ნათია თურნავა - გვერდში დავუდგებით მეტალურგიურ საწარმოებს, გახდნენ უფრო ენერგოეფექტურები

მისასალმებელია, რომ „რუსთავის ფოლადი“ გეგმავს საწარმოს მთლიან განახლებას, რომ ის უფრო ენერგოეფექტური გახდეს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „რუსთავის ფოლადის" მეტალურგიულ ქარხანაში ვიზიტისას განაცხადა.

„ამისთვის იგეგმება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რომელთა წყალობითაც დაახლოებით 30%-ით შემცირდება ელექტროენერგიის მოხმარება, ჩვენ მათ გვერდში დავუდგებით ამ ამოცანების განხორციელებაში. ეს არის ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე, სამინისტრო ყველანაირად დაეხმარება, გვერდში ამოუდგება და ხელს შეუწყობს ასეთი საწარმოების განვითარებას და გადაიარაღებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1-ელი მაისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო. მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს ელექტროენერგიის საბაზრო ფასად შესყიდვის შესაძლებლობა მიეცათ. ბაზრის დერეგულირების რეფორმის ეს მიმართულება მნიშვნელოვანია პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოებისთვის, მათ შორის, „რუსთავის ფოლადისთვის“, რომ მათ გაზარდონ საკუთარი წარმოების ენერგოეფექტურობა და იფიქრონ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.


ქარხანაში ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ „რუსთავის ფოლადი“ ერთ-ერთი უძველესი მეტალურგიული საწარმოა არამარტო საქართველოში, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიაში. ასევე, როგორც აღინიშნა, საწარმო ახლა განახლების პროცესშია. მინისტრი ქარხნის ხელმძღვანელობას ამ პროცესშიც დაპირდა დახმარებას.


„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მეტალურგიულ ბიზნესს ყველანაირად დაუდგება გვერდში როგორც საგარეო, ისე შიდა ბაზარზე, მათ შორის უხარისხო ანალოგებისგან დაცვის კუთხით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ


„ჩვენ მხარში დავუდგებით, მათ შორის მსხვილ მეტალურგიულ საწარმოებს, რადგან ისინი ძალიან დიდი დამსაქმებლები არიან - 2000 კაცამდე მხოლოდ აქ, „რუსთავის ფოლადში“ მუშაობს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მინისტრის თქმით,უკვე მიმდინარეობს მუშაობა ანდიტემპინგურ კანონმდებლობაზე. „საწარმოს სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა, სამართლიანი კონკურენციის პირობების შემოღების კუთხით. ჩვენ ახლა ვამზადებთ და შემოგვაქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რაც არის აბსოლუტურად ცივილიზებული მიდგომა ბაზრის დემპინგური გამოვლინებებისგან დასაცავად, ვფიქრობთ, რომ ეს დიდად წაადგება ბიზნესს, მათ შორის მეტალურგიულ კომპლექსს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რუსთავში ასევე გაეცნო კიდევ ერთი მეტალურგიული ქარხნის „ჯეოსთილის“ საქმიანობას, რომელიც საქართველოში უცხოური ინვესტიცითაა შექმნილი.


 


სამხრეთ აფრიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოსა და საპატიო კონსულის დოქტორ ჯერალდ ვოლმანის ორგანიზებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საპარლამენტო დედაქალაქ კეიპ თაუნში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიო დედაქალაქებშიც აღინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია.

120 დევნილ ოჯახს მცხეთაში ბინა გადაეცა

120 დევნილი ოჯახი მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა.

კუს ტბის მიმდებარე ფერდობის გამწვანება დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, კუს ტბის მიმდებარე ფერდობის აღდგენის მიზნით, გამწვანების მასშტაბური ღონისძიება გამართა.

თემქაზე მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა

თემქაზე, მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა და გადარჩა. 

ზუგდიდის ახლადარჩეულმა მერმა შვილთან ერთად საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნა

ზუგდიდის არჩეული მერი გიორგი შენგელია შვილთან და პარტიის აქტივისტებთან ერთად ქალაქის ტერიტორიის ნაწილი წინასაარჩევნო პლაკატებისგან გაასუფთავა.

დიღომში სამი წლის ბავშვი მერვე სართულიდან გადმოვარდა

დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე სამი წლის ბავშვი მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

გაზგასამართ სადგურზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში გაზგასამართ სადგირზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

თბილისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ს. ა. დააკავეს.

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაიბრუნა. აღნიშნულ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. 

“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ შს მინისტრს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას განცხადებით მიმართავს. 

სვანეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი იმართება

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წელს  პირველად მთაში, კერძოდ მესტიაში ორდღიანი ფესტივალით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მზადებისას და ღონისძიების დღეს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

უცხოელი სპეციალისტები ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს გურიის რეგიონში გაეცნენ

ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები აზიური ფაროსანას საწინაღმდეგო ღონისძიებებს ამჯერად გურიის რეგიონში ეცნობიან.

"სოლიდარიბა მაღაროელებს" ამ სლოგანით ქუთაისის ცენტრში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეიკრიბნენ

ისინი მხარდაჭერას უცხადებენ მაღაროელებს და ამბობენ რომ 21-ე საუკუნეში ამ პირობებში და ამ ხელფასით ადამიანები არ უნდა მუშაობდნენ, აქციას შეუერთდა პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია.

საგამოძიებო სამსახურსა და ლიეტუვას შს სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკაში საგამოძიებო სამსახურის უფროსის სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება.

დაზიანებული ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები - ბათუმში ძლიერი ქარია

ბათუმში ამ წუთებში ძლიერი ქარია, რის გამოც ქუჩებში გადაადგილება სახიფათოა.

სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით თბილისსა და წალკაში 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის
ბრალდებით, 3 პირი დააკავა.

შსს-მ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე მალტის დროშით მცურავი ტანკერი "MARVEA" დააკავა 

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მალტის დროშით მცურავი ტანკერი "MARVEA" დააკავეს.


მარიამ ქვირივშვილი ICCA-ს პრეზიდენტს შეხვდა

ფრანკფურტში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენის IMEX 2019 ფარგლებში  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვირივიშვილი მსოფლიო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.