ევროპის საბჭომ გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში "კონფლიქტი საქართველოში" დაამტკიცა

2019 წლის 24 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1344-ე სხდომაზე განიხილეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში "კონფლიქტი საქართველოში".

აღნიშნული ანგარიში მოიცავს პერიოდს 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიში ეხება, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.

მე-19 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.  მან საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე. მან აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედებები გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ართმევს მათ ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებები და სხვ.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური და აბსოლუტური - კერძოდ სიცოცხლის უფლების დაუცველობაზე.  მან მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში განლაგებულ რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე.  მისი განცხადებით, აღნიშნული  კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აუცილებელია ძალისხმევის კონსოლიდაცია, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასრულდეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები და წერტილი დაესვას  დაუსჯელობის ფაქტებს.

ლაშა დარსალიამ ასევე ისაუბრა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისა და სიაში შესულ პირებზე შემზღუდავი ზომების ამოქმედების აუცილებლობაზე, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ეთნიკური ნიშნით ძალადობის პრევენცია. მან ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები და ნორმები და ასევე 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ახალგორში მცხოვრები აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის მიმართ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე, რაც ნათლად მოწმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობას. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით მან ხაზი გაუსვა  საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებასა და ადგილზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმების შესვლის აუცილებლობაზე.

ლაშა დარსალიამ მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია სოხუმის ოკუპირებული რეჟიმის მიერ მიღებულ ე.წ. კანონზე, რომელიც დიდი რაოდენობით ნარკოტიკების ექსპორტის, იმპორტისა და/ან ტრანზიტის შემთხვევაში ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას.

ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით. ხაზი გაესვა ამ პროცესში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ჩართულობის პოლიტიკაზე.

კონსოლიდირებული ანგარიშის "კონფლიქტი საქართველოში" განხილვისას განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის და სუამის სახელით.

ევროკავშირმა  საკუთარ განცხადებაში  სინანული გამოთქვა  ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღის წესრიგის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო,  მათ შორის 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება; გამოთქვა წუხილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ნაწილების არალეგალური ყოფნის და სამხედრო  წვრთნების ზრდის ტენდენციაზე, მო თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვებზე; განსაკუთრებით გამოყო ე.წ გადასასვლელი პუნქტების უპრეცედენტო პერიოდით დახურვის ფაქტი, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებულად მძიმე ჰუმანიტარული ვითარება შეუქმნა; ევროკავშირის განცხადებაში ასევე გამოხატულია წუხილი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, რუსეთი და ასევე მონაწილეები სოხუმიდან და ცხინვალიდან არ იღებენ მონაწილეობას იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის განხილვებში;

ევროკავშირი მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეების მოწოდებას, უპირობოდ და დაუყონებლივ აღდგეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები. ევროკავშირმა ასევე შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების დაუსჯელობის გამო და მოუწოდა საქართველოს მოქალაქეების ტრაგიკული დაღუპვის ფაქტების სათანადო გამოძიებისაკენ და მართლმსაჯულების აღსრულებისკენ. ევროკავშირი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უპირობოდ და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ყველა დებულება და უზრუნველყოს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შეუზღუდავი დაშვება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სხდომაზე განცხადება ასევე გაკეთდა სუამის სახელით. განცხადებაში გამოხატულია წუხილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით.

ანგარიშის განხილვისას ასევე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარომადგენლები. მათ მხარი დაუჭირეს კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალში გაგრძელებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებულ ანგარიშს, ასევე ევროკავშირის, სუამ-ისა და სხვა პარტნიორების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ საკითხი "კონფლიქტი საქართველოში", მომავალშიც შენარჩუნდება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.


საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარს დელიმიტაციის კომისიების ექსპერტები ერთობლივად აზომავენ

როგორც "პირველს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში.

მასწავლებლებისთვის ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღება 20 აგვისტოს დასრულდება

მიმდინარეობს საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პროცესი ფულად ჯილდოზე, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

ზუგდიდში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

მითი რუსეთ-თურქეთის დაახლოების შესახებ მითადვე დარჩა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთ-თურქეთის დაახლოებას პერსპექტივა არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედთავმჯდომარესთან განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღდა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის
საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით გრაფიტის ფესტივალი გაიმართება

ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე კედელი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარეობს, გრაფიტებით მოიხატება. ნახატები თეატრთან და მაღაროელებთან ასოცირებულ თემატიკაზე შეიქმნება.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსევს ისრაელსა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ორმხრივითანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა.

უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტვუაში ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 22 აგვისტოს ლიეტვუას რესპუბლიკას ეწვევა.

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარის მოვლენებზე : ეს უნდა დასრულდეს

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონოდ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს ეხმაურება. 

ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

ჰოლივუდთან ახალ პროექტებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

"აწარმოე საქართველოშის" დირექტორი, მიხეილ ხადურელი თბილისში "ფორსაჟი 9"-ის გადაღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულ ფაქტს "ჰოლივუდის მიერ საქართველოსთვის მწვანე შუქის ანთებად" აფასებს.

მიხეილ ხიდურელი: ვულოცავ ყველას! ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი სოციალურ ქსელში საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების მნიშვნელობაზე საუბრობს.

ბიძინა გეგიძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაბარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, ძირი გამოუთხარონ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში"

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის პროვოკაციული ქმედებებით ხდება ოკუპაციის ხელშეწყობა და ეს ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე

მაშველებმა შავ ზღვაზე 6 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით მაშველებმა დღეს დილიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე ზღვაში დაიხრჩო

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის სანაპიროზე რუსეთის მოქალაქე, 32 წლის ქალი დაიხრჩო. 

თბილისის მერია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში უფასოდ დაატრენინგებს

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი "ღამის ლაბორატორიის" ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, ბიზნეს აქსელერატორ "სპარკთან" ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს უფასო ტრენინგების სერიას ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ცეცხლი ბუჩქნარს და ეკალ-ბარდს გაუჩნდა.