ცესკო ზუგდიდის საარჩევნო ოლქში რეგისტრატორების ბეჭდებს შეცვლის

ცესკო ზუგდიდის საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭედებს მთლიანად შეცვლის.

შესაბამისი გადაწყვეტილება ცესკომ ზუგდიდში 14 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო მიიღო.

როგორც ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, უწყებამ დამატებით ზომაზე  ყოველგვარი ეჭვისა და ინტერპრეტაციების გამოსარიცხად წავიდა.

"გუშინ, ზუგდიდის ოლქში გაურკვევლობა გამოიწვია საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის - კერძოდ, სამაგიდო სიების, საუბნო საარჩევნო კომისიისა და რეგისტრატორების ბეჭდების გადაცემის პროცესმა. გაკეთდა განცხადებები, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნების დარღვევას, რაც არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს.

ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.  საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს შესაბამის ინვენტარს და დოკუმენტაციას კანონის მოთხოვნების სრული დაცვით გადასცემს. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში უბნების რაოდენობის მიხედვით  ეს პროცესი  განაწილებულია რამდენიმე დღეზე და მიმდინარეობს საჯაროდ და გამჭვირვალედ.  კანონის შესაბამისად, სიების საბოლოო ვერსიის (მათ შორის სამაგიდო ვერსიის) გადაცემა უნდა მოხდეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა ( ანუ, ამ შემთხვევაში ამ დოკუმენტაციის გადაცემა 17 მაისამდე უნდა მოხდეს). ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემული   საუბნო საარჩევნო კომისიების ბეჭდებიც და რეგისტრატორების ბეჭდებიც დალუქულია კანონის შესაბამისად და მათი გახსნა მოხდება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ დროს და მათი რამე სახით წინასწარ გამოყენება შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ ინვენტარისა და დოკუმენტაციის გადაცემა ასეთ სახეს ატარებს ყოველი არჩევნების დროს და აბსოლუტურად კანონიერი პრაქტიკაა არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ სხვა საარჩევნო ოლქებშიც. 

ამის მიუხედავად, რამდენადაც ეს საკითხი გახდა სპეკულაციის საგანი და ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, თითქოს საარჩევნო ოლქის მიერ უბნების სათანადო ინვენტარითა და დოკუმენტაციით აღჭურვა იყო კანონდარღვევა და საფრთხეს უქმნიდა არჩევნებს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება  სამაგიდო სიების და ბეჭდების უკან - საოლქო კომისიაში დაბრუნებისა და მათი მოგვიანებით - ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ.

ამასთან, დამატებით, ყოველგვარი ეჭვისა და ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭედებს მთლიანად შეცვლის.

ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს არჩევნების ადმინისტრირებას მაღალი სანდოობითა და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ გამჭვირვალობასა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას და ნებისმიერ დროს მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა კითხვას საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.  ამავე დროს, ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს თუ გარეშე პირებს, რომ პატივისცემით მოეკიდონ არჩევნების პროცესს და ნუ შეეცდებიან არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ადმინისტრირების პროცესის შესახებ.  მსგავსი ფაქტების გამოსარიცხად,  ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად გააგრძელებს საზოგადოებასთან კომუნიკაციას  წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში",-განაცხადა ანა მიქელაძემ.


ირაკლი კობახიძე გერმანია-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზუგდიდელ ამომრჩევლებს მადლობას უხდის

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები შეაფასა და ამომრჩევლებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დასაქმებულებმა სავალდებულო მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს

მედიატორმა 2019 წლის 18 მაისს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასა და გაფიცულ დასაქმებულებს მიმართა და ითხოვა, მედიაციის პროცესში მონაწილეობის მზადყოფნის ან უარის გაცხადების წერილობით დადასტურება.

კობა გვენეტაძე: ,,მნიშვნელოვანია რამდენად წახალისებულნი არიან სტარტაპები"

საქართელოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს კრისტინ ლაგარდს ტექნოპარკში შეხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20 მაისის 24:00 საათიდან 21 მაისის დილის 05:00 საათამდე, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.

უკრაინის პრემიერ- მინისტრი თანამდებობას ტოვებს

უკრაინის პრემიერ მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი პოსტს ტოვებს. 

ნათია თურნავამ და ელიზაბეთ რუდმა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და აშშ- ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მიმდინარე საკითხები.

ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აბიტურიენტებისთვის STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 

„თქვენ იმყოფებით სივრცეში, რომლის ფართობიც 4 000 კვ.მეტრია დასრულიად უნიკალური, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და პროგრამებით არის უზრუნველყოფილი. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი ეპოქა და ნუ გაუშვებთ ამ შესაძლებლობას ხელიდან“.

ფერმერებს ბოსტნეული კულტურების მყნობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

ბოსტნეული კულტურების მყნობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ფერმერებს, აგრარული დარგის სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ტრენინგი ჩაუტარეს.

"ზუგდიდში კიდევ ერთხელ გამოიჩინა საზოგადოებამ მაღალი ღირსება - ხალხმა არ დაუშვა რევანში და არეულობა"

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ვატო შაქარიშვილი 2019 წლის 19 მაისის შუალერდურ და რიგგარეშე არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში აფასებს.

გიორგი ცუცქირიძე: „საქართველოს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, უფრო მაღალი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“

ეკონომიკის ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე საქართველოში კრისტინ ლაგარდის ვიზიტს აფასებს და ამბობს, რომ სსფ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებს.

ლარი გაუფასურდა

20 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.7470 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7424 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.46 თეთრი შეადგინა.
 

შოთა გულბანი: ქრისტინ ლაგარდის აქ ყოფნა ნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ბოლო პერიოდში საქართველოს საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმებს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) პრეზიდენტი შოთა გულბანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

მამუკა მდინარაძე : მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს მოუწია აღიარება, რომ მაიამიში მრავალმილიონიანი ქონება მათ ეკუთვნით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მაიამიში სააკაშვილის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს დადასტურებული ფაქტია.

თამარ ჩუგოშვილი: ჩვენ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, სიმშვიდე და არა ქაოსი და არეულობა

„ხელოვნური დაძაბულობების შექმნის მცდელობა გუშინაც ვიხილეთ, მაგრამ ეს მცდელობები სრული კრახით დასრულდა და ასეთივე კრახით დასრულდება მომავალშიც“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საერთაშორისო მდივანმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

სოსო არჩვაძე: ქრისტინ ლაგარდის ვიზიტი ღია მხარდაჭერაა საქართველოში მიმდინარე რეფორმების ახალი ტალღისადმი

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ქრისტიან ლაგარდის ვიზიტს ექსპერტები აფასებენ.

საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი ეწვევა

დღეს, 20 მაისს საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი, სტანისლავ კარჩევსკი და მისი თანმხლები დელეგაცია ეწვევა.

საქართველოს ბანკის ახალი იპოთეკური შეთავაზება - „ჩემი პირველი სახლი“

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, იპოთეკურ სესხზე ახალი აქციის დაწყების შესახებ განაცხადა. ის,  ვინც 2019 წლის 20 მაისიდან ისარგებლებს საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით, ჩაერთვება აქციაში - „ჩემი პირველი სახლი“.

თბილისის მერია ბაგა-ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულებას წყვეტს

ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგების პროცესში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზების გამო, თბილისის მერია კომპანია „ნილთან“  ხელშეკრულებას წყვეტს.  

ოთარ ანგურიძე: კრისტინ ლაგარდის ვიზიტი მთავრობის მიერ განხორციელებული მონეტარული პოლიტიკის ცალსახა მხარდაჭერაა

კრისტინ ლაგარდის ვიზიტი სავალუტო ფონდის მხრიდან ცალსახა მხარდაჭერაა, - ასე ეხმიანება ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის საქართველოში ვიზიტს.

წყალტუბოში ყოველწლიური ფორუმი "რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში" გაიმართება

21 მაისს, წყალტუბოში „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ მეოთხე ყოველწლიური ფორუმი „რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ გაიმართება.