გომელაური: ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება

სახელმწიფო უსაფრთხპოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახური, როგორც წამყვანი უწყება, აქტიურად იყო ჩართული IPRM-ის შეხვედრებში.

ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

"ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება. საანგარიშო პერიოდში კვლავ გრძელდებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა. 

2018 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიდგომები არ შეცვლილა და კვლავ გამოიხატებოდა არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები სრულად კონტროლდებოდა და მართული იყო საოკუპაციო ძალის მიერ. ამავე დროს, იქ არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება, ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების სრული იგნორირება და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, საფრთხეს უქმნიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს.

ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები გამოწვევას წარმოადგენს, როგორც საქართველოსა და კავკასიის რეგიონის, ისე ევროპის უსაფრთხოებისთვის. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებულმა რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებმა, საანგარიშო პერიოდში, ათეულობით სხვადასხვა ტიპის სამხედრო წვრთნა ჩაატარეს.

2018 წელს კვლავ მიმდინარეობდა უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ საზოგადოებებს შორის ურთიერთობის მაქსიმალურად შეზღუდვა. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საოკუპაციო ძალა უკანონო დაკავებებსა და ე.წ. ბორდერიზაციას, საქართველოში სამოქალაქო აზრის ფორმირებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებს.

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ახდენდა ვითარების მონიტორინგს და აგრძელებდა მუშაობას აღნიშნული პროცესების წინააღმდეგ, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით.

უსაფრთხოების სამსახური, როგორც წამყვანი უწყება, აქტიურად იყო ჩართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებში. მიმდინარეობდა IPRM-ის ფარგლებში მოქმედი „ცხელი ხაზის“ ეფექტური გამოყენება",-განაცხადა გომელაურმა.


ზვიად ძიძიგური: სააკაშვილს სანდრა რულოვსის საშუელბით უნდოდა ზუგდიდი პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად ექცია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსის საშუელბით ზუგდიდის პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად გადაქცევას ცდილობდა. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

ახალქალაქში კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

ახალქალაქში - ოპოზიციის მხარდამჭერის, კიმ კუნგოიანის დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ქართული და აზერბაიჯანული მხარეები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ექსპერტების დონეზე ეერთობლივად დაათვალიერებენ

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა დადემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა ბაქოში გაიმართა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში თბილისის დროით 20:28 საათზე თბილისიდან 59 კილომეტში, დმანისიდან 13 კილომეტრში, სოფელ სოღუთლოსთან მიწისძვრა მოხდა.

 

ზვიად ძიძიგური: ზუგდიდში გამარჯვება ჩვენთვის პრინციპული იყო

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა "ტვ პირველის" ეთერში, ზუგდიდში ჩატარებული შუალედური არჩევნების შეფასებისას სამეგრელოში "ქართული ოცნების" უპირატესობას გაუსვა ხაზი.

"საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრს 3 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადეს. 

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორის საქმეზე მუხლი დამძიმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გამოძიება გადააკვალიფიცირა.

კაჭრეთში, სტიქიის ადგილზე გურჯაანის მერი ჩავიდა

კაჭრეთში, სტიქიის ადგილზე გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი ჩავიდა. მისი ინფორმაციით, ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა დღეს საღამოსვე მოხდება.

აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმზე ევროპის სატრანსპორტო ქსელში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრირების საკითხი დააყენა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გერმანიაში ქალაქ ლაიფციგში 22-24 მაისს გაიმართა.

ცესკომ შუალედური არჩევნების მეორე ტურის სავარაუდო თარიღი დაასახელა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.

 

საქართველოს პრეზიდენტს 10 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

26 მაისი წელს ცოდნის გაზიარების მნიშვნელობას ეძღვნება და მისი სლოგანია - ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას ეძღვნება და მისი მთავარი საკომუნიკაციო ფრაზაა #გააზიარეცოდნა.

ნიკოლოზ ჩიქოვანი: ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილების პრობლემა გადაწყვეტილია

„ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანები, უახლოეს მომავალში, აღარ გადაადგილდება“, - ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა.

ძლიერმა ქარმა კახეთში კორპუსს სახურავი გადახადა

სტიქია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა.

ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა მიმართულია მომხმარებლის დასაცავად

საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა მიმართულია მომხმარებლის დასაცავად და ტარიფების ზრდას არ გამოიწვევს.

ტალიაშვილი: ბაგა-ბაღებში პროდუქტის შეტანა ხელშეკრულების გაწყვეტიდან მეორე დღესვე ოპერატიულად განხორციელდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თამარ ტალიაშვილმა ბაგა-ბაღაბთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს უპასუხა. 

ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, დღეს, ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ „ოქროს ტალღის“ 8 კატეგორიის ნომინანტებს ასახელებს

 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი „ოქროს ტალღას“ უმასპინძლებს. წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიას რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წელს უკვე მეექვსედ მართავს.

დეპუტატებისათვის საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამის განხორციელება დაიწყო

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ინიციატივითა და ორგანიზებით, პარლამენტში დეპუტატებისათვის პირველად ხორციელდება სასწავლო პროგრამა.

გურჯაანის საავადმყოფოში ერთმანეთს პაციენტი და კლინიკის ხელმძღვანელები დაუპირიპირდნენ

გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ერთმანეთს პაციენტი გიორგი ხეტეშვილი და კლინიკის ხელმძღვანელები დაუპირისპირდნენ.

გიორგი ხანიშვილი: საფრანგეთის ფინანსური კონტრიბუცია აგრარული დარგის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ილ დე ფრანსის რეგიონული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს, ჟერომ შარტიესა და საქართველოში საფრანგეთის ელჩა, პასკალ მენიეს შეხვდა.