გია აბაშიძე: მათი უტიფრობა იქამდე მივიდა, რომ გაბედეს და 7 ნოემბრის და 26 მაისის დარბევებს შეადარეს

ექსპერტის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იყო მცდელობა, პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ეთნიკურ-რელიგიურ ჭრილში გადაეტანათ

პოლიტანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი კოლეგების მხრიდან იყო მცდელობა, პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ქართული მედიასაშუალებების მეშვეობით ეთნიკურ-რელიგიურ ჭრილში გადაეტანათ

„სამწუხაროა, რომ ამ მოვლენების დაკავშირება უნდოდათ  მაჩალიკაშვილის საქმესთან. იყო  სხვა პოლიტიკური ინსინუაციები და სპეკულაციები, რომლებიც ერთი-ერთში ჩაჯდა  „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში და მათ პოლიტიკურ ნარატივში, რომ ქვეყანა არის ჩამოშლილი, არაფერი მუშაობს, აპოკალიპტური სურათია დახატული და ყველაფერი ბრალდება ხელისუფლებას, რაღაც კერძო ინტერესებს და არაფერი არ არის ნათქვამი ამ ჰესების დადებით მხარეებზე“ - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გია აბაშიძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია არაჯეროვნად განხორციელდა, მაშინ, როდესაც პანკისის ხეობაში ერთ წელზე მეტია  დესტრუქციული, ცრუ მოვლენების და სიტუაციის დახატვის მცდელობა დაიწყო.

„როდესაც საქმე გვაქვს ასეთი დესტრუქციული, პოლიტიკური დღის წესრიგის მატარებელი „ნაციონალური მოძრაობის“ და ხაზგასმით ვამბობ, მათი სიტუაციური და თემატური მოკავშირეების დესტრუქციულ ნარატივებთან, რას ვხედავთ რეალურად - კვირა დღის საღამოდან დღემდე გრძელდება აქტიური საინფორმაციო კამპანია და მოსახლეობისთვის განმარტება  - რა არის ეს ჰესი. ამას სპეციალისტებიც ლაპარაკობენ . უმჯობესი იქნებოდა ასეთი ხანძრების გაჩენამდე, რომელშიც მონაწილეობდა ოთხი მინისტრი ვიცე -პრემიერ გახარიას ხელმძღვანელობით, მოხდეს მისი პრევენცია და  ჯეროვანი ფართო საინფორმაციო კამპანია“ - აცხადებას გია აბაშიძე.

მისი თქმით, ბუნებრივია ყველას აქვს არჩევანის და გამოხატვის უფლება, თუმცა ყოველთვის იმ სურათის შექმნა,  რომ მთავრობა ვერ მუშაობს, ხელისუფლება ჩამოშლილია, მიმდინარეობს ტოტალური ეროზია, არაფერი არ მუშაობს  და  ასეთ სიტუაციაში რაღაც რევოლუციური განწყობები, რევანშისტული განწყობების შექმნა, საკმაოდ მოქმედებს საზოგადოებაზე.

„ერთერთმა ანალიტიკოსმა ხარშილაძემ, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიას  მოადგილე იყო ისიც თქვა, რომ თურმე პანკისის ხეობაში არ შეიძლებოდა პოლიციის შესვლა, იმიტომ, რომ  ხეობის მოსახლეობა შეიარაღებულია. ესეც კატეგორიულად მიუღებელია, მან შეურაცხყოფა მიაყენა მოსახლეობას.  მათი უტიფრობა იქამდე მივიდა, რომ გაბედეს და  7 ნოემბრის და 26 მაისის დარბევებს შეადარეს“ განაცხადა აბაშიძემ.


„ვულოცავ ამ დღეს ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი იდენტობის საწყისის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თითოეული მოქალაქის ღირსებას იცავს!“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა

სტიქიამ სამი სოფელი გავაზი, ჭიკაანი და ახალსოფელი დააზარალა.

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები ეწვიენ

თბილისს, აშშ-საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები ეწვიენ.

ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდა

ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე
იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა
დინებამ წაიღო.

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.

ნათია თურნავა: „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ, მარნეულიდან ვულოცავ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ნათია თურნავამ მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ფალავნობას შინდისმა უმასპინძლა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ფალავნობა გაიმართა.

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღნიშნეს

ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის გამოცხადების 101 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა.

გახარია: "შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ზუგდიდელებს შესთავაზა განვითარების ის ისტორია, რომელიც გამოიარა უწყებამ, ქვეყანამ 1918 წლიდან დღემდე"

 შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, მას შემდეგ რაც ზუსტად 17:10 საათზე, 14 ქალაქში სახელმწიფო ჰიმნი ერთდროულად შესრულდა,დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე და
სამინისტროს მიერ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებზე 
ისაუბრა.

ივანე მაჭავარიანი: თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა

„თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სტეფანწმინდაში განაცხადა.

 

ახალციხის ციხეზე დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

ქალაქ ახალციხეში 26 მაისს რაბათის ციხის ტერიტორიაზე აღნიშნავენ. ტერიტორიაზე შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, კულტურული და საგამოფენო სივრცეებია მოწყობილი.

საქართველოს ქალაქებსა და მსოფლიოს დედაქალაქებში ერთდროულად საქართველოს ჰიმნი იმღერეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი იმღერეს.

ნათია თურნავა დამოუკიდებლობის დღეს მარნეულში მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს მარნეულში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურიდან მიულოცა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურში აღნიშნა. 

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად განათლების სამინისტრო მარნეულში სპეციალური პროგრამით წარსდგა

საქართველოს მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი მარნეულში სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეობს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთიანი კონცეფციით - „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” ტარდება.

 

გახარია: თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება უმძიმესი შრომა იმისთვის, რომ ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ვიზეიმოთ ერთიან ქვეყანაში

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მოქალაქეებსა და სტუმრებს უმასპინძლა.

შინდისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ფალავნობით აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ქართული ჭიდაობის ტურნირი - ფალავნობა მიმდინარეობს.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ფოთში 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებს ესწრება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა,ფოთში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო. 

გახარია დავით გარეჯთან დაკავშირებით: კომისიისა და მოლაპარაკებების შედეგი მისაღები უნდა იყოს ჩვენი ეკლესიისთვის და კულტურული მემკვიდრეობისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დავითგარეჯში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდში გამოეხმაურა.

26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ საკუთარი სტენდი წარმოადგინა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში,საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ, რუსთაველის გამზირზე,  გამოფენა „თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები“ წარმოადგინა.

ფინანსთა მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ჩრდილოეთის კარიბჭიდან მიულოცა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სსაქართელოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის 101 წლის თავი ლარს საბაჟო პუნქტიდან მიულოცა.