30-მდე დეველოპერი ერთ სივრცეში - „არეა ექსპო 2019“

„არეა ექსპო 2019“-ში 30-მდე დეველოპერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

„Ocean Capital“, „ბინადარი“, „Unix Development“, „Real Palace“, „Greenlife“ და სხვა დეველოპერები 4-5 მაისს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საინტერესო შეთავაზებებითა და მხოლოდ ამ დღისთვის სპეციალური ფასებით წარდგებიან მომხმარებლის წინაშე.


გამოფენა საქართველოში ყველა წამყვან დეველოპერ კომპანიას ერთ სივრცეში მოუყრის თავს და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ათეულობით მშენებარე პროექტიდან თავისთვის სასურველი და მოსახერხებელი ბინა ან კომერციული ფართი შეარჩიოს.


ღონისძიების ორგანიზატორია „არეა ჯგუფი“, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე შუალედური რგოლია დეველოპერ კომპანიასა და მომხმარებელს შორის; დეველოპერ კომპანიებს უწევს სხვადასხვა მომსახურებას - დაწყებული ბაზრის კვლევითა და კომპანიის ბრენდის შექმნით, დამთავრებული გაყიდვების მართვითა და რეპორტინგით.


უძრავი ქონების პირველი მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გასულ წელს „არეა ჯგუფის“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ჩატარებას წინ უძღოდა ბაზრის კვლევაც, რომელმაც მსგავსი ტიპის გამოფენის ჩატარების აუცილებლობა გამოკვეთა, რაც დადასტურდა კიდეც მომხმარებელთა აქტივობით. 2000-ზე მეტი მომხმარებელი, რომელთა 95%-იც უშუალოდ იყო დაინტერესებული ბინის შეძენით; ათეულობით დაჯავშნილი ბინა და მომხმარებელსა და დეველოპერ კომპანიას შორის წარმატებული პირდაპირი კომუნიკაცია სწორედ ამის დასტურია.


შარშანდელმა გამოფენამ დაადასტურა ისიც, რომ დეველოპერ კომპანიებს შორის მზარდი კონკურენციის პირობებში მომხმარებელი აქცენტს არა მხოლოდ სასურველ შეთავაზებაზე, არამედ კომპანიასთან წარმატებულ და პირად კომუნიკაციაზე აკეთებს.


ღონისძიებამ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის გამოფენები ქართული ბაზრისთვის იმ ფონზე, როცა ქართული უძრავი ქონებით დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება და საერთაშორისო კომპანიების ყურადღების ქვეშ ექცევა და როცა მშპ-ს 9% სწორედ ამ ბაზარზე მოდის.


სწორედ ამ საკითხზე კეთდება მთავარი აქცენტი წლევანდელი ექსპოს შემთხვევაშიც. „თუ შარშან მთავარი ფოკუსირება მომხმარებელზე, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებზე კეთდებოდა, რაც ერთ სივრცეში მრავალფეროვანი პროდუქტის მწარმოებლებისა და შეთავაზებების თავმოყრას ითვალისწინებს, დღეს ვხედავთ და აშკარაა, რომ ღონისძიების მიმართ დიდ ინტერესს საერთაშორისო ორგანიზაციებიც გამოხატავენ, კერძოდ ისინი, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციით“, - აცხადებს „არეა ჯგუფის“ დამფუძნებელი ნინო ჯინჯოლავა.


ღონისძიების მთავარი პარტნიორია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც გამოფენაზე წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განმკარგავ უწყებას. მათი მონაწილეობის მიზანი სწორედ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი წლების განმავლობაში ამორტიზებული პასიური უძრავი ქონების კერძო სექტორში გადატანაა, რითაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას უწყობენ ხელს. „მომხმარებელს, რომელიც თავისთვის სასურველი პროდუქტის ან სერვისის მუდმივ ძიებაშია, უჩნდება საკმაოდ კარგი შესაძლებლობა, ერთ სივრცეში გაეცნოს ბევრ შემოთავაზებას, გაიაროს კონსულტაციები ფინანსურ ინსტიტუტებთან და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება“, - აცხადებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე.


მსგავსი ტიპის გამოფენები ხშირია საზღვარგარეთ. ამის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი დუბაის ყოველწლიური მასშტაბური უძრავი ქონების გამოფენაა. ღონისძიებაში მთელი მსოფლიოდან 20 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და გამოფენის განმავლობაში 1200-ზე მეტი უძრავი ქონება იყიდება, საიდანაც შემოსავალი 1 მილიარდს აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბი ადგილობრივი ბაზრიდან გამომდინარე მცირეა, ქართველი მომხმარებლისთვის და დეველოპერული კომპანიებისთვის საინტერესო და საჭიროა მსგავსი საერთაშორისო გამოცდილებისა და დაგროვილი კომპეტენციის გაზიარება.


წლევანდელი „ექსპო 2019“ როგორც მომხმარებლისთვის, ისე დეველოპერისთვის გამორჩეული და სასარგებლო იქნება. სემინარები, marketer.ge-ს მიერ ორგანიზებული talk-სერიები და ის მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც ბინის შეძენის ნებისმიერ მსურველსა და დეველოპერ კომპანიას აღელვებს და დღესდღეობით აქტუალურია: საინვესტიციო გარემო საქართველოში უძრავი ქონების მიმართულებით, საბანკო რეგულაციები, განაშენიანების ახალი გეგმა და ცვლილებები დეველოპერულ ბაზარზე და ა.შ. - სწორედ ეს მოხვდება „არეა ექსპო 2019“-ის ფოკუსში 2 დღის განმავლობაში.


„ჯორჯიან მანგანეზის" ხელშეწყობით, სოფელ რგანში სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა.

ოკუპირებული აფხაზეთის ჯარის მოდერნიზებას რუსეთი დააფინანსებს

რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას დააფინანსებს.

ნათია თურნავა და თორნიკე რიჟვაძე მცირე სასტუმროების მფლობელებს მთავრობის ახალ ინიციატივას აცნობენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მცირე სასტუმროებს მფლობელებს ხვდებიან.

26 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის და ოქროყანას მაცხოვრებლებს.

 

შსს სუჯუნაში აკაკი ხოშტარიას საუკუნოვან სასახლეში ბარელიეფის დაზიანების საქმეს იძიებს

აბაშაში, სოფელ სუჯუნაში 104 წლის წინ ბიზნესმენ აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული სასახლის ბარელიეფის შეცვლის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 259² პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

 

ლარის ახალი კურსი

23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9279 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.57 თეთრი შეადგინა.
 

სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.

 

რეკომენდაციები მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით, საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს.

ტერაქტი ისრაელში. არის მსხვერპლი

ისრაელში დასახლება დოლევთან მომხდარი ტერაქტის შედეგად 17 წლის გოგო დაიღუპა, მისი ძმა და მამა მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

„BK Construction“-მა ჩაფხუტების დღის აღსანიშნავი კამპანია დაიწყო

„გაიაზრე, თუ რას გთხოვ, მოისმინონ ყურებმა, იმუშავეთ უსაფრთხოდ, ჩაფხუტდახურულებმა“, „ჯანმრთელობაა სათუთი, გთხოვ, დაიხუროთ ჩაფხუტი“ - თბილისის ცენტრალური ქუჩების ტროტუარებზე დღეს დილით ეს და სხვა მსგავსი შინაარსის სტენსილები გამოჩნდა.

საერთაშორისო ორგანიზაცია „ტრანსფერენსი ინთერნეიშენალს“ თანამშრომლების ბულინგსა და შევიწროებაში ადანაშაულებენ

საერთაშორისო ორგანიზაცია „ტრანსფერენსი ინთერნეიშენალს“ თანამშრომლების ბულინგსა და შევიწროებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს.

მესტიაში ახალგაზრდული ცენტრის მოაჯირები დაწვეს

მესტიაში ახალგაზრდულ ცენტრ „ბეთქილის“ შენობას მოაჯირები მოარღვიეს და დაწვეს.

პუტინმა აშშ–ის მიერ სარაკეტო გამოცდაზე პასუხის მომზადების განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების შესახებ შეთანხმებიდან აშშ–ის გასვლის შემდეგ მოსკოვი საკუთარ უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს.

მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყოფებოდა.

ბერიკა შუკაკიძე: კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა

პარტია "თავისუფალი საქართველოს"   თავმჯდომარის, კახა კუკავას  ბრალდებას მასწავლებელთა შემცირების თაობაზე, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს.

23-24 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს  

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. 

საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი. 

შსს-მ ერთ-ერთ ღამის კლუბში მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ქურდობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს.

დავით ზალკალიანი: აღნიშნული ვიზიტით საქართველოსა და ბელორუსს შორის ურთიერთობები თვისობრივად ახალ დონეზე გადავა 

„ბელორუსი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა“.

ანაკლიაში, ფესტივალის დასრულებამდე, სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და 1 რეანიმობილი განთავსდა

ჯანდაცვის  სამინისტრომ ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის  1 რეანიმობილი  განათავსა.

ანდრეიჩენკომ და ბახტაძემ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა.