წინასააღდგომოდ, „ჯორჯიან მანგანეზის“ ორგანიზებით, ჭიათურასა და ზესტაფონში საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართა

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ორგანიზებით, წინასააღდგომოდ, ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონსა და ზესტაფონში, დღის ცენტრ „ცხოვრების მეგზურში“, საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართა.

სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს „ჩვენი თეატრის“ მენტორები ეწვივნენ და 2-საათიანი ვორკშოპი გასართობი პროგრამის თანხლებით ჩაუტარეს.


სპეციალურად სააღდგომო თემატიკასთან ასოცირებული სხვადასხვა ფიგურა ბავშვებმა, დიზაინერ ანუკი არეშიძესთან, აღმზრდელებთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მოხატეს და გააფერადეს.


 



დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ბავშვებს, კომპანია „მოროზპროდუქტი ჯორჯიას“ პროდუქცია, კომპანიის დამფუძნებელთან ერთად გადასცა.


„ჯორჯინ მანგანეზმა“ ბავშვებს სააღდგომო პასკის ნამცხვარი, კვერცხები და სხვა ტკბილეული და პროდუქტი ჩაუტანა.


ვასილ გველესიანი, ზესტაფონის „ფეროშენადნობთა“ ქარხნის დირექტორი:


„ცხოვრების მეგზური“ საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე ორგანიზაციაა. რაც ვმუშაობ ფეროშენადნობთა ქარხანაში, მახსოვს, რომ აღნიშნული დღის ცენტრი ბავშვებზე ზრუნავს. წლების განმავლობაში ფეროშენადნობთა ქარხანა ამ ახალგაზრდებს, ბავშვებს, ხელმოკლე ოჯახის წარმომადგენლებს ხელს უმართავს.


მივესალმები ინიციატივას, რომელიც ანუკი არეშიძემ გამოიჩინა, 3-4 კვირაა, ბავშვები მათი დაფინანსებით და ხელშეწყობით, სწავლობენ თექას, სამკერვალო საქმეს და ისეთ თვისებებს იძენენ, რაც თითოეულ მათგანს ცხოვრებაში გამოადგება.


 



მიხარია, რომ კომპანია „მოროზპროდუქტმა“ ბავშვებს საჩუქრები - მრავალი სახეობის პროდუქტი ჩამოუტანა.


ჯამბულ ყიფშიძე, ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის დირექტორი:


„ბავშვებს აქვთ ყველაფერი, მაგრამ აკლიათ ადამიანებთან ურთიერთობა. არის ეს პრობლემა, რადგან პანსიონია და, ძირითადად, ჩაკეტილ სივრცეში უწევთ ცხოვრება. ნებისმიერი სტუმრის შემობრძანება ჩვენს სკოლაში მართლაც დღესასწაულია.


ქალბატონი ანუკი არეშიძე მზრუნველ ხელს და ყურადღებას არ აკლებს სკოლის აღსაზრდელებს, ყველა რელიგიურ დღესასწაულს ულამაზებს ჩვენს ბავშვებს. გამორჩული იყო საახალწლო ღონისძიება, როდესაც კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს ჩვენს ბავშვებს.


რაც შეეხება „ჯორჯიან მანგანეზს“, აღნიშნული კომპანია ჩვენს სკოლასთან უკვე 10 წელია, თანამშრომლობს და არაერთი სასიკეთო პროექტი განახორციელეს, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორს, აკაკი გურჯიძეს.



რუსუდან მუმლაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოვრების მეგზურის“ პრეზიდენტი:


„მიხარია, რომ დღეს სააღდგომო აქცია ჩატარდა, სტუმრად ჩამოვიდა დიზაინერი ანუკი არეშიძე, თანამშრომლებთან და კოლეგებთან ერთად, ასევე, კომპანია „მოროზპროდუქტის“ წარმომადგენლები, რომლებმაც წინასააღდგომო სიხარული და ბედნიერება აჩუქეს ჩვენს ბავშვებს, ჩამოუტანეს საჩუქრები, სამუშაო ხელსაწყოები, სამუშაო მასალა, რომლითაც ბავშვებმა შემდგომ უნდა შექმნან პროდუქცია და 1 ივნისს გამოფენა-გაყიდვა მოეწყოს.


ჩვენი ორგანიზაცია 20 წელია არსებობს, 20 წლის მანძილზე ამ ბავშვებთან საწარმოო-შემეცნებით პროგრამებს ვახორციელებთ, რამდენიმე გრანტის მფლობელიც ვართ, მაგრამ ორი თვის წინ, ქალბატონი ანუკი არეშიძის ხელმძღვანელობით, დაიგეგმა სრულიად ახალი მიმართულება ჩვენი ბავშვებისათვის... იმის გარდა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ დახმარებით, ბავშვები ქსოვას და კერვას სწავლობენ, დაემატა თექა და ფერწერა, ასევე სხვადასხვა ნაკეთობის შექმნა...



ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ბავშვების შემეცნებითი განვითარებისთვის. ისინი ეუფლებიან ისეთ პროფესიებს, რაც მომავალში გამოადგებათ, მათ ელემენტარულ საარსებო წყაროს მისცემს და მნიშვნელოვან შემოსავალს მოუტანს თვითონ ამ ბავშვებს.


ვიქტორია ბიკოვა - ბელორუსული კომპანია „მაროზპროდუქტის“ საქართველოს ფილიალის დირექტორი:


„გვინდა, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ ეს ბავშვები ცოტა ბედნიერები იყვნენ. უცხო ბავშვები არ არსებობენ. ყველა ბავშვი ჩვენია.


„ნაყინი უყვარს ყველას - უფროსებსაც და ბავშვებსაც, ამიტომ, გადავწყვიტეთ, სააღდგომოდ ბავშვები გაგვეხარებინა.


ჩვენი კომპანია ამ პროექტში საქართველოში ბელორუსიის საელჩოს მხარდაჭერით ჩაერთო. მადლობას ვუხდით პროექტში ჩართულ მხარეებს, ნამდვილად სასიკეთო საქმე გავაკეთეთ დღეს“.


„ვულოცავ ამ დღეს ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი იდენტობის საწყისის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თითოეული მოქალაქის ღირსებას იცავს!“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა

სტიქიამ სამი სოფელი გავაზი, ჭიკაანი და ახალსოფელი დააზარალა.

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები ეწვიენ

თბილისს, აშშ-საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები ეწვიენ.

ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდა

ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე
იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა
დინებამ წაიღო.

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.

ნათია თურნავა: „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ, მარნეულიდან ვულოცავ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ნათია თურნავამ მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ფალავნობას შინდისმა უმასპინძლა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ფალავნობა გაიმართა.

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღნიშნეს

ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის გამოცხადების 101 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა.

გახარია: "შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ზუგდიდელებს შესთავაზა განვითარების ის ისტორია, რომელიც გამოიარა უწყებამ, ქვეყანამ 1918 წლიდან დღემდე"

 შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, მას შემდეგ რაც ზუსტად 17:10 საათზე, 14 ქალაქში სახელმწიფო ჰიმნი ერთდროულად შესრულდა,დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე და
სამინისტროს მიერ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებზე 
ისაუბრა.

ივანე მაჭავარიანი: თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა

„თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სტეფანწმინდაში განაცხადა.

 

ახალციხის ციხეზე დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

ქალაქ ახალციხეში 26 მაისს რაბათის ციხის ტერიტორიაზე აღნიშნავენ. ტერიტორიაზე შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, კულტურული და საგამოფენო სივრცეებია მოწყობილი.

საქართველოს ქალაქებსა და მსოფლიოს დედაქალაქებში ერთდროულად საქართველოს ჰიმნი იმღერეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი იმღერეს.

ნათია თურნავა დამოუკიდებლობის დღეს მარნეულში მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს მარნეულში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურიდან მიულოცა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურში აღნიშნა. 

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად განათლების სამინისტრო მარნეულში სპეციალური პროგრამით წარსდგა

საქართველოს მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი მარნეულში სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეობს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთიანი კონცეფციით - „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” ტარდება.

 

გახარია: თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება უმძიმესი შრომა იმისთვის, რომ ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ვიზეიმოთ ერთიან ქვეყანაში

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მოქალაქეებსა და სტუმრებს უმასპინძლა.

შინდისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ფალავნობით აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ქართული ჭიდაობის ტურნირი - ფალავნობა მიმდინარეობს.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ფოთში 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებს ესწრება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა,ფოთში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო. 

გახარია დავით გარეჯთან დაკავშირებით: კომისიისა და მოლაპარაკებების შედეგი მისაღები უნდა იყოს ჩვენი ეკლესიისთვის და კულტურული მემკვიდრეობისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დავითგარეჯში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდში გამოეხმაურა.

26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ საკუთარი სტენდი წარმოადგინა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში,საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ, რუსთაველის გამზირზე,  გამოფენა „თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები“ წარმოადგინა.

ფინანსთა მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ჩრდილოეთის კარიბჭიდან მიულოცა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სსაქართელოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის 101 წლის თავი ლარს საბაჟო პუნქტიდან მიულოცა.