ვენესუელა სამხედრო გადატრიალების ზღვარზეა

ვენესუელაში, საპრეზიდენტო არჩევნების წლისთავზე, სამხედრო ამბოხია. ქვეყანაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ოპოზიციის მხარეს, მადუროს რეჟიმის მთავარი დასაყრდენი, სამხედროებიც გადავიდნენ.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მხარეს გადასულ სამხედროებსა და ნიკოლას მადუროს მხარდამჭერ ჯარისკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა. ისმოდა სროლის ხმა. დაპირისპირებამდე რამდენიმე საათით ადრე, ხუან გუაიდომ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში გადასვლა დააანონსა. ვიდეო ერთ-ერთ სამხედრო ავიაბაზაზე არის გადაღებული.

მასობრივი სახალხო პროტესტი ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ კრიზისსა და მადუროს რეჟიმის მზარდ ავტორიტარიზმზე რეაგირებაა. მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელა მსოფლიოში ნავთობის უდიდეს რეზერვებს ფლობს, რომლის ოდენობაც, დაახლოებით, 290 მილიარდ ბარელს შეადგენს, ქვეყნის მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

სახალხო ამბოხი  ბოლო წელიწადის განმავლობაში  განსაკუთრებულ ფაზაში შევიდა, მას შემდეგ,  რაც, დარღვევებისა და გაყალბების ფონზე ჩატარებულ, 2018 წლის 20 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. თუმცა, ნიკოლას მადურომ პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნა.

 არჩევნების ლეგიტიმურობა დაგმო 50-მდე ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობამ და ,ასევე, საქართველომ.

პარალელურად,  არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარა რუსეთმა, ჩინეთმა, კუბამ და კიდევ 20-მდე სახელმწიფომ.

ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა განსაკუთრებით 2019 წლის 23 იანვარს აიწია, როცა ვენესუელის საკანონმდებლო ორგანოს, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მისი დროებითი პრეზიდენტობის ლეგიტიმურობის აღიარება მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ მადუროს მიერ კონტროლირებადმა ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ეროვნული ასამბლეა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და გააუქმა გადაწყვეტილება, ხუან გუაიდოს ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტად დანიშვნის შესახებ, რეალურად არაფერი შეცვლილა , თუ პირიქით არა, ქვეყანა ფართომასშტაბიანმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. 

 ვენესუელის კრიზისთან დაკავშირებით, პოლარიზებულია დიდი სახელმწიფოების პოზიცია.

რუსეთის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში ვენესუელას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია რუსული ენერგო და სამხედრო კომპანიების ინტერესები ვენესუელაში და რუსეთის სურვილი, შეინარჩუნოს სტრატეგიული კავშირები ამერიკის კონტინენტზე.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ  მადუროს დასაცავად რუსეთი შეეცდება, გამოიყენოს ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, რაც სამხედრო ან არასამხედრო გზებით რეჟიმის შენარჩუნებას გულისხმობს. რუსეთი, ამ მხრივ, სირიიის გამოცდილებასაც დაეყრდნობა.

რუსეთის ლიდერმა უკვე მოიწვია უშიშროების საბჭო, სადაც ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს. ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.

თეთრის სახლის პრესმდივანმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვენესუელაში არსებულ ვითარებას დეტალურად აკვირდება. ამასთან, რამდენიმე ამერიკელი სენატორი ვენესუელას არმიას ხუან გუაიდოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ამ ეტაპზე, რთული სათქმელია, როგორი სცენარით განვითარდება მოვლენები ვენუსუელაში და რა ბერკეტებს გამოიყენებენ  დიდი სახელმწიფოები 32-მილიონიან ქვეყანაში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად.

 

 


ეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ბალანსი ბიზნესსა და დასაქმებულების უფლებებს შორის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომენტარი გააკეთეს შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის შესახებ და განხილვის პროცესში ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაციის ნაკლებობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი და გამსაღებელი დაჯგუფების წინააღმდეგ ოპერაციას უცხოური მედია ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგისთვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავებას საერთაშორისო მედია ეხმაურება.

 
გიორგი ვოლსკი: კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რაც  ერთმანეთთან გვახასიათებდა

„კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა“.

საპატრიარქო: რუსეთის პატრიარქ კირილეს ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად

საქართველოს საპატრიარქოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რუსეთის პატრიარქის კირილის მიერ, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბასადმი მილოცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მისი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის, Meridian Capital Limited-ის შესახებ მედიაში გავრცელებულ  ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

სოფო კილაძე:  ბევრი რამ კეთდება, რათა ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა გავაუმჯობესოთ

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მთლიანად ხელისუფლება  ბევრს აკეთებს, რათა გავაუმჯობესოთ საქართველოს ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა".

 
სავალ მირზოევი: მჯერა, ქართველებთან ერთად არაქართველი მოსახლეობა მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ისეთი ქვეყნის მშენებლობაში, როგორზეც ყველა ვოცნებობთ

პარლამენტის წევრმა, სავალ მირზოევმა პლენარულ სხდომაზე, განცხადება გააკეთა და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სიმონ ნოზაძე ოპოზიციას: თქვენმა პოლიტიკამ კრახი განიცადა, თქვენ ტერიტორიების 22 პროცენტი დაკარგეთ

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მოხსენება შეაფასა.

რა წერია შრომის კოდექსის პროექტში - მამუკა მდინარაძის განმარტება

„ძალიან სამწუხაროა, რომ ინტერპრეტაციები, სპეკულაციები და აქედან გამომდინარე ვნებათაღელვა მოჰყვა კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაინიცერებული არ არის".

პარლამენტთან აქცია „სირცხვილია“ მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პარლამენტთან აქცია „სირცხვილია“ მიმდინარეობს.

ანრი ოხანაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებული პროცესი პარლამენტში გამჭვირვალედ წარიმართება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების პარლამენტის მიერ არჩევის პროცესთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

ევროპოლი არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე ინფორმაციას აქვეყნებს

ევროპოლი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრის დაკავებაზე ვებ-გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.

ციხელაშვილი: ჩვენი პოლიტიკა ადამიანზეა ფოკუსირებული და გათვლილი იმაზე, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის ნიადაგი მოამზადოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს პარლამენტში მოხსენებით წარსდგა.

მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეტალური განმარტებები უნდა გააკეთოს შეწყალებასთან დაკავშირებით

"პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეტალური განმარტებები უნდა გააკეთოს ამ შეწყალებასთან დაკავშირებით. მათ შორის, იმ ადამიანებმა, ვინც საბუთები მოამზადა, ამ სიაზე იმუშავა, შესაბამისი დოკუმენტები მიიღო, გაეცნო და გადასცა პრეზიდენტს".

სამუდამო პატიმრობა მისჯილმა პარლამენტს საკონსტიტუციო დავა მოუგო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სამუდამო  პატიმრობაში მყოფი ბადრი ბეჟანიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

 
ირაკლი სესიაშვილი: პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არანაირ ეჭვს და კითხვებს არ ბადებს.

ოთარ დანელია  გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა.

პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო.

„ჯორჯიან მანგანეზის” ხელშეწყობით, ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მონაწილეობა მიიღო.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ტექნიკური სამუშაოების გამო, 21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი.

ლევან ნიკოლეიშვილი: მამუკა ხაზარაძეს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს, ღალატი და მავნებლობაა

„მამუკა ხაზარაძეს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს, ღალატი და მავნებლობაა“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.