ლევან ჭოტორლიშვილი: ახლა, როცა დათო მაღრაძემ თავისი ნამდვილი სახე გვიჩვენა, დავინახეთ, რომ ის არასოდეს ყოფილა ერთ აზრზე ივანიშვილთან

ახლა, როცა დათო მაღრაძემ თავისი ნამდვილი სახე გვიჩვენა, დავინახეთ, რომ ის არასოდეს ყოფილა ერთ აზრზე ივანიშვილთან, არც მაშინ, როდესაც იატაკქვეშეთში „ებრძოდა“ საკაშვილის რეჟიმს და არც მაშინ, როცა იმ რეჟიმისთვის ჰიმნებს წერდა.

„ღირსება გვკარნახობს როგორ დავაღწიოთ თავი შურისძიების გრძნობას, ავიღოთ პაუზა და არ გადავდგათ ნაბიჯი რომელსაც მერე ვინანებთ“ - ლევან ჭოტორლიშვილი ბლოგს აქვეყნებს სათაურით „პოეტური გულნამცეცობა“.


ერთ ინტერვიუში რეზო თაბუკაშვილმა თქვა, ეროვნული მადლიერების მუზეუმი უნდა გავხსნათო. მე მგონი ასეთი მუზეუმი ნამდვილად სჭირდება უმადურობის სენით შეპყრობილ ადამიანებს. სამწუხაროდ ქართველი ხშირად სულმოკლეობას ამჟღავნებს, შეიძლება უმნიშვნელო რამეზე გაბრაზდეს (მაგალითად იმაზე რომ საპარლამენტო სიის ნაცვლად საკრებულოში გაიყვანე და დაგივიწყოს ის თუ როგორ გადაარჩინე წამებით სიკვდილს). მაგრამ შენ, რომელსაც პოეტობაზე გაქვს პრეტენზია, როგორ შეიძლება ემოციების გავლენის ქვეშ მყოფმა ხაზი გადაუსვა ყველაფერს? მართალია ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ბევრს უჩნდება სუბიექტური შეგრძნება რომ საკმარისად არ დააფასეს, მაგრამ ღირსება გვკარნახობს როგორ დავაღწიოთ თავი შურისძიების გრძნობას, ავიღოთ პაუზა და არ გადავდგათ ნაბიჯი რომელსაც მერე ვინანებთ.


საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, როცა ჯერ კიდევ ვერავინ ამჩნევდა, რომ მურუსიძე გადაცმული მეფისტოფელია, დავით მაღრაძემ განაცხადა: ხალხმა მოახდინა თვითორგანიზება, ამ წიაღიდან აღმოცენდება ბევრი რამე, რაზეც წინასწარ არ მინდა ვილაპარაკო და რაც ძალიან მალე გამოაშკარავდებაო. ეს არ არის წინასაარჩევნო მოძრაობა. ეს ვნება სახლში არ შებრუნდება. კიდევ ორი წელი გვაქვს, საპარლამენტო არჩევნებამდე ყველაფერს გაიგებთ და ძალიან მძაფრი ლაპარაკი გვექნება 2020-მდეო.


მეტი რა უნდა ეთქვა? აუდიტორიას მოწყურებულმა დეკლასირებულმა არისტოკრატმა დაინახა ივანიშვილის ათასობით მომხრე, რომლებიც დარბაზებს და მოედნებს ავსებდნენ მიშას მეორედ მოსვლის შიშით. ჯერ თამადად დაინიშნა თავი, მერე დაიჯერა, რომ მასპინძელიც თვითონაა და ახლა დააპირა, რომ თავის უტოპიაში ის ხალხიც დააჯეროს. უკვე მაშინ, მაღრაძეს პოლიტიკურ ოპოზიციაში გადასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა. საჭირო იყო მხოლოდ ფული და საბაბი. ფულის წყარო გახდა ეკა ბესელია, ხოლო საბაბი – მურუსიძე.


აი, ასე პროზაულად – ღალატით „გაცოცხლდა“ ყველასგან დავიწყებული „დაიცავი საქართველო“. ამ ღალატს დღეს ბევრი არქმევს „სქიზმას“, რაც პრინციპულად არასწორია, რადგან ეს ტერმინი აღნიშნავს განხეთქილებას, ერთ აზრზე მდგომთა გუნდიდან განდგომას. ახლა, როცა დათო მაღრაძემ თავისი ნამდვილი სახე გვიჩვენა, დავინახეთ, რომ ის არასოდეს ყოფილა ერთ აზრზე ივანიშვილთან, არც მაშინ, როდესაც იატაკქვეშეთში „ებრძოდა“ საკაშვილის რეჟიმს და არც მაშინ, როცა იმ რეჟიმისთვის ჰიმნებს წერდა.


ჩვენთვის ივანიშვილს ბრძოლა არ უსწავლებიაო – სიამაყით ამბობდა წაგებული ბრძოლების გმირი. ნეტა ესწავლებინა ბიძინას ნამდვილი ბრძოლა იმპოტენტი „ოპოზიციისთვის“, მაშინ ხომ არ დავაქცევინებდით მიშას ამ ქვეყანას და წაგებული ომის მერე მაინც არ გამოვუცხადებდით მორატორიუმს პოლიტიკურ წინააღმდეგობაზე. აი აქ დგება ზნეობრივი პრობლემა მის „შემოქმედებაში“. მაღრაძე აცხადებს: „ქართული ოცნების“ მართვის ფორმა მიუღებელი გახდა… სადაც ზნეობა დაფასებული არ არის და უზნეობაა წაქეზებული“.


ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის მორალური ზღვარი წაიშალაო. პოეტმა ჯერ ტოლობის ნიშანი დასვა მიშასა და ბიძინას შორის და მერე, საზოგადოებისგან ალიყური როცა მიიღო, ინამუსა და თქვა – მოქალაქე ივანიშვილს გარკვეული დამსახურებები მიუძღვისო, მაგრამ ბოღმას მიანც ვერ მოერია და ისევ ზნეობაზე აპელირებით განაცხადა, უსაფრთხო ნაპირიდან მომზირალი ბიძინა ჩემ გმირულ, თუნდაც წარუმატებელ, ბრძოლას არ აღიარებსო.


ახლა ხომ რეტროსპექტიულად დავინახეთ, რომ ყველა მისი ბრძოლა იყო საკუთარი თავისთვის, სადაც ღირსება მხოლოდ პოზა იყო და მისი წითელი ხაზი არასოდეს ყოფილა ზნეობა – არც მაშინ, როცა შევარდნაძეს გადაუდგა, არც მაშინ, როდესაც შევარდნაძის მინისტრი იყო და არც მაშინ, როცა ჯაბა იოსელიანს პანეგირიკს უძღვნიდა და “ინტელიგენციაში ფულს აგროვებდა შეიარაღებული ამბოხისთვის” (ჯაბასვე ციტატა).


სად წაიშალა მორალური ზღვარი მასსა და ქართველი მწერლების „ფრანკფურტულ ფრთას“ შორის, რომლებიც მიშასთან გაბადრულ სელფებს იღებდნენ ხაზარაძის „საბას“ დაჯილდოვებაზე და საქართველოში დემოკრატიის სისუსტეზე გოდებდნენ? ტოლობის ნიშანი ნობელის ნომინანტსა და რიგით ნაციონალ ლიტერატორს შორის დაისვა იქ, სადაც მან ყველაზე ბინძური ილეთი იკადრა – მოახდინა მურუსიძის შეპირისპირება გურამ გირგვლიანთან. „ახალი სამართლებრივი თეორია მივიღეთ, სადაც მურუსიძე გმირია და გირგვლიანი დამნაშავე“ – აი, ამ სიტყვებით წააქეზა მაღრაძემ გირგვლიანის მკვლელებთან მოკლულის ოჯახის ადვოკატის შალვა შავგულიძის ფლირტი შამპანურის თანხლებით, გამყოფ ხაზს გადაახტა და აღმოჩნდა მიშას მხარეზე. დიახ, მიშას მხარეზე, რადგან „ივანიშვილი ისე უნდა გავუშვათ, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს“ ფორმულის ავტორი ან მიშასთვის სასარგებლო იდიოტია ან სასარგებლო მოკავშირე ან ორივე ერთად. ვთქვათ, არ უნდა მაღრაძეს სააკაშვილის დაბრუნება და ივანიშვილი მართლა წავიდა ამდენი უმადურობის შემხედვარე – მერე რა მოხდება? ვინ მოვა ხელისუფლებაში? ეკა ბესელია და გედი ფოფხაძე? ჯაბა ჯიშკარიანი და ვატო შაქარიშვილი? თუ ძალაუფლებას ხელში აიღებს „ვიდვიჟენეცი“ მგოსანი?


ისე, როგორი კლასიკური შეპირისპირება იქნებოდა – პოეტი ვერსუს მეფე – მაგრამ გაბრაზებულ გულზე უტოპიური პოლიტიკური მანიფესტების გარითმვა შემოქმედებითი და მორალური კრიზისის სამწუხარო ნიშანია მხოლოდ…


„ვულოცავ ამ დღეს ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი იდენტობის საწყისის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თითოეული მოქალაქის ღირსებას იცავს!“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა

სტიქიამ სამი სოფელი გავაზი, ჭიკაანი და ახალსოფელი დააზარალა.

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები ეწვიენ

თბილისს, აშშ-საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები ეწვიენ.

ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდა

ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე
იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა
დინებამ წაიღო.

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.

ნათია თურნავა: „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ, მარნეულიდან ვულოცავ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ნათია თურნავამ მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ფალავნობას შინდისმა უმასპინძლა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ფალავნობა გაიმართა.

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღნიშნეს

ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის გამოცხადების 101 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა.

გახარია: "შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ზუგდიდელებს შესთავაზა განვითარების ის ისტორია, რომელიც გამოიარა უწყებამ, ქვეყანამ 1918 წლიდან დღემდე"

 შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, მას შემდეგ რაც ზუსტად 17:10 საათზე, 14 ქალაქში სახელმწიფო ჰიმნი ერთდროულად შესრულდა,დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე და
სამინისტროს მიერ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებზე 
ისაუბრა.

ივანე მაჭავარიანი: თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა

„თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სტეფანწმინდაში განაცხადა.

 

ახალციხის ციხეზე დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

ქალაქ ახალციხეში 26 მაისს რაბათის ციხის ტერიტორიაზე აღნიშნავენ. ტერიტორიაზე შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, კულტურული და საგამოფენო სივრცეებია მოწყობილი.

საქართველოს ქალაქებსა და მსოფლიოს დედაქალაქებში ერთდროულად საქართველოს ჰიმნი იმღერეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი იმღერეს.

ნათია თურნავა დამოუკიდებლობის დღეს მარნეულში მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს მარნეულში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურიდან მიულოცა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურში აღნიშნა. 

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად განათლების სამინისტრო მარნეულში სპეციალური პროგრამით წარსდგა

საქართველოს მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი მარნეულში სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეობს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთიანი კონცეფციით - „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” ტარდება.

 

გახარია: თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება უმძიმესი შრომა იმისთვის, რომ ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ვიზეიმოთ ერთიან ქვეყანაში

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მოქალაქეებსა და სტუმრებს უმასპინძლა.

შინდისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ფალავნობით აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ქართული ჭიდაობის ტურნირი - ფალავნობა მიმდინარეობს.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ფოთში 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებს ესწრება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა,ფოთში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო. 

გახარია დავით გარეჯთან დაკავშირებით: კომისიისა და მოლაპარაკებების შედეგი მისაღები უნდა იყოს ჩვენი ეკლესიისთვის და კულტურული მემკვიდრეობისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დავითგარეჯში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდში გამოეხმაურა.

26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ საკუთარი სტენდი წარმოადგინა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში,საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ, რუსთაველის გამზირზე,  გამოფენა „თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები“ წარმოადგინა.

ფინანსთა მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ჩრდილოეთის კარიბჭიდან მიულოცა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სსაქართელოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის 101 წლის თავი ლარს საბაჟო პუნქტიდან მიულოცა.