საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებისთვის დეპუტატებს ჯილდოები გადაეცათ

დეპუტატებს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის აქტივობებში პროდუქტიული ჩართულობისთვის ჯილდოები გადაეცათ.

დეპუტატებს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის აქტივობებში პროდუქტიული ჩართულობისთვის ჯილდოები გადაეცათ
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.

დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის აქტივობებში ყველაზე ინტენსიური და პროდუქტიული ჩართულობისთვის კი, ჯილდოები დეპუტატებმა - ლევან კობერიძემ, ბექა ნაცვლიშვილმა და რომან გოცირიძემ მიიღეს.

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან, როგორც დიალოგის საპარლამენტო პლატფორმასთან ყველაზე აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ჯილდო, ასევე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის უფროსს, თამილა შაბაშვილს გადაეცა.

სტუმრები ბრიტანულმა საერთაშორისო ასოციაციამ - „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგმა“ დააჯილდოვა.

საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის მხარდამჭერთა, პარტნიორთა და მონაწილეთა ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელსაც „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის“ აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ფრედერიკ რ. ჰაიდ ჩემბერსმა და საერთაშორისო თავმჯდომარემ, კის იანგმა უმასპინძლეს, საქართველოს პარლამენტის წევრებმა საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება.

სიტყვით გამოსვლისას, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ბიზნესის ხელშეწყობაა.

„ჩვენი ამოცანა, პარლამენტარებისთვის, განსაკუთრებით, კომიტეტისთვის, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, არის არა მარტო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში რეფორმების გატარება, არამედ, ბიზნესის ხელშეწყობა, განსაკუთრებით, საფინანსო სფეროში. სახელმწიფო სექტორში დასაქმებული თითოეული ადამიანის ამოცანა გახლავთ, რამდენადაც შესაძლებელია, კერძო სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის, ხელის შეწყობა. მე და ჩვენი კომიტეტი თითოეული თქვენგანისთვის მსახურების რეჟიმში ვარ და ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით. ეს ჯილდოც ამას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს ბევრ საინტერესო ინიციატივაზე.

კახა კუჭავამ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებთან დაკავშირებით, ფართო და საჯარო დისკუსიების გამართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მიხარია, რომ ის საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, კარგ შედეგამდე მივიდა. ბევრი საინტერესო ინიციატივა გვაქვს, ძალიან ბევრ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა, შეუძლებელი იქნებოდა ამ წარმატების მიღწევა, რომ არა თქვენი მხარდაჭერა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრს და დონორ ორგანიზაციებს. რთული იქნებოდა, მათ გარეშე განვახორციელოთ ის ახალი ინიციატივები, რომელიც ძალიან გვჭირდება, განსაკუთრებით, ჩვენს კომიტეტს, რადგან, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების საკითხები ადრე არ იყო ისეთი აქტუალური, ამ საკითხებზე არ ხორციელდებოდა ფართო, საჯარო დისკუსიები და მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ დრო დადგა, არამედ, აუცილებელიც არის, რომ ყველამ ერთად მივიღოთ ამ პროცესებში მონაწილეობა“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას კახა კუჭავამ.

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან, როგორც დიალოგის საპარლამენტო პლატფორმასთან ყველაზე აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ჯილდოები, ასევე, სს „გალტ ენდ თაგარტს“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას (სემეკი) გადაეცათ.

დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით და ფონდ „კრისტალს“ მხარდაჭერით გაიმართა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


არჩილ თალაკვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოკლე დროში დავადგინოთ ახალუბანში მცხოვრები მოქალაქეების ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოფელ ახალუბანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტს ეხმაურება.

ბორჯომში საპატიო მოქალაქეები გამოავლინეს

სახალხო დღესასწაულზე „ბორჯომობა 2019“ საპატიო მოქალაქეები დაასახელეს.

რუსმა სამხედროებმა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა ამ დროისთვის არსებული ინფორემაციით, საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში - ფოტორეპორტაჟი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

დავით ზალკალიანი: ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კი რესურსი და საერთაშორისო მექანიზმი არსებობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში ჩავიდა და მოსახლეობას პირადად გაესაუბრა.

რომელ უბნებში მუშაობენ უკვე მართლწესრიგის ოფიცრები და როგორ დავუკავშირდეთ მათ

თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონს 117 მართლწესრიგის ოფიცერი ყავს, რომლებიც საკუთარ სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა

დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე დასრულდა ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი. ასპარეზობაზე ბოლოს 109 და +109 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ. 

რომან კაკულია: საერთაშორისო საზოგადოების თვალში ჩანს, რომ საერთაშორისო თამაშის წესებს საქართველოში პატივს სცემენ და მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობენ

„ფიტჩის“ მიერ საქართველოსთვის რეიტინგის შენარჩუნება მიუთითებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში ჩანს, რომ საერთაშორისო თამაშის წესებს ამ ქვეყანაში პატივს სცემენ და მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობენ, -

თამარ კიკნაძე: სახელმწიფო კონსორციუმს ყველაფერში გაყვა, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც სახელმწიფო ინტერესს აზიანებდა და სწორედაც მოიქცა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლის შესახებ, სოციალურ ქსელში, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე პოსტს აქვეყნებს.

გიორგი ცუცქირიძე: რეალურად ირკვევა, რომ ამერიკული ჯგუფი „კონტი“, კონსორციუმში ხაზარაძეს და კომპანიას დასჭირდათ ტენდერის მოსაგებად

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

 

ლადო ბოჟაძე: საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს ნებისმიერ შემთხვევაში და აშენდება კიდეც!

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე,  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლის შესახებ, სოციალურ ქსელში წერს.

ავტოავარიისას დაშავებული ქალი ქუთაისში გადაიყვანეს

ზუგდიდის ცენტრში მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული ქალი ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

გია აბაშიძე: სიმართლე საბოლოოდ გაცხადდა! ხაზარაძე-ჯაფარიძეს მოუწიათ იმის აღიარება, რომ „კონტი“ არც ყოფილა რეალურად ანაკლიის პროექტში

ექსპერტი გია აბაშიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება.

ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც იქნა აღიარეს, რომ "კონტი" რეალურად არც ყოფილა პროექტში

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დავით თვალაბეიშვილი: საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც

„საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც. მხოლოდ 2018 – 19 წლებში დაწყებული პროექტები ქვეყნის ეკონომიკაში მილიარდ დოლარზე მეტს ინვესტიციას მოიტანს".

თამარ მახარობლიძე: სახელმწიფომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მისცა ყველანაირი საშუალება გადაერჩინა საკუთარი მონაწილეობა ამ პროექტში და შეესრულებინა ვალდებულებები

სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

 

ქუთაისში სარდაფები გატეხეს

ქუთაისში აღმაშენებლის 11 ნომერში ორი სარდაფი გატეხეს.

ოთარ ანგურიძე:  „Fitch”-ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის

„Fitch”-ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა საქართველო სტაბილურად აგრძელებს ეკონომიკურ რეფორმებს, რაც აისახებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე

"სახალხო დღესასწაული "ბორჯომობა" დაიწყო

17 აგვისტოს, ბორჯომში, სახალხო ტრადიციული დღესასწაული „ბორჯომობა 2019“ აღინიშნება.

სოსო არჩვაძე: „Fitch” - ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა

„Fitch” - ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა,“.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება".