბილისის ცენტრალური ქუჩების ტროტუარებზე დღეს დილით ეს და სხვა მსგავსი შინაარსის სტენსილები გამოჩნდა.

საერთაშორისო ორგანიზაცია „ტრანსფერენსი ინთერნეიშენალს“ თანამშრომლების ბულინგსა და შევიწროებაში ადანაშაულებენ

საერთაშორისო ორგანიზაცია „ტრანსფერენსი ინთერნეიშენალს“ თანამშრომლების ბულინგსა და შევიწროებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს.

მესტიაში ახალგაზრდული ცენტრის მოაჯირები დაწვეს

მესტიაში ახალგაზრდულ ცენტრ „ბეთქილის“ შენობას მოაჯირები მოარღვიეს და დაწვეს.

პუტინმა აშშ–ის მიერ სარაკეტო გამოცდაზე პასუხის მომზადების განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების შესახებ შეთანხმებიდან აშშ–ის გასვლის შემდეგ მოსკოვი საკუთარ უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს.

მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყოფებოდა.

ბერიკა შუკაკიძე: კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა

პარტია "თავისუფალი საქართველოს"   თავმჯდომარის, კახა კუკავას  ბრალდებას მასწავლებელთა შემცირების თაობაზე, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს.

23-24 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს  

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. 

საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი. 

შსს-მ ერთ-ერთ ღამის კლუბში მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ქურდობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს.

დავით ზალკალიანი: აღნიშნული ვიზიტით საქართველოსა და ბელორუსს შორის ურთიერთობები თვისობრივად ახალ დონეზე გადავა 

„ბელორუსი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა“.

ანაკლიაში, ფესტივალის დასრულებამდე, სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და 1 რეანიმობილი განთავსდა

ჯანდაცვის  სამინისტრომ ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის  1 რეანიმობილი  განათავსა.

ანდრეიჩენკომ და ბახტაძემ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა.