სოციალური სამსახური იზრუნებს, რომ უკრაინელი ბავშვები მინდობით აღზრდისთვის ერთ ოჯახს მიაბარონ

უკრაინელი ბავშვებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტო მინდობით აღზრდისთვის ერთ ოჯახს ეძებს.

სააგენტოში ამბობენ, რომ 10 მოზარდიდან ორი ქუთაისში, მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლში იმყოფება, ორი საავადმყოფოში მკურნალობს, ექვსი კი ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.

„რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში გვინდა, რომ ეს ბავშვები ერთად შევკრიბოთ, მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რომ შეძლონ ერთად, ოჯახურ გარემოში ცხოვრება“, - აღნიშნა წივწივაძემ.

დაკავებულის ადვოკატის ზურაბ თოდუას ინფორმაციით კი, უკრაინის მოქალაქის დაკავების საფუძველი ბავშვებთან ერთად მიმალვის საფრთხე გახდა, თუმცა მისთვის საქმის მასალები ჯერ არ გაუცნიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით უკრაინის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ი.ს. 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გურამ ნიკოლაშვილი: ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ინდექსით 2019 წელს საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

„ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ინდექსით 2019 წელს საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, შედეგი გაიუმჯობესა და 27-ე ადგილი დაიკავა ევროპის 45 ქვეყანას შორის“, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ თავისუფლების ბარომეტრის შეფასებაზე საუბრისას.

ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსზე: მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, სიტუაცია კონტროლირებადია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის პრევენციისა და მკურნალობისთვის მობილიზებულია რამდენიმე სამედიცინო კლინიკა და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებულ კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკში ადასტურებენ.

საქართველოში Waste Expo 2020 გაიმართა

USAID/CENN ნარჩენების მართვის პროგრამის, ამერიკის სავაჭრო პალატისა (AmCham) და ნარჩენების მართვის ასოციაციის (WMA) თანამშრომლობით, საქართველოში Waste Expo 2020 უკვე მეორედ გაიმართა.

ახალციხეში ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხეში, თამარ მეფის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ქალის ცხედარი იპოვეს. 

ტექნიკური უნივერსიტეტეტის ეგიდით საერთაშორისო კოლოკვიუმი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით, 23-28 თებერვალს, კახეთში, ლოპოტას ტბაზე, გაიმართა საერთაშორისო კვლევითი კოლოკვიუმი თემაზე - „ადამიანის უფლებები, როგორც ამოცანა და გამოწვევა დემოკრატიული საზოგადოებისთვის“. კოლოკვიუმის მოწყობის თაობაზე ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტს ფინანსური მხარდაჭერა კონრად ადენაუერის ფონდმა გაუწია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს საგარეო უწყება კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს.

ლარმა კვირა მკვეთრი გამყარებით დაასრულა

28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7905 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8042 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.37 თეთრი შეადგინა.

იდლიბში თურქ სამხედროებზე თავდასხმის ფაქტზე საქართველომ თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილისა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ონურ სევინის შორის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 თებერვლიდან 2 მარტამდე საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.

კორონავირუსის გამო, ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერებულია

კორონავირუსის გამო, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეაჩერა.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი: წელს 240 მლნ ლარის ღირებულების 110 პროექტს განვახორციელებთ

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის გიგა მანდარიას განცხადებით, კომპანია მიმდინარე წელს 100- ზე მეტი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

მილანიდან საქართველოში 97 მგზავრი შემოვიდა 

მილანიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი რეისი შესრულდა.

რუსთავში კაცს მატარებელი დაეჯახა

რუსთავში რკინიგზის სადგურზე ახალგაზრდა კაცს მატარებლი დაეჯახა. შუა ხნის მოქალაქე ადგილზე დაიღუპა.

თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსით 31 წლის ქალია დაინფიცირებული, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, დაინფიცირებულია 31 წლის ქალი, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა.

საქართველოს საელჩო საბერძნეთში ქართველ ემიგრანტებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში სალონიკსა და ათენში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების შესახებ იტყობინება და ქართველ ემიგრანტებს აფრთხილებს. 

რეგიონებში სკოლების მცირე რეაბილიტაციის პროექტები წელსაც 40 მლნ ლარით დაფინანსდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რეგიონებში სკოლების მცირე რეაბილიტაციის პროექტები წელსაც 40 მლნ ლარით დაფინანსდება.

ადამიანებს, რომლებსაც საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა იტალიაში იმყოფებოდნენ, ორკვირიანი თვითიზოლაციის რეკომენდაცია ეძლევათ

ადამიანებს, რომლებსაც საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებოდნენ, ორკვირიანი თვითიზოლაციის რეკომენდაცია ეძლევათ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Social  Impact Award 2020 იწყება

საქართველოს ბანკის და UNDP საქართველოს მხარდაჭერით Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს.

გამყრელიძე: აღებული 24 სინჯიდან, არ გამოვრიცხავთ კიდევ გამოვლინდეს კორონავირუსის შემთხვევა

"აღებული გვაქვს 24 სინჯი და დღეს მიმდინარეობს მათი გამოკვლევა ლუგარში დიდი ალბათობით, არ გამოვრიცხავთ, რომ გვქონდეს კიდევ ერთი შემთხვევა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.