გოტფრიდ ჰანე: ვაფასებ საქართველოს მთავრობის მიერ პრობლემის მიმართ გამოჩენილ ყურადღებას და მთავრობის მზაობას, შეიმუშაოს რეაგირების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები

გაეროს ბავშვთა ფონდი დაეხმარა საქართველოს მთავრობას კვლევის ჩატარებაში, რომლიც მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო.

გაეროს ბავშვთა ფონდი, ცხრა დონორ ორგანიზაციასთან ერთად, დაეხმარა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, კვლევის ჩატარებაში, რომლიც მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო.


გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ პრობლემის მიმართ გამოჩენილ ყურადღებას და მთავრობის მზაობას, შეიმუშაოს რეაგირების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები და ღონისძიებები და შემდეგი ნაბიჯი ტყვიის ზემოქმედების წყაროების კვლევა უნდა იყოს.


ცენტრის ინფორმაციით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადაგმულია პირველი პრაქტიკული ნაბიჯები: 2018 წლის 29 დეკემბერს დამტკიცდა გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა (NEHAP); 2019 წლის 19 აპრილს გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების შესახებ“; მომზადებულია ცვლილება „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ტყვიის კომპონენტის გათვალისწინებით; დამტკიცდა ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის კლინიკური პროტოკოლი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის, იაშვილის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-პედიატრებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ შესწავლილ იქნა იმ 16 ბავშვის ოჯახი, რომელთა სისხლშიც ტყვიის დონე 30 მკგ/დლ-ს აღემატებოდა და დაიგეგმა შესაბამისი ინტერვენციები.


მთავრობა მუშაობს ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით; საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციასა და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს.


მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფდნენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი(UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და მსოფლიო ბანკი“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ქართველი მორაგბეები რუმინეთის ჩემპიონები გახდნენ

ორი ქართველი მორაგბე ხვიჩა ჯგერენაია და ნაკრების მოთამაშე ბიძინა სამხარაძე რუმინეთის ჩემპიონები გახდნენ. 

კობახიძე: დიასპორასთან კავშირების განვითარება განსაზღვრულია, როგორც კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

სალომე ზურაბიშვილი - დიასპორა საქართველოს ძალა და მნიშვნელოვანი კაპიტალია

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული დიასპორას დიასპორის ყოველწლიურ ფორუმზე მიმართა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იმართება.

2019 წლის ნიუქამერი ცნობილია

21 ივნისს Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე ფესტივალის ჰედლაინერის, Franz Ferdinand-ის დღეს, ჯგუფი Four Dimensional Monster Lobsters დაუკრავს.

ირაკლი კობახიძე: ახალ თაობებზე ზრუნვა განსაკუთრებული პრიორიტეტია და ჩვენი ხელისუფლება შესაბამისად მოქმედებს

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა VIII კონგრესში მიიღო მონაწილეობა.

მცხეთის წყალმა ქალაქ მცხეთაში, წმინდა ნინოს ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი განაახლა

კომპანია მცხეთის წყალმა ქალაქ მცხეთაში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, 200 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი განაახლა და წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

რუსეთში ტაქსის უცხოურ კომპანიებს საქმიანობა აეკრძალათ

ტაქსის უცხოური კომპანიები რუსეთში საქმიანობას ვეღარ განაგრძობენ. შესაბამისი საკონონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცეს.

ჯივიპი გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემას ანახლებს

 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი - გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

ეკა ბესელია ახალ პარტიას აფუძნებს

პარლამენტარი ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას "სამართლიანობას"აფუძნებს.

პროექტის მართვის ინსტიტუტი (PMI) საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენლობას ხსნის

პროექტის მართვის ინსტიტუტის (PMI) საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალური გახსნის ცერემონია 28 მაისს, 16 საათზე, სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" გაიმართება.

რუსმა პოლიტიკოსმა ჟურნალისტის კითხვას მოგვერდით უპასუხა

ხაკასეთის რაიონის თავმჯდომარე სერგეი ზაიცევი, რუსეთის ტელეარხის „როსიას“ კორესპონდენტს ივან ლიტომინს თავს დაესხა. საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარის მოკვლევა დაიწყო.

ლადო კახაძე საქართველოს პირველ არხზე შალვა შავგულიძესთან დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

მთაწმინდის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საქართველოს პირველ არხზე შალვა შავგულიძესთან დებატებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოში უახლოეს დღეებში წვიმაა მოსალოდნელი

საქართველოს ზოგიერთ რაიონში 31 მაისის ჩათვლით ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს.

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის ჯილდოს მიღების თაობაზე განაცხადა. 

ბიძინა ივანიშვილი - განათლებას და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 8 და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები  ე.გ და ე.რ დამნაშავეებად ცნო.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ხვალ, 28 მაისს, კომპანია თელასის მიერ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, წავკისის დასახლებაში მდებარე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სატუმბო სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

ლიეტუვის ახალი პრეზიდენტი კრემლთან რიტორიკას შეარბილებს

ლიეტუვაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად გამარჯვება ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ მოიპოვა, მან ხმების 66,72% მიიღო.

რუსთავში ჯარისკაცებმა 2 ბავშვი გადაარჩინეს(ვიდეო)

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე სამმა სამხედრო მომსახურემ, ხანძრის დროს, 2 მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

26 მაისს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირები გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ, სადაც კომპანიის მხრიდან მაღაროელებისთვის შეთავაზებული იყო შემდეგი წინადადებები: