ჩაჩიბაია: 90-იან წლებში მომხდარი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტში რუსეთი იყო საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, 1990-იან წლებში მომხდარი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტში საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე იყო რუსეთი.

ამის შესახებ ჩაჩიბაიამ დღეს განაცხადა, თუმცა 30 აპრილს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 28 წლის იუბილეზე მან სხვა შინაარსის განცხადება გააკეთა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.


კერძოდ, გენშტაბის უფროსმა განაცხადა, რომ „28 წლის განმავლობაში არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ გადაუტანია ისეთი მძიმე ხანა, როგორიც თავდაცვის ძალებმა თავის მხრებზე გადაიტანა ოთხი ომი, უფრო სწორად სამი სამოქალაქო ომი და ერთი ფართო აგრესია რუსეთის ფედერალური სახელმწიფოს მხრიდან. მიუხედავად ყველაფრისა, თავდაცვის ძალები ფეხზე დგას, მოტივირებულია, ასრულებს თავის ამოცანას და მომავალშიც, ნებისმიერი გამოწვევის შემთხვევაშიც, მაღალ დონეზე შეასრულებს”.


გენშტაბის უფროსმა დღეს საზოგადოებას თხოვნით მიმართა „ ნუ შეეცდებიან ჩემი გამოსვლის ტექსტში ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას“.


“1990-იან წლებში მომხდარი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტში რუსეთი იყო როგორც დამგეგმარებელი, ასევე ის მონაწილეობდა მისი კონვენციური და არაკონვენციური ძალებით. რუსეთის მიერ ინსპირირებული და მხარდაჭერილი კონფლიქტების მე თავად გახლავართ მონაწილე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად. ჩვენ ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას. რა თქმა უნდა, ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი იყო საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე. ეს არის ჩემი და ყველა პატრიოტის, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველის პოზიცია“,-განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.


ზვიად ძიძიგური: სააკაშვილს სანდრა რულოვსის საშუელბით უნდოდა ზუგდიდი პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად ექცია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსის საშუელბით ზუგდიდის პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად გადაქცევას ცდილობდა. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

ახალქალაქში კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

ახალქალაქში - ოპოზიციის მხარდამჭერის, კიმ კუნგოიანის დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ქართული და აზერბაიჯანული მხარეები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ექსპერტების დონეზე ეერთობლივად დაათვალიერებენ

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა დადემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა ბაქოში გაიმართა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში თბილისის დროით 20:28 საათზე თბილისიდან 59 კილომეტში, დმანისიდან 13 კილომეტრში, სოფელ სოღუთლოსთან მიწისძვრა მოხდა.

 

ზვიად ძიძიგური: ზუგდიდში გამარჯვება ჩვენთვის პრინციპული იყო

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა "ტვ პირველის" ეთერში, ზუგდიდში ჩატარებული შუალედური არჩევნების შეფასებისას სამეგრელოში "ქართული ოცნების" უპირატესობას გაუსვა ხაზი.

"საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრს 3 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადეს. 

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორის საქმეზე მუხლი დამძიმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გამოძიება გადააკვალიფიცირა.

კაჭრეთში, სტიქიის ადგილზე გურჯაანის მერი ჩავიდა

კაჭრეთში, სტიქიის ადგილზე გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი ჩავიდა. მისი ინფორმაციით, ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა დღეს საღამოსვე მოხდება.

აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმზე ევროპის სატრანსპორტო ქსელში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრირების საკითხი დააყენა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გერმანიაში ქალაქ ლაიფციგში 22-24 მაისს გაიმართა.

ცესკომ შუალედური არჩევნების მეორე ტურის სავარაუდო თარიღი დაასახელა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.

 

საქართველოს პრეზიდენტს 10 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

26 მაისი წელს ცოდნის გაზიარების მნიშვნელობას ეძღვნება და მისი სლოგანია - ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას ეძღვნება და მისი მთავარი საკომუნიკაციო ფრაზაა #გააზიარეცოდნა.

ნიკოლოზ ჩიქოვანი: ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილების პრობლემა გადაწყვეტილია

„ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანები, უახლოეს მომავალში, აღარ გადაადგილდება“, - ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა.

ძლიერმა ქარმა კახეთში კორპუსს სახურავი გადახადა

სტიქია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა.

ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა მიმართულია მომხმარებლის დასაცავად

საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა მიმართულია მომხმარებლის დასაცავად და ტარიფების ზრდას არ გამოიწვევს.

ტალიაშვილი: ბაგა-ბაღებში პროდუქტის შეტანა ხელშეკრულების გაწყვეტიდან მეორე დღესვე ოპერატიულად განხორციელდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თამარ ტალიაშვილმა ბაგა-ბაღაბთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს უპასუხა. 

ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, დღეს, ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ „ოქროს ტალღის“ 8 კატეგორიის ნომინანტებს ასახელებს

 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი „ოქროს ტალღას“ უმასპინძლებს. წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიას რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წელს უკვე მეექვსედ მართავს.

დეპუტატებისათვის საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამის განხორციელება დაიწყო

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ინიციატივითა და ორგანიზებით, პარლამენტში დეპუტატებისათვის პირველად ხორციელდება სასწავლო პროგრამა.

გურჯაანის საავადმყოფოში ერთმანეთს პაციენტი და კლინიკის ხელმძღვანელები დაუპირიპირდნენ

გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ერთმანეთს პაციენტი გიორგი ხეტეშვილი და კლინიკის ხელმძღვანელები დაუპირისპირდნენ.

გიორგი ხანიშვილი: საფრანგეთის ფინანსური კონტრიბუცია აგრარული დარგის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ილ დე ფრანსის რეგიონული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს, ჟერომ შარტიესა და საქართველოში საფრანგეთის ელჩა, პასკალ მენიეს შეხვდა.