ალიკო ცინცაძის წიგნის "ქართული კაბალა" პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა

ალიკო ცინცაძის წიგნის "ქართული კაბალა"-ს პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში დღეს, 24 აპრილს გაიმართა.

ავტორმა კაბალას მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კაბალას უდიდესი პოლიტიკური და მეცნიერული დატვირთვა აქვს. მისი თქმით, „ქართულ კაბალაზე“ მუშაობის პროცესში ყველაზე მთავარი ქართული ჰემატრიის აღმოჩენა იყო.

ქართული ჰემატრიის არსებობის დამტკიცებაზე 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, თავად წიგნის გამოცემა კი 1 წელიწადში მოხდა.

"დიდი იბერია მთელი თავისი მშვენიერებით ჩვენ წინაშეა და მე მას, ქართულ კაბალას, ვუბრუნებ საქართველოს", - განაცხადა ალიკო ცინცაძემ.

მისივე თქმით, ქართული ჰემატრიით მტკიცდება, რომ ქართული ენა ქრისტეს ენაა და ქართველებს ბიბლიის შემქმნელი ხალხის ნიშნები აქვს.

"ქართული კაბალა ეს არის ცხოვრების წესი, ტრადიციები, მზისა და მთვარის მოძღვრება, სულის უკვდავების მოძღვრება, რომელიც დაფარვის მეთოდებს შეიცავს. დადგინდა, რომ ქართული კაბალა მსოფლიოს 6 ძირითადი რელიგიის ქრისტიანობის, ბუდიზმის, ინდუიზმის, იუდაიზმის, მუსულმანობისა და ზოროასტრიზმის საფუძველს წარმოადგენს", - განმარტა წიგნის ავტორმა.

როგორც მან თქვა, ეს წიგნი უკვე დახლებზეა, თუმცა საზოგადოება მას ნაკლებად იცნობს.

"ქართულ საზოგადოებას ეს წიგნი ებრაულ კაბალაზე ჰგონია და ამიტომ არ იყიდება. ვფიქრობ, მოვიდა დრო ქართული კაბალა აღდგეს მთელი თავისი ბრწყინვალებით", - აღნიშნა ალიკო ცინცაძემ წიგნის პრეზენტაციაზე.

პრეზენტაციის ბოლოს ავტორმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა და ქართული კაბალას მნიშვნელობაზე დამატებით განმარტებები გააკეთა.


„თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ ATE-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის ხუნდებს

სამუხრუჭე სისტემა ავტომობილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სისტემური ნაწილია, რომლის შემადგენელი დეტალები რეგულარულად, დროის გარკვეულ ინტერვალში უნდა შეიცვალოს.

პარლამენტში თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით ფლაერებს არიგებენ

პარლამენტში, იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატები თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშილის გამოსახულებიანი ნიღბებით მმართველი გუნდის წევრებს ფლაერებს ურიგებენ.

"მონა ხარ", "ჩახედე პოლიტპატიმრებს თვალებში" - დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა იწყება, დაპირისპირებაა.

ირაკლი შოთაძე: პარლამენტში ჩემი პროგრამით ვარ მოსული, ვისაუბრებ ხედვაზე, რაც გამაჩნია

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ შოთაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას დეპუტატებმა უნდა მოუსმინონ.

ახალციხეში ავარიისას დაშავებული რვა წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

ახალციხეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი იაშვილის კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

თურნავა: ტურიზმის დარგში სწორი პოლიტიკის გატარებამ ხელი შეუწყო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის შესარჩევ კონკურსში საქართველოს გამარჯვებას

"ბერლინში 2022 წელს ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყანად საქართველოს დასახელება ტურიზმის დარგში ჩვენი სწორი პოლიტიკის აღიარებაა",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

უბისა-შორაპანის მშენებელ კომპანიას გაფრთხილება მიეცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა შეხვედრა გაიმართა

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS)  მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა.

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული დ.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე დააკავეს.

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თურნავა: გერმანიაში ITB Berlin-ზე მასპინძლის სტატუსის მოპოვება იმის აღიარებაა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა

"ის, რომ საქართველო ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა გახდა, ძალიან დიდი მოვლენაა როგორც ტურისტული ინდუსტრიისთვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

ქედა-ხულოს მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ37-კმ80 (ქედა-ხულო) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

გიორგი ვაშაძე: ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში თანამშრომლობაზე თანხმდება

"ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ვითანამშრომლებთ", - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

ხონის ერთ-ერთ სკოლაში ხანძარია

ხონში მეორე საჯარო სკოლაში ხანძარია. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ჭერზე გაჩნდა.

ნიკა მელია: „მართლა რომ შევიჭრა პარლამენტში ისევ...“

„მართლა რომ შევიჭრა პარლამენტში ისევ...“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ თოქშოუ „პოლიტმეტრში“.

გრიგოლ ვაშაძე: ოპოზიციის კოორდინირებული ქმედებით "ოცნების" დამარცხება შესაძლებელია

"ყველაზე მთავარია ოპოზიციამ არჩევნებამდე, არჩევნების დროს და არჩევნების შემდეგ ერთიანობა შეინარჩუნოს",-ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის"  ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით მათიკაშვილი: ოპონენტები ირაკლი შოთაძის მიმართ აგრესიას ვერ მალავენ, ეს გასაგებია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მიმართ აგრესიას ვერ მალავენ.

ალპანა-ცაგერის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.  

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტუაცია დაიძაბა

პარლამენტთან მიმდინარე აქცია-პერფორმანსზე სამოქალაქო მოძრაობის წევრები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

„როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ - მედიააკადემიის მორიგი ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ათი მედია ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა.

სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები პარლამენტთან აქციას მართავენ

პარლამენტთან სამოქალაქო მოძრაობის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.