ახლოაღმოსავლური კრიზისი - ღაზას მოვლენების ქრონიკა

გასული შაბათი-კვირა (4-5 მაისი) განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა ისრაელი-პალესტინის დაპირისპირების პროცესში.

ღაზას სექტორში განხორციელებულ შეტაკებებს მსხვერპლი ორივე მხრიდან მოჰყვა და სიტუაციის ნებისმიერი სახით ესკალაცია არის მოსალოდნელი.


ყველაფერი პარასკევს დაიწყო, 3 მაისს, როდესაც ისრაელის მხარის მიერ, ადგილობრივ მეამბოხეებზე (იგულისხმება ღაზას სექტორში) იარაღის მიწოდების შეჩერების მოტივით განხორციელებულ ეკონომიკურ ბლოკადას მასიური პროტესტი მოჰყვა.


პალესტინური მოძრაობა "ისლამური ჯიჰადის" სნაიპერმა ორი ებრაელი სამხედრო დაჭრა. აღნიშნულს ისრაელმა საჰაერო დარტყმით უპასუხა, რასაც ორი მეამბოხე ემსხვერპლა.


მომხდარ ქმედებას პალესტინელმა მებრძოლებმა შაბათს მასიური სარაკეტო შეტევით უპასუხეს ისრაელის მიმართულებით და რამდენიმე ქალაქი და სოფელი დაბომბეს.



დღეს, 6 მაისს, დილით ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, უკანასკნელი 48 საათის მანძილზე, ღაზას სექტორიდან სამხრეთ ისრაელისკენ 690 ერთეული რაკეტა ისროლეს - მათგან 240, სახელმწიფოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ე.წ. რკინის გუმბათმა (Iron Dome missile defence system).


 


 


ისრაელმა კვირას, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრძანებით, საპასუხოდ საჰაერო და საარტილერიო იერიში მიიტანა ღაზას სექტორში დისლოცირებული ტერორისტულ ელემენტებზე. ამასთან, სპეციალურმა ძალებმა ორგანიზაცია "ჰამასის" (ირანის მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფება) ერთ-ერთი სავალე ლიდერი, ჰამდან ალ-ხოდარი ააფეთქეს ავტომობილში.


აქვე ებრაულმა გამომცემლობებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ სამხედროებმა გაანადგურეს ქალაქ ღაზაში არსებული ერთ-ერთი შენობა, სადაც ჰამასის ოფისები იყო განლაგებული. როგორც გაირკვა, შენობის ტერიტორიაზე საკუთარი წარმომადგენლობა გააჩნია თურქეთის სახელმწიფო მედია-საშუალება "ანადოლუს" და აღნიშნულს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის, ასევე მაღალი თანამდებობის პირების მწვავე რეაქცია მოჰყვა. საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშუღლუს განცხადებით, ისრაელის ქმედებები "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია".


დღეს გამთენიისას (ადგილობრივი დროით 04:30 სთ) ორგანიზაცია "ჰამასის" სატელევიზიო არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშნულს ებრაული მხარე ჯერჯერობით არ ადასტურებს. მათ შორის შუამავლობა ეგვიპტემ იკისრა, გაეროსა და კატარის დახმარებით.


ნეთანიაჰუს თქმით, ღაზას სექტორის გარშემო გაძლიერდება სატანკო, საარტილერიო და ქვეითი ძალების მობილიზება.


"ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი სრულად შეწყვეტს ცეცხლს, კონფლიქტურ ტერიტორიაზე შესაძლებელია მშვიდობის დამყარება.


მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ოფიციალურმა იერუსალიმმა, ღაზას სექტორის სიახლოეს, 40 კმ-ში არსებული ყველა საჯარო სკოლა დახურა და გახსნა რამდენიმე საზოგადოებრივი თავშესაფარი.



დროებით შეჩერდა ე.წ. თამარის გაზის საბადოზე (Tamar gas field) ბუნებრივი აირის მოპოვება.


 


აღნიშნული ტერიტორიიდან ისრაელი აქტიურად იღებს გაზს. ის მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ღმა წყლებში (90 კმ-ში), ხოლო მისი საპროდუქციო პლატფორმა დისლოცირებულია ისრაეწლის სანაპიროდან 25 კმ-ში.


 


ეს გამოწვეულია იმით, რომ ენერგეტიკული ობიექტი პალესტინური რაკეტების დაფარვის ზონაშია მოქცეული. „Tamar” ეკუთვნის აშშ-ისრაელის კონსორციუმებს - “Noble Energy”-ს და „Delek Drilling”-ს.


 


მიმდინარე მოვლენები უყურადღებოდად არ დაუტოვებია ირანის ხელისუფლებას. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ისრაელის უკონტროლო, "მხეცური" შეტევები ღაზაზე, რომელიც, მათი მტკიცებით, მხარდაჭრილია აშშ-ს მიერ.


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი 100%–ით უჭერს მხარს ებრაელთა პოლიტიკას და აფრთხილებს პალესტინას, რომ დაპირისპირება ვერაფერს დააკლებს ისრაელს და მეტ სიღარიბეს მოუტანს პალესტინელებს.


დამატებით აღსანიშნავია, რომ აშშ-ირანის დაპირისპირების გამო, ამერიკის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ოფიციალური თეირანს მნიშვნელოვანი გაფრთხილება გაუგზავნოს და ახლო აღმოსავლეთში საზღვაო/საჰაერო ძალების წარმომადგენლობა გაზარდოს. ისინი გზავნიან ავიამზიდ „Abraham Lincoln”-ს, ირანის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების შესამცირებლად. 


გაეროს გენერალურმა მდივანი ანტონიო გუტერიში ღაზას სექტორში არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მან დაგმო მომხდარი და ისრაელის მიმართ განხორციელებული სარაკეტო იერიშები. იგი ყველა მხარეს მოუწოდებს, მიიღონ შესაბამისი ზომები მშვიდობის აღსადგენად.


შეიარაღებულ დაპირისპირებას, ბოლო მონაცემებით, პალესტინის მხრიდან 23, ხოლო ისრაელის მხრიდან 4 ადამიანი ემსხვერპლა.


შაბათ-კვირას განვითარებული პროცესები ყველაზე მასშტაბურია 2014 წლის ივლის-აგვისტოში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ. აღნიშნულ წელს ისრაელმა სახმელეთო შეტევა განახორციელა ღაზას სექტორზე – სამი ებრაელი ახალგაზრდის გატაცების და მკვლელობის საპასუხოდ.


გაეროს მონაცემებით, 5 წლის წინანდელმა შვიდკვირიანმა დაპირისპირებამ 67 ებრაელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. ორგანიზაცია "ჰამასმა" და მისმა მოკავშირეებმა 4500-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს ისრაელის მიმართულებით, რასაც 6 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.


პალესტინის მხარეს 2251 ადამიანი, მათ შორის 1462 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.


მას შემდეგ პალესტინელი მეამბოხეები პერიოდულად ახორციელებენ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშებს.


ახლანდელი დაპირისპირება დაემთხვა პალესტინელ მუსლიმთა წმინდა რამადანის დაწყებას და ისრაელის მზადებას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.


 


 


მამუკა ბახტაძე: ბათუმში ხვალიდან ელექტრომობილების გაზიარების სერვისი დაინერგება

"სასიხარულოა, რომ თბილისის შემდეგ ხვალიდან  ბათუმში დაინერგება ელექტრომობილების გაზიარების სერვისი, ეს არის სერვისი, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვან ქალაქში სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით".

პრემიერი: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვქონდეს მედიათავისუფლება, რაც არის და იქნება უზრუნველყოფილი

„ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  საქართველოში გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედიაპლურალიზმი, მედიათავისუფლება, რაც არის და მომავალშიც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი“.

ავარია თბილისში - ტრაილერს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

დავით ქაშიაშვილი: პაატა სალიას არ სურდა, წამოვსულიყავით

ტელეკომპანია „რუსთავი2“ ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა. როგორც დავით ქაშიაშვილმა განაცხადა, პაატა სალიამ მათ დარჩენა შესთავაზათ, თუმცა უარი განაცხადეს:

აკაკი ზოიძე: ძნელია კორექტული სიტყვებით შეაფასო ის უტიფრობა, რასაც ბატონი ბარამიძე იჩენს

უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ C ჰეპატიტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მამუკა ბახტაძე: ოკუპაცია არის  გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს

"ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს ჩვენ".

საბა კიკნაძე: Ryanair-ის ჩვენს ავიაბაზარზე შემოსვლა მეტ ევროპელ ტურისტს მოიზიდავს და შესაძლოა, ე.წ. weekend ტურების განვითარებაც მოხდეს

„კავკასუს თრეველის“ დამფუძნებლის თქმით, Ryanair-ის შემოსვლით საქართველო ევროპისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

"რუსთავი2" -ს კურიერის ჟურნალისტები ტოვებენ

ტელეკომპანია "რუსთავი2" კურიერის ჟურნალისტების უმრავლესობამ  დატოვა.

ლაურა ღაჭავა: პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ხვალ,  22 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

უზბეკეთის ელჩი: საქართველო, მსოფლიო ბაზრებზე წვდომის გაფართოებისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის ელჩი შერზოდ ფაიზიევი საქართველო უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობები 25 წელს "პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს.

 

 

"რაინეარის" კომერციული დირექტორი - "ეს მხოლოდ დასაწყისია"  

ავიაკომპანია "რაინეარის" კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ბრაინმა ქართულ მხარესთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში საქართველომ ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბებისთვის დიდი საქმე გააკეთა.

ყაზბეგის N28-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგის N28-ში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

"არ მიმიღია გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე"

ჟურნალისტ ნინო შუბლაძის განცხადებით, მას ჰქონდა "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე შემოთავაზება თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია.

ტიმოთესუბნის ძეგლზე უნებართვოდ მოწყობილ კარადას დაშლიან

ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, თანამედროვე სამშენებლო მასალით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო უნებართვოდ მოაწყვეს.

მარიამ ქვრივიშვილი „Ryanair”-ის შემოსვლაზე : ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გერმანია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ავიაკომპანია „Ryanair”-ის შემოსვლას ეხმიანება.

სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველო გერმანიასთან თანამშრომლობას აღრმავებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გერმანიის რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტთან (BfR) თანამშრომლობას აღრმავებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი: „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ყოფილი ხელმძღვანელი აშანტაჟებს

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ბულინგის მსხვერპლი არიან, ყოფილი ხელმძღვანელი მათ ძალიან უხეშად აბულინგებს,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების წასვლაზე საუბრისას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბს ესროლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ მგუძირხვაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ე.წ. პრეზიდენტობის ერთ - ერთი კანდიდატის ოლეგ არშბას საარჩევნო შტაბს ესროლეს, წერს "აბხაზია ინფორმი".

საქართველოსა და აზერბაიჯანის საექსპერტო ჯგუფებმა საზღვრის მიდმებარე ტერიტორიები დაათვალიერეს

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთბზე ერთობლივ სამუშაოებს განაგრძობენ.

ლარი 0.79 თეთრით გაუფასურდა

21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9354 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9275 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.79 თეთრი შეადგინა.