გიორგი ჩიქოვანი: მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას კონსტრუქციული დიალოგისკენ, რადგან ნებისმიერი ჰესის მშენებლობა არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საჭიროება

„როდესაც ვსაუბრობთ  ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რა ხდებოდა უახლოეს წარსულში საქართველოში, როდესაც დამოკიდებულნი ვიყავით სხვა ქვეყნის ენერგორესურსზე".

ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა.

"რამდენჯერ, გაგვეთიშა ერთდროულად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება. ჩვენთან შეჩერებულია ჰესების უდიდესი ნაწილის მშენებლობა და ვფიქრობ, მოსახლეობასთან აქტიურადმიდის გარე ძალების მუშაობა, რომ არ  აშენდეს ჰესები. უმჯობესია, ჩვენ ვლაპარაკობდეთ, კონკრეტულად რომელ ადგილზე როგორი ჰესები აშენდეს, როგორშევარბილოთ მისი გავლენა გარემოზე,  მაგრამ „არ აშენდეს ჰესი“ - ეს არის მიუღებელი, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქცია და ეს არის ჩვენი დიდი გამოწვევა“ ,-აღნიშნა მან.

ჩიქოვანის ინფორმაციით,  ინვესტორი უკვე ერთ წელზე მეტია მუშაობს პანკისის ხეობის მოსახლეობასთან, იყო საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრები, თუმცა, გიორგი ჩიქოვანის შეფასებით,  გუშინ მოხდა პროვოკაცია.  „ვფიქრობ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან და მიმაჩნია, რომ ეს არარის გადაულახავი პრობლემა“ - აღნიშნა ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა.

გიორგი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ  განმარტა, რომ 5-მეგავატიანი ჰესი არის აბსოლუტურად უსაფრთხო.

„20 მეგავატიანი ჰესი რომდგას ორთაჭალაში, ვინმე გრძნობს რაიმე ზიანს?  თუ 5-მეგავატიანი ჰესი არის საფრთხის შემცველი, მაშინ უნდა დავანებოთ  თავი ყველაფრის მშენებლობას, აღარ უნდა გამოვიყენოთ ელექტროენერგია და ვიცხოვროთ დენის გარეშე“ - განაცხადა ჩიქოვანმა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ კონსტრუქციულად წამოვიდეს დიალოგზე ინვესტორთან, სამთავრობო სტრუქტურებთან, რადგან ეს რომელიმე კომპანიის  ბიზნეს ინტერესი კი არა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საჭიროებაა. 

მისი შეფასებით, კეთდება უპასუხისმგებლო პოლიტიკური  განცხადებები იმ ფონზე, როდესაც ენერგეტიკული დამოუკიდებლობა სასიცოცხლოდ  ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს.


„ვულოცავ ამ დღეს ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი იდენტობის საწყისის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თითოეული მოქალაქის ღირსებას იცავს!“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა

სტიქიამ სამი სოფელი გავაზი, ჭიკაანი და ახალსოფელი დააზარალა.

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები ეწვიენ

თბილისს, აშშ-საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები ეწვიენ.

ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდა

ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე
იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა
დინებამ წაიღო.

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.

ნათია თურნავა: „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ, მარნეულიდან ვულოცავ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ნათია თურნავამ მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ფალავნობას შინდისმა უმასპინძლა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ფალავნობა გაიმართა.

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღნიშნეს

ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის გამოცხადების 101 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა.

გახარია: "შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ზუგდიდელებს შესთავაზა განვითარების ის ისტორია, რომელიც გამოიარა უწყებამ, ქვეყანამ 1918 წლიდან დღემდე"

 შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, მას შემდეგ რაც ზუსტად 17:10 საათზე, 14 ქალაქში სახელმწიფო ჰიმნი ერთდროულად შესრულდა,დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე და
სამინისტროს მიერ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებზე 
ისაუბრა.

ივანე მაჭავარიანი: თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა

„თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სტეფანწმინდაში განაცხადა.

 

ახალციხის ციხეზე დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

ქალაქ ახალციხეში 26 მაისს რაბათის ციხის ტერიტორიაზე აღნიშნავენ. ტერიტორიაზე შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, კულტურული და საგამოფენო სივრცეებია მოწყობილი.

საქართველოს ქალაქებსა და მსოფლიოს დედაქალაქებში ერთდროულად საქართველოს ჰიმნი იმღერეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი იმღერეს.

ნათია თურნავა დამოუკიდებლობის დღეს მარნეულში მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს მარნეულში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურიდან მიულოცა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურში აღნიშნა. 

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად განათლების სამინისტრო მარნეულში სპეციალური პროგრამით წარსდგა

საქართველოს მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი მარნეულში სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეობს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთიანი კონცეფციით - „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” ტარდება.

 

გახარია: თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება უმძიმესი შრომა იმისთვის, რომ ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ვიზეიმოთ ერთიან ქვეყანაში

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მოქალაქეებსა და სტუმრებს უმასპინძლა.

შინდისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ფალავნობით აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ქართული ჭიდაობის ტურნირი - ფალავნობა მიმდინარეობს.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ფოთში 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებს ესწრება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა,ფოთში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო. 

გახარია დავით გარეჯთან დაკავშირებით: კომისიისა და მოლაპარაკებების შედეგი მისაღები უნდა იყოს ჩვენი ეკლესიისთვის და კულტურული მემკვიდრეობისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დავითგარეჯში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდში გამოეხმაურა.

26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ საკუთარი სტენდი წარმოადგინა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში,საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ, რუსთაველის გამზირზე,  გამოფენა „თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები“ წარმოადგინა.

ფინანსთა მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ჩრდილოეთის კარიბჭიდან მიულოცა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სსაქართელოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის 101 წლის თავი ლარს საბაჟო პუნქტიდან მიულოცა.