ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის პირველი გამარჯვებული ნინო კალანდარიშვილი გახდა

ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული გამოვლენის პირველი ცერემონია ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა და წარდგენილი 7 ლაურიატი პირველი გამარჯვებულიც გამოვლინდა.

პირველი პრემია ორგანიზაცია „საუნჯეს“ მიერ წარდგენილ ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმდჯომარეს ნინო კალანდარიშვილს გადაეცა.
„გამიათმაგდა ენერგია, რომ გავაგრძელო მუშაობა მშვიდობის მშენებლობის საქმეში. ხშირად ამ საქმეს ჩუმად აკეთებ, არ ახმაურებ, შედეგს ვერ ასაჯაროებ, ხანდახან დაცინვისა და ირონიის ობიექტიც ხდები. ძალიან მიხარია, რომ ასეთ საზეიმო ვითარებაში ჩატარდა დღეს ეს ღონისძიება ყველაზე უფრო ევროპულ და მშვიდობიან ქალაქში“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა. 
ღონისძიებაზე ავსტრიელი ნობელის პრემიის ლაურიატი ქალის საქმიანობასა და ღვაწლზე მშვიდობის დარგში კიდევ ერთხელ ისაუბრეს. 
„ყველაზე მნიშვნელოვანია, ალბათ, გავიაზროთ, რომ სწორედ ზუგდიდიდან ვსაუბრობთ სამშვიდობო პოლიტიკაზე და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე. ამ ფუნქციას და ამ როლს ზუგდიდი წლების განმავლობაში უკვე ასრულებს. ის არის მოდერატორის როლის შემსრულებელი ამ პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიებთან. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აღინიშნოს ჩვენი ხედვები იმ პრობლემების დასაძლევად, რაც ჩვენს წიანშე არსებობს“, - თქვა ადამიამ.
შეხვედრაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს სტუმრებმა, მათ შორის სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ღონისძიება სწორედ ზუგდიდში იმართება, რადგან ზუგდიდი, ციხელაშვილის სიტყვებით, მშვიდობისმყოფელი გახდა ამ სფეროში. 
„დღეს ამ ადგილიდან ყველაზე რელევანტურია ბერტა ფონ ზუტნერის სიტყვების გამეორება „ძირს იარაღი“, სადაც სულ რამდენიმე კილომეტრში გრძელდება ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაცია, აკავებენ ადამინებს, ასობით ათას მოქალაქეს სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა არ ეძლევა. ეს ტკივილი იგრძნობდა აქ, მაგრამ აქვეა იმედი, რადგან ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მშვიდობით გაერთიანებისთვის უნდა გადავდგათ, უნდა დაიწყოს აქედან. დღეს მე შევხვდი აქ ადამიანებს, რომლებიც აუცილებლად შეიტანენ წვლილს. ჩვენ ერთად უნდა დავამარცხოთ მახინჯი მავთულხლართები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას ყოფს. ყველა სიმბოლო, რომელიც მშვიდობას დაიცავს და იტყვის ხმამაღლა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობაანდ და პრინციპულად დავამარცხოთ უსამართლობა, მხარდაჭერილია ჩვენგან. მიხარია, რომ ახალგაზრდები უდგას ამას სათავეში და მინდა უფრო მეტი გაერთიანდეს ამ იდეის გარშემო“, - განაცხადა მინისტრმა.

ღონისძიება, რომელიც ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის „ნდობა მშვიდობისთვის“ ინიციატივით გაიმართა, მუსიკალურად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის კამერულმა ორკესტრმა "ოპერის კამერატა" ლელა მჭედლიძის ხელმძღვანელობით გააფორმა. ცერემონია ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსთან საქართველოში თანამშრომლობით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით ჩატარდა.


„არემჯიში“ წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის თანახმად, „არემჯი“ 2018 წლიდან აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი პროგრამის განხორციელებაზე.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 60 ოჯახს კომპანია „ბი დეველოპმენტი“ დააკმაყოფილებს

კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბი დეველოპმენტი“.

 

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩის შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება.

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"კურიერი" ეთერში არ გასულა

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"- ზე  დღეს დილიდან ეთერში არ გასულა გადაცემა კურიერი. 

სალომე ზურაბიშვილმა, კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა.

 

ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდნენ

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების - ლელიანის, აფენისა და ჭაბუკიანის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნეს ლიდერთა ფორუმს გახსნის

28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნეს ლიდერთა ფორუმს გახსნის.

ქიბარ ხალვაში: რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო

"რუსთავი2"-ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის მეშვეობით, მოკლე კომენტარით ეხმაურება:

რაგბის 7 გულშემატკივარი თიბისისა და მასტერქარდისგან იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება!

#შეერკინემსოფლიოს

ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

მწვანე ბანაკის მოსწავლეებისთვის ლექცია გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს CENN-ის მწვანე ბანაკის “წყალი და ადამინის უფლებები “ მონაწილეები ესტუმრნენ.

ხვალ, მცხეთის წყალი მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 22 აგვისტოს, კომპანია მცხეთის წყალი, ქალაქ მცხეთაში, აღმაშენებლის ქ. N67-თან, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

23 და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერდის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება. 

ქვემო ქართლში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქონლის ქურდობის ფაქტებზე 3 პირი - 1984 წელს დაბადებული ვ.მ., 1998 წელს დაბადებული გ.მ. და 1995 წელს
დაბადებული ნ.კ. დააკავა.

უბედური შემთხვევა ლიბიის სანაპიროსთან - ნავის ჩაძირვის შედეგად ასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

არალეგალი მიგრანტებით სავსე ნავი ლიბიის სანაპიროსთან ახლოს ჩაიძირა.

მამუკა ბახტაძემ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

კურიერის წამყვანებმა "რუსთავი 2" დატოვეს

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხი დატოვეს. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღდა

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დაყადაღდა.

შემოსავლების სამსახური : გამოვლენილია ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 9 ფაქტი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური  ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტებტან დაკავსირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.

ქთევან ციხელაშვილი აიბღაზე : ეს რეგისტრაცია ისეთივე უკანონოა, როგორც 2009 წელს იყო, როცა ასეთი ჩანაწერი გაკეთდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს ადგილი, უკანონოა.