ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე ნაბაკევის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობის პასუხისმგებაში მიცემას ითხოვენ

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია" ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე ოკუპირებული ნაბაკევის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელების იდენტიფიცირებას და მათ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. 

ცენტრის დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, მათ საქართველოს სახელმწიფო უწყებებს შესაბამისი თხოვნით მიმართეს.

„ვითხოვდით მათ იდენტიფიცირებას და მივმართეთ სუს-სა და პროკურატურას, მათ შსს-სი გადაგვამისამართეს, სადაც გვითხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ ვითხოვთ პასუხისგებაში მიცემას იმ ადამიანების, რადგანაც ირაკლი კვარაცხელია გაურკვეველ ვითარებაში ტყვეობაში, უკანონო პატიმრობაში გარდაიცვალა, რაც არის ჩვენი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. ჩვენმა იურისტებმა მოიპოვეს ინფორმაცია ნაბაკევის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობის შესახებ და დღეს ისევ მივმართავთ შსს-ს. ასევე, ვითხოვთ, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში პაიკები კი არა, მაღალი თანამდებობის პირები შეიყვანონ რუსეთის ფედერაციიდან, მათ შორის, ნაბაკევის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელები“, - გვითხრა ჯიშკარიანმა.

გარდა ამისა, „ემპათიამ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჟენევის ფორმატით, ასევე, რუსეთის ფედერაციას სოხუმის ექსპერტიზის დასკვნის გადმოცემის თხოვნითაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ამ დრომდე არ არის მზად სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა. ჯიშკარიანი განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნები მათ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში სარჩელის შესატანად სჭირდებათ.

ოკუპირებულ აფხაზეთში 11 მარტს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია 17 მარტს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, მან თავი მოიკლა.

ამ ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ახლობლებს და ამბობენ, რომ მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

ქვეყნის ოფიციალურ უწყებებში კი აცხადებენ, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა დაიდება.


ზვიად ძიძიგური: სააკაშვილს სანდრა რულოვსის საშუელბით უნდოდა ზუგდიდი პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად ექცია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსის საშუელბით ზუგდიდის პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად გადაქცევას ცდილობდა. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

ახალქალაქში კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

ახალქალაქში - ოპოზიციის მხარდამჭერის, კიმ კუნგოიანის დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ქართული და აზერბაიჯანული მხარეები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ექსპერტების დონეზე ეერთობლივად დაათვალიერებენ

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა დადემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა ბაქოში გაიმართა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში თბილისის დროით 20:28 საათზე თბილისიდან 59 კილომეტში, დმანისიდან 13 კილომეტრში, სოფელ სოღუთლოსთან მიწისძვრა მოხდა.

 

ზვიად ძიძიგური: ზუგდიდში გამარჯვება ჩვენთვის პრინციპული იყო

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა "ტვ პირველის" ეთერში, ზუგდიდში ჩატარებული შუალედური არჩევნების შეფასებისას სამეგრელოში "ქართული ოცნების" უპირატესობას გაუსვა ხაზი.

"საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრს 3 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადეს. 

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორის საქმეზე მუხლი დამძიმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გამოძიება გადააკვალიფიცირა.

კაჭრეთში, სტიქიის ადგილზე გურჯაანის მერი ჩავიდა

კაჭრეთში, სტიქიის ადგილზე გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი ჩავიდა. მისი ინფორმაციით, ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა დღეს საღამოსვე მოხდება.

აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმზე ევროპის სატრანსპორტო ქსელში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრირების საკითხი დააყენა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გერმანიაში ქალაქ ლაიფციგში 22-24 მაისს გაიმართა.

ცესკომ შუალედური არჩევნების მეორე ტურის სავარაუდო თარიღი დაასახელა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.

 

საქართველოს პრეზიდენტს 10 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

26 მაისი წელს ცოდნის გაზიარების მნიშვნელობას ეძღვნება და მისი სლოგანია - ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას ეძღვნება და მისი მთავარი საკომუნიკაციო ფრაზაა #გააზიარეცოდნა.

ნიკოლოზ ჩიქოვანი: ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილების პრობლემა გადაწყვეტილია

„ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანები, უახლოეს მომავალში, აღარ გადაადგილდება“, - ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა.

ძლიერმა ქარმა კახეთში კორპუსს სახურავი გადახადა

სტიქია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა.

ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა მიმართულია მომხმარებლის დასაცავად

საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა მიმართულია მომხმარებლის დასაცავად და ტარიფების ზრდას არ გამოიწვევს.

ტალიაშვილი: ბაგა-ბაღებში პროდუქტის შეტანა ხელშეკრულების გაწყვეტიდან მეორე დღესვე ოპერატიულად განხორციელდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თამარ ტალიაშვილმა ბაგა-ბაღაბთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს უპასუხა. 

ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, დღეს, ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ „ოქროს ტალღის“ 8 კატეგორიის ნომინანტებს ასახელებს

 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი „ოქროს ტალღას“ უმასპინძლებს. წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიას რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წელს უკვე მეექვსედ მართავს.

დეპუტატებისათვის საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამის განხორციელება დაიწყო

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ინიციატივითა და ორგანიზებით, პარლამენტში დეპუტატებისათვის პირველად ხორციელდება სასწავლო პროგრამა.

გურჯაანის საავადმყოფოში ერთმანეთს პაციენტი და კლინიკის ხელმძღვანელები დაუპირიპირდნენ

გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ერთმანეთს პაციენტი გიორგი ხეტეშვილი და კლინიკის ხელმძღვანელები დაუპირისპირდნენ.

გიორგი ხანიშვილი: საფრანგეთის ფინანსური კონტრიბუცია აგრარული დარგის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ილ დე ფრანსის რეგიონული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს, ჟერომ შარტიესა და საქართველოში საფრანგეთის ელჩა, პასკალ მენიეს შეხვდა.