ივანე მაჭავარიანი: წლების განმავლობაში სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში ედგა კომპანია „ომეგას“

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომპანია „ომეგასთან“ მიმართებაში დასმული კითხვები პოლიტიკური მიზნებისთვისაა განკუთვნილი.

როგორც მან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ცხადი იყო, რომ აღნიშნულ კომპანიასთან მიმართებაში საქმე ეხებოდა „აღიარებულ საგადასახადო“ დავალიანებას.

„იცით,  რომ 11-ჯერ იყო გრაფიკი, რომელიც  დაირღვა. შემდეგ იყო საუბარი  რესტრუქტურიზაციის კომისიაზე, ვითომ ეს კომისია რამეს წყვეტდა. სინამდვილეში, უარესი იყო და მას აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა  თემასთან, ეს იყო არგადახდის საბაბი. ამის შემდგომ, პირადად მე რამდენიმე შეხვედრისა და საუბრის შემდეგ, კიდევ მივეცი კომპანიას საშუალება ემუშავა, როდესაც წინა წლის განმავლობაში თანხა უპირობოდ ჩაირიცხეს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ვთქვი, რომ მოიტანეთ მისაღები შემოთავაზება. სხვათაშორის, „ომეგამ“, ერთადერთხელ, პირველად შემოიტანა საგადასახადო შეთანხმებაზე მოთხოვნა, რომელიც მანამდე არასდროს წარმოუდგენია. ეს იყო ჩემი შეხვედრის დროს და ვუთხარი, ეს სწორი გზაა-მეთქი, მივესალმე. ჩვენ თვითონ არასდროს ვთავაზობთ კომპანიებს საგადასახდო შეთანხმებას და არ ვუსახელებთ ციფრებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვუთხარით უნდა გააუმჯობესოთ და უკეთესი მოიტანოთ-მეთქი, თორემ სწორი გზა გრაფიკი არ იყო, ამ შემთხვევაში და არც რესტრუქტურიზაციის კომისიის მოწვევა.ნორმალური, ჯანსაღი საგადასახადო შეთანხმების მოტანა შეეძლოთ მაშინ და შეუძლიათ დღესაც მოიტანონ, ამას საჯაროდ ვამბობ. უბრალოდ, უნდა იყოს ჭკუასთან, რეალობასთან ახლოს. რა არის ჭკუასთან ახლოს?! პრაქტიკა ამბობს, რომ როგორც წესი, საურავს, ჯარიმას ვპატიობთ ხოლმე, უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ძირზე მოდიან. არისგამონაკლისი შემთხვევები, რომ ძირზე ქვემოთაც მოვდივართ. აი, დღეს ვამბობ პირველად - შინაგანად, ამისთვის მზად ვიყავით და დღესაც მზად ვარ, მაგრამ არცერთხელ, ოდნავ ჭკუასთან ახლოს ციფრით არავინ მოსულა.

„სამი წელი არ გადავიხდი, ორი წელი არ გადავიხდი და მერე დავიწყებ რაღაცის გადახდას“ - ასე საგადასახადო შეთანხმებები არ დგება. თუ ვინმე ელოდა, რომ მე ვეტყოდი ციფრს ეს, აკრძალული მაქვს ჩემთვის და რა საკვირველია, ჩემი თანამშრომლებისთვისაც. ალბათ ბევრ დეპუტატს ჰქონია ამ საკითხთან შეხება, რასაც ჰქვია საგადასახადო შეთანხმება, რომლის პროცედურაც ასეთია - მოდიან, ჩვენ ზოგჯერ უარს ვეუბნებით, მიდიან, აუმჯობესებენ და მოდიან... კომისია შეისწავლის და ამბობს, რომ ეს მისაღებია. ამიტომ, თუ გინდათ გაიგონოთ, რომ გინდა თუ არა შემოსავლების სამსახურიდან წამოვიდეს ციფრი - არ მოდის. პრინციპს გეუბნებით, საურავი, როგორც წესი, კმაყოფილდება, ზოგ შემთხვევაში, ძირის ნაწილიც, მაგრამ როდესაც 50 მილიონია საურავიანად, აქედან ძირი 41 მლნ ლარია და გეუბნებიან, რომ  0-ს გადავიხდი, რას ელოდებით ჩემგან ვერ გავიგე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

 


„ვულოცავ ამ დღეს ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი იდენტობის საწყისის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თითოეული მოქალაქის ღირსებას იცავს!“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა

სტიქიამ სამი სოფელი გავაზი, ჭიკაანი და ახალსოფელი დააზარალა.

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები ეწვიენ

თბილისს, აშშ-საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები ეწვიენ.

ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდა

ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე
იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა
დინებამ წაიღო.

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.

ნათია თურნავა: „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ, მარნეულიდან ვულოცავ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ნათია თურნავამ მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ფალავნობას შინდისმა უმასპინძლა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ფალავნობა გაიმართა.

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღნიშნეს

ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის გამოცხადების 101 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა.

გახარია: "შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ზუგდიდელებს შესთავაზა განვითარების ის ისტორია, რომელიც გამოიარა უწყებამ, ქვეყანამ 1918 წლიდან დღემდე"

 შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, მას შემდეგ რაც ზუსტად 17:10 საათზე, 14 ქალაქში სახელმწიფო ჰიმნი ერთდროულად შესრულდა,დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე და
სამინისტროს მიერ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებზე 
ისაუბრა.

ივანე მაჭავარიანი: თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა

„თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სტეფანწმინდაში განაცხადა.

 

ახალციხის ციხეზე დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

ქალაქ ახალციხეში 26 მაისს რაბათის ციხის ტერიტორიაზე აღნიშნავენ. ტერიტორიაზე შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, კულტურული და საგამოფენო სივრცეებია მოწყობილი.

საქართველოს ქალაქებსა და მსოფლიოს დედაქალაქებში ერთდროულად საქართველოს ჰიმნი იმღერეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი იმღერეს.

ნათია თურნავა დამოუკიდებლობის დღეს მარნეულში მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს მარნეულში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურიდან მიულოცა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურში აღნიშნა. 

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად განათლების სამინისტრო მარნეულში სპეციალური პროგრამით წარსდგა

საქართველოს მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი მარნეულში სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეობს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთიანი კონცეფციით - „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” ტარდება.

 

გახარია: თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება უმძიმესი შრომა იმისთვის, რომ ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ვიზეიმოთ ერთიან ქვეყანაში

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მოქალაქეებსა და სტუმრებს უმასპინძლა.

შინდისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ფალავნობით აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ქართული ჭიდაობის ტურნირი - ფალავნობა მიმდინარეობს.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ფოთში 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებს ესწრება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა,ფოთში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო. 

გახარია დავით გარეჯთან დაკავშირებით: კომისიისა და მოლაპარაკებების შედეგი მისაღები უნდა იყოს ჩვენი ეკლესიისთვის და კულტურული მემკვიდრეობისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დავითგარეჯში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდში გამოეხმაურა.

26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ საკუთარი სტენდი წარმოადგინა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში,საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ, რუსთაველის გამზირზე,  გამოფენა „თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები“ წარმოადგინა.

ფინანსთა მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ჩრდილოეთის კარიბჭიდან მიულოცა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სსაქართელოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის 101 წლის თავი ლარს საბაჟო პუნქტიდან მიულოცა.