მეზვრიშვილი: ქუჩური გარჩევების კრიმინალიზაციით შსს კრიმინალური მენტალიტეტის წანააღმდეგ ბრძოლის ხაზს აგრძელებს

პარლამენტმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ე.წ. „ქუჩური გარჩევის“ შესახებ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან კანონპროექტის
შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა.

„როდესაც, 2018 წლის დაჭრების, ჯანმრთელობის დაზიანებების სტატისტიკას
გადავხედეთ, აღმოვაჩინეთ რომ, მათ გარკვეულ ნაწილს წინ უძღოდა ე.წ. „ქუჩური
გარჩევა“, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ კრიმინალიზირებული
არ არის. არ არსებობს სპეციალური ნორმა, რომელიც ასი პროცენტით უპასუხებს
ამ გამოწვევას. გვაქვს გარკვეული მუხლები - მუქარა ისჯება, იძულება ისჯება,
თუმცა, ამ საკითხის პირდაპირი მარეგულირებელი არ გაგვაჩნია, ამიტომ
გადავწყვიტეთ, იმ ფონზე, რომ ჩვენ პარლამენტის მხარდამჭერით ქურდული
სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობა გავამკაცრეთ, გადავწყვიტეთ
კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის ეს ხაზი გაგვეგრძელებინა.
„ქუჩური გარჩევების“ მარეგულირებელი კანონმდებლობა გახლავთ ამ ხაზის
ერთგვარი გაგრძელება, რომელიც არის დამყარებული, მათ შორის იმ პრაქტიკაზე,
რაზეც უკვე ვისაუბრე. სამასამდე შემთხვევა გამოვავლინეთ, როცა დაჭრების
გარკვეულ ნაწილს წინ უძღოდა „ქუჩური გარჩევა“. ჩვენ, რომ ეს კანონი
გვქონოდა, რა თქმა უნდა, გაცილებით ადრეულ ეტაპზე გვექნებოდა იმის
შესაძლებლობა, რომ ამგვარი შემთხვევები თავიდან აგვერიდებინა. მათ შორის,
ვიცით, რომ ხორავას ტრაგედიას წინ უძღოდა გარკვეული დაპირისპირება. ერთ-ერთ
კომიტეტზე მაგალითად მოვიტანე ეს ტრაგიკული შემთხვევა. ამ შემთხვევის
გარდა, პრაქტიკაში არსებობს კიდევ სხვა შემთხვევები, სადაც გარკვეულ
დანაშაულებს წინ უძღოდა „ქუჩური გარჩევები“ და საბედნიეროდ, არსებობს ისეთი
შემთხვევები, სადაც „ქუჩური გარჩევები“ არ გადაზრდილა მძიმე დანაშაულში.
საუბარია იმაზე, რომ ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ ქმედების დასჯა იმისთვის,
რომ უფრო მძიმე შედეგები ავირიდოთ თავიდან. მაგ: დავსაჯოთ „ქუჩური გარჩევა“
იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ მკვლელობების მცდელობა, რომელიც გახლავთ
განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. აქ იგულისხმება, რომ ისჯება
შეკრებებში მონაწილეობა. ამ შეკრებებს უკანონოდ აქცევს ის მეთოდები, რომლის
გამოყენებაც შეკრების დროს მოხდება, შეკრებაში მონაწილე პირების მხრიდან.
საუბარია ძალადობაზე, იძულებაზე, ძალადობის და იძულების მუქარაზე, პირადი
ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარაზე, ეს ქმედება
დაისჯება როგორც ჯარიმით, ისე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით და
თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით. გარკვეული დამამძიმებელი
გარემოებების შემთხვევაში სანქციები იქნება გაცილებით უფრო მკაცრი.“ -
განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


ზვიად ძიძიგური: სააკაშვილს სანდრა რულოვსის საშუელბით უნდოდა ზუგდიდი პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად ექცია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსის საშუელბით ზუგდიდის პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად გადაქცევას ცდილობდა. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

ახალქალაქში კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

ახალქალაქში - ოპოზიციის მხარდამჭერის, კიმ კუნგოიანის დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ქართული და აზერბაიჯანული მხარეები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ექსპერტების დონეზე ეერთობლივად დაათვალიერებენ

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა დადემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა ბაქოში გაიმართა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში თბილისის დროით 20:28 საათზე თბილისიდან 59 კილომეტში, დმანისიდან 13 კილომეტრში, სოფელ სოღუთლოსთან მიწისძვრა მოხდა.

 

ზვიად ძიძიგური: ზუგდიდში გამარჯვება ჩვენთვის პრინციპული იყო

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა "ტვ პირველის" ეთერში, ზუგდიდში ჩატარებული შუალედური არჩევნების შეფასებისას სამეგრელოში "ქართული ოცნების" უპირატესობას გაუსვა ხაზი.

"საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრს 3 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადეს. 

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორის საქმეზე მუხლი დამძიმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გამოძიება გადააკვალიფიცირა.

კაჭრეთში, სტიქიის ადგილზე გურჯაანის მერი ჩავიდა

კაჭრეთში, სტიქიის ადგილზე გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი ჩავიდა. მისი ინფორმაციით, ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა დღეს საღამოსვე მოხდება.

აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმზე ევროპის სატრანსპორტო ქსელში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრირების საკითხი დააყენა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გერმანიაში ქალაქ ლაიფციგში 22-24 მაისს გაიმართა.

ცესკომ შუალედური არჩევნების მეორე ტურის სავარაუდო თარიღი დაასახელა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.

 

საქართველოს პრეზიდენტს 10 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

26 მაისი წელს ცოდნის გაზიარების მნიშვნელობას ეძღვნება და მისი სლოგანია - ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას ეძღვნება და მისი მთავარი საკომუნიკაციო ფრაზაა #გააზიარეცოდნა.

ნიკოლოზ ჩიქოვანი: ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილების პრობლემა გადაწყვეტილია

„ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანები, უახლოეს მომავალში, აღარ გადაადგილდება“, - ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა.

ძლიერმა ქარმა კახეთში კორპუსს სახურავი გადახადა

სტიქია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა.

ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა მიმართულია მომხმარებლის დასაცავად

საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა მიმართულია მომხმარებლის დასაცავად და ტარიფების ზრდას არ გამოიწვევს.

ტალიაშვილი: ბაგა-ბაღებში პროდუქტის შეტანა ხელშეკრულების გაწყვეტიდან მეორე დღესვე ოპერატიულად განხორციელდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თამარ ტალიაშვილმა ბაგა-ბაღაბთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს უპასუხა. 

ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, დღეს, ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ „ოქროს ტალღის“ 8 კატეგორიის ნომინანტებს ასახელებს

 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი „ოქროს ტალღას“ უმასპინძლებს. წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიას რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წელს უკვე მეექვსედ მართავს.

დეპუტატებისათვის საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამის განხორციელება დაიწყო

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ინიციატივითა და ორგანიზებით, პარლამენტში დეპუტატებისათვის პირველად ხორციელდება სასწავლო პროგრამა.

გურჯაანის საავადმყოფოში ერთმანეთს პაციენტი და კლინიკის ხელმძღვანელები დაუპირიპირდნენ

გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ერთმანეთს პაციენტი გიორგი ხეტეშვილი და კლინიკის ხელმძღვანელები დაუპირისპირდნენ.

გიორგი ხანიშვილი: საფრანგეთის ფინანსური კონტრიბუცია აგრარული დარგის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ილ დე ფრანსის რეგიონული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს, ჟერომ შარტიესა და საქართველოში საფრანგეთის ელჩა, პასკალ მენიეს შეხვდა.