ლილიენ მორი პასკიე: ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს განუყოფელი ნაწილია

ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი.

ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიენ მორი პასკიემ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციას 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის შემდეგ, შეჩერებული აქვს ხმის უფლება, თუმცა ბოლო წლებია, მუდმივად ცდილობს ამ უფლების დაბრუნებას.

„ეს ერთგვარი კრიზისული სიტუაციაა. ჩვენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და მინისტრთა კომიტეტი ვფიქრობთ იმაზე, რომ ეფექტური და პოზიტიური გამოსავალი მოვძებნოთ ამ საპასუხისმგებლო და  პრობლემური სიტუაციიდან. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ევროპის კონტინენტის ყველა მოსახლეზე და იმის გამო, რომ ეს დელეგაცია არ არის ჩვენს შორის, ჩვენ ვიცავთ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც, თავის მხრივ, ასევე ნაწილია იმ 830 მილიონისა. მომხრე ვარ, რომ ერთად დავსხდეთ მაგიდასთან ვისაუბროთ და მოვძებნოთ გამოსავალი, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველა მხარისთვის.

ამ პრობლემის გამო ვერ წყდება ბევრი საკითხი, ფაქტია, რომ სიტუაცია უნდა გაუმჯობესდეს. ჯერჯერობით, ეს რჩება გამოწვევად, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ. ეს მოცემულობა ყველა ქვეყანაზე ახდენს გავლენას, ვთვლით, რომ მინისტრთა კომიტეტმა და საპარლამენტო ასამბლეამ უკეთესი მონიტორინგი უნდა წარმართონ იმის დასადგენად, თუ რა უნდა მოხდეს მაშინ, როცა რომელიმე დელეგაცია არღვევს ჩვენს წესდებას, როგორ შემოვირიგოთ ის, როგორ დავსვათ ის მოლაპარაკებების მაგიდასთან.

მიმაჩნია, რომ ახლა სანქციებზე მიდის დისკუსია, ჩვენ რეზოლუციაში უკვე ვთქვით, რომ ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს ვალდებულებები, მათ შორის, ფინანსურიც. ორივე ორგანოში მინისტრთა კომიტეტშიც და საპარლამენტო ასამბლეაშიც უნდა იმუშაოს ორგანიზაციამ და საწევროც გადაიხადოს. ახლა სანქციების სისტემაზე არის საუბარი. ახლა დიალოგის რეჟიმში ვართ და ვფიქრობ ეს დიალოგი სწორი არჩევანია“, – განაცხადა ლილიენ მორი პასკიემ.

მან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს პოზიციაზეც ისაუბრა და კომენტარი გააკეთა იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებშია.

„საქართველოს მიმართ ჩვენი პოზიცია ნათელია – ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას და ძალიან გვაღელვებს ეს ფაქტი. ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. იქ არსებული მდგომარეობის შესახებ ძირითადად ვეყრდნობით ხოლმე გენერალური მდივნის ანგარიშს, რომელიც გვაძლევს სრულ ინფორმაციას  საქართველოს თაობაზე. არსებობს შემაშფოთებელი ფაქტები და ეს ძალიან გვაღელვებს. ჩვენი შესაძლებლობები ამ თემებზე რეაგირებისთვის შედარებით შეზღუდულია, თუმცა მთავარი ის არის, რომ ურთიერთობები გამყარდეს ხალხებს შორის, ვგულისხმობ ხალხთა შორის დიალოგს, უნდა აღდგეს და გამყარდეს ნდობა. კონტაქტები ადამიანებს შორის არის ის, რაც მიგვიყვანს პრობლემის საბოლოო გადაწყვეტამდე, სიტუაცია ნამდვილად რთულია, მაგრამ სწორედ ნდობის აღდგენა შეიძლება იყოს გამოსავალი. იმ ხალხისთვის, რომლიც იქ ცხოვრობს, ვითარება ნამდვილად საშიშია, საქართველოს ხელისუფლება, ჩემი აზრით, ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ ადგილზე სიტუაცია გაუმჯობესდეს იმისთვის, რომ იქ ადამიანებს ცხოვრება გაუადვილდეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯია“, – აღნიშნა ლილიენ მორი პასკიემ.


მამუკა ბახტაძე: ბათუმში ხვალიდან ელექტრომობილების გაზიარების სერვისი დაინერგება

"სასიხარულოა, რომ თბილისის შემდეგ ხვალიდან  ბათუმში დაინერგება ელექტრომობილების გაზიარების სერვისი, ეს არის სერვისი, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვან ქალაქში სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით".

პრემიერი: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვქონდეს მედიათავისუფლება, რაც არის და იქნება უზრუნველყოფილი

„ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  საქართველოში გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედიაპლურალიზმი, მედიათავისუფლება, რაც არის და მომავალშიც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი“.

ავარია თბილისში - ტრაილერს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

დავით ქაშიაშვილი: პაატა სალიას არ სურდა, წამოვსულიყავით

ტელეკომპანია „რუსთავი2“ ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა. როგორც დავით ქაშიაშვილმა განაცხადა, პაატა სალიამ მათ დარჩენა შესთავაზათ, თუმცა უარი განაცხადეს:

აკაკი ზოიძე: ძნელია კორექტული სიტყვებით შეაფასო ის უტიფრობა, რასაც ბატონი ბარამიძე იჩენს

უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ C ჰეპატიტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მამუკა ბახტაძე: ოკუპაცია არის  გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს

"ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს ჩვენ".

საბა კიკნაძე: Ryanair-ის ჩვენს ავიაბაზარზე შემოსვლა მეტ ევროპელ ტურისტს მოიზიდავს და შესაძლოა, ე.წ. weekend ტურების განვითარებაც მოხდეს

„კავკასუს თრეველის“ დამფუძნებლის თქმით, Ryanair-ის შემოსვლით საქართველო ევროპისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

"რუსთავი2" -ს კურიერის ჟურნალისტები ტოვებენ

ტელეკომპანია "რუსთავი2" კურიერის ჟურნალისტების უმრავლესობამ  დატოვა.

ლაურა ღაჭავა: პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ხვალ,  22 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

უზბეკეთის ელჩი: საქართველო, მსოფლიო ბაზრებზე წვდომის გაფართოებისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის ელჩი შერზოდ ფაიზიევი საქართველო უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობები 25 წელს "პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს.

 

 

"რაინეარის" კომერციული დირექტორი - "ეს მხოლოდ დასაწყისია"  

ავიაკომპანია "რაინეარის" კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ბრაინმა ქართულ მხარესთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში საქართველომ ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბებისთვის დიდი საქმე გააკეთა.

ყაზბეგის N28-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგის N28-ში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

"არ მიმიღია გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე"

ჟურნალისტ ნინო შუბლაძის განცხადებით, მას ჰქონდა "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე შემოთავაზება თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია.

ტიმოთესუბნის ძეგლზე უნებართვოდ მოწყობილ კარადას დაშლიან

ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, თანამედროვე სამშენებლო მასალით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო უნებართვოდ მოაწყვეს.

მარიამ ქვრივიშვილი „Ryanair”-ის შემოსვლაზე : ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გერმანია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ავიაკომპანია „Ryanair”-ის შემოსვლას ეხმიანება.

სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველო გერმანიასთან თანამშრომლობას აღრმავებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გერმანიის რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტთან (BfR) თანამშრომლობას აღრმავებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი: „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ყოფილი ხელმძღვანელი აშანტაჟებს

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ბულინგის მსხვერპლი არიან, ყოფილი ხელმძღვანელი მათ ძალიან უხეშად აბულინგებს,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების წასვლაზე საუბრისას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბს ესროლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ მგუძირხვაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ე.წ. პრეზიდენტობის ერთ - ერთი კანდიდატის ოლეგ არშბას საარჩევნო შტაბს ესროლეს, წერს "აბხაზია ინფორმი".

საქართველოსა და აზერბაიჯანის საექსპერტო ჯგუფებმა საზღვრის მიდმებარე ტერიტორიები დაათვალიერეს

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთბზე ერთობლივ სამუშაოებს განაგრძობენ.

ლარი 0.79 თეთრით გაუფასურდა

21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9354 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9275 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.79 თეთრი შეადგინა.