საქართველო-კანადის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართა

ოტავაში საქართველოსა და კანადი ს საგარეო საქმეთა სამინისტროებს  შორის ორმხრივი პოლიტიკური კონს ულტაციების მესამე რაუნდი ჩატარდა.

მას ქართული მხრიდან  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ხელმძღვანელობდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეადგენდნენ: საქართველოს საგანგ ებო და სრულუფლებიანი ელჩი კანა დაში კონსტანტინე ქავთარაძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კახა იმნაძე, ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი გვარამ ხანდამიშვილი და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ ჯანჯალია.


 
საქართველოსა და კანადას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი იქნა განხილული სესიაზე, რომელსაც კანადის მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარკ გვოზდეკი. ქართულმა მხარემ კანადურ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. 


საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების თემას.


მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი. კანადის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი სრული მხარდაჭერა. 


დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიისა და კარგიმმართველობის კუთხით განხორციელებულ რეფორმებს. მხარეებმა დეტალურად განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში პრიორიტეტულ საკითხებზე ურთიერთმხარდაჭერის საკითხები. აღინიშნა გაერო-ს, ეუთო-ს, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკა და პოზიციათა თანხვედრა რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით.
 
არქტიკის, ევრაზიის და ევროპის საქმეთა გენერალური დირექტორთან, არქტიკის საკითხებში კანადის მთავარ წარმომადგენელთან, ელისონლეკლერთან გამართულ სესიაზე განიხილეს საქართველო-კანადის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი. 


საუბარი შეეხო პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების საკითხებს, თანამშრომლობას ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებას, ხალხთაშორისი კავშირების ხელშეწყობას და განათლების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. 


შეჯერებულ იქნა პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.


კონსულტაციების ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ამერიკის კონტინენტის საკითხებში კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მაიკლგრანტთან. შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე დარეგიონის ქვეყნებთან სხვადასხვა ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებზე. კანადურმა მხარემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქართულდელეგაციას ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებით არაერთგზის დაფიქსირებული თანმიმდევრული პოზიციის გამო.


 
ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განხილულ იქნა საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრის მოადგილესთან ჯონჰანაფორდთან გამართულ შეხვედრაზე.


კანადურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. 


დასახელდა კონკრეტული სფეროები, სადაც ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხდება ბიზნეს-პროექტების იდენტიფიცირება.


მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს „უცხოური ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმებაზე“ მიმდინარე მოლაპარაკებები დააღნიშნეს, რომ ხსენებული ხელშეკრულების გაფორმება სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების წახალისების კარგ შესაძლებლობას შექმნის.


26 მაისის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ფოთში საპატიო მოქალაქესა და წარჩინებულ მოსწავლეებს გამოავლენენ

ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმოდ აღნიშნავენ. ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაესწრება.

რიო დე ჟანეიროს პორტუგალიური ლიტერატურის სამეფო ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ქართული და ინგლისური ეგზემპლარები გადაეცა

ბრაზილიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, რიო დე ჟანეიროს პორტუგალიური ლიტერატურის სამეფო ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდს „ვეფხისტყაოსნის“ ქართული და ინგლისური ეგზემპლარები.

ბულგარეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

სასტუმრო „ჰილტონში“, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა.

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ : ჭიათურაში შექმნილ ვითარებაში, შესაძლოა, სახალხო დამცველმა და ბიზნესომბუდსმენმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ

"ჭიათურაში შექმნილი ვითარების განმუხტვაში შესაძლოა, სახალხო დამცველმა და ბიზნესომბუდსმენმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ", - ამის შესახებ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

ჩეხეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პრაღის მარტინიცკის სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

წალენჯიხაში, სავარაუდოდ, უკანონოდ მოპოვებული ხის მორებით სავსე სატვირთო ხრამში გადაიჩეხა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხის მორებით სავსე სატვირთო ხრამში გადაიჩეხა.

თურქმენეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

თურქმენეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ აშხაბადში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოსა და საპატიო კონსულის დოქტორ ჯერალდ ვოლმანის ორგანიზებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საპარლამენტო დედაქალაქ კეიპ თაუნში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიო დედაქალაქებშიც აღინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია.

120 დევნილ ოჯახს მცხეთაში ბინა გადაეცა

120 დევნილი ოჯახი მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა.

კუს ტბის მიმდებარე ფერდობის გამწვანება დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, კუს ტბის მიმდებარე ფერდობის აღდგენის მიზნით, გამწვანების მასშტაბური ღონისძიება გამართა.

თემქაზე მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა

თემქაზე, მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა და გადარჩა. 

ზუგდიდის ახლადარჩეულმა მერმა შვილთან ერთად საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნა

ზუგდიდის არჩეული მერი გიორგი შენგელია შვილთან და პარტიის აქტივისტებთან ერთად ქალაქის ტერიტორიის ნაწილი წინასაარჩევნო პლაკატებისგან გაასუფთავა.

დიღომში სამი წლის ბავშვი მერვე სართულიდან გადმოვარდა

დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე სამი წლის ბავშვი მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

გაზგასამართ სადგურზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში გაზგასამართ სადგირზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

თბილისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ს. ა. დააკავეს.

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაიბრუნა. აღნიშნულ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. 

“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ შს მინისტრს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას განცხადებით მიმართავს. 

სვანეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი იმართება

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წელს  პირველად მთაში, კერძოდ მესტიაში ორდღიანი ფესტივალით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მზადებისას და ღონისძიების დღეს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.