ოჯახური ძალადობის შემთხვევები გასულ წელთან შედარებით 99%-თაა გაზრდილი

2018 წელს ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დევნა დაიწყო 3955 პირის მიმართ, რაც გასულ წელთან შედარებით 99%-იანი ზრდის მაჩვენებელია.

„საქართველოს პროკურატურისთვის კვლავ პრიორიტეტია ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც, ასევე, აისახება მსხვერპლთა მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის გაზრდაშიც. 2018 წელს ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დევნა დაიწყო 3955 პირის მიმართ, რაც გასულ წელთან შედარებით 99%-იანი ზრდის მაჩვენებელია, - ნათქვამია პროკურატურის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ გასული წლის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, პროკურატურის მიერ ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ კვლავ ხორციელდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა. გაზრდილია პროკურორთა მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. კერძოდ, ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობებიდან 2018 წელს პატიმრობა მოთხოვნილი იყო 91%-ის მიმართ, რაც 2017 წელთან მიმართებაში ზრდის მაჩვენებელია.

გარდა ამისა, შემცირდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მაჩვენებელი. 2018 წელს საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა 12%-ის მიმართ, რაც 2017 წელთან შედარებით მკვეთრად კლების მაჩვენებელია“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ოჯახური დანაშაულის საქმეებზე საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად, პროკურატურის სისტემაში სპეციალიზაციის მიმართულება 2016 წლიდან დაინერგა, თუმცა, 2018 წელს ამ მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ, საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანების თანახმად, პროკურატურის ორგანოებში ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების, საპროცესო ხელმძღვანელობისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეფექტიანად განსახორციელებლად, ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, ასევე, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციით და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზე უფლებამოსილებას ახორციელებენ ის პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები, რომლებმაც ოჯახური დანაშაულის თემაზე სპეციალური სასწავლო კურსი გაიარეს.

საქართველოს პროკურატურის გასული წლის ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2018 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ოჯახური დანაშაულის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებით მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი გახდა პროცესის მონაწილე და აღიჭურვა მნიშვნელოვანი ფუნქციებით, მათ შორის, მოწმის ან დაზარალებულის მონაწილეობით მიმდინარე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე დასწრებისა და ამ მოქმედებების განმავლობაში, მათი ემოციური მხარდაჭერის ფუნქციით. კოორდინატორის ჩართვა პრიორიტეტულად ხდება ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის საქმეებში, სადაც დაზარალებული ობიექტურად საჭიროებს დახმარებას. კოორდინატორის ჩართვის მიზანია ამ კატეგორიის საქმეებში მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერა და გაძლიერება, სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება, ხელახალი ვიქტიმიზაციისა და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში გუშინ წარუდგინა. დოკუმენტი მოიცავს სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.


ზვიად ძიძიგური: სააკაშვილს სანდრა რულოვსის საშუელბით უნდოდა ზუგდიდი პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად ექცია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსის საშუელბით ზუგდიდის პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად გადაქცევას ცდილობდა. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

ახალქალაქში კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

ახალქალაქში - ოპოზიციის მხარდამჭერის, კიმ კუნგოიანის დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ქართული და აზერბაიჯანული მხარეები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ექსპერტების დონეზე ეერთობლივად დაათვალიერებენ

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა დადემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა ბაქოში გაიმართა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში თბილისის დროით 20:28 საათზე თბილისიდან 59 კილომეტში, დმანისიდან 13 კილომეტრში, სოფელ სოღუთლოსთან მიწისძვრა მოხდა.

 

ზვიად ძიძიგური: ზუგდიდში გამარჯვება ჩვენთვის პრინციპული იყო

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა "ტვ პირველის" ეთერში, ზუგდიდში ჩატარებული შუალედური არჩევნების შეფასებისას სამეგრელოში "ქართული ოცნების" უპირატესობას გაუსვა ხაზი.

"საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრს 3 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადეს. 

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორის საქმეზე მუხლი დამძიმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გამოძიება გადააკვალიფიცირა.

კაჭრეთში, სტიქიის ადგილზე გურჯაანის მერი ჩავიდა

კაჭრეთში, სტიქიის ადგილზე გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი ჩავიდა. მისი ინფორმაციით, ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა დღეს საღამოსვე მოხდება.

აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმზე ევროპის სატრანსპორტო ქსელში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრირების საკითხი დააყენა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გერმანიაში ქალაქ ლაიფციგში 22-24 მაისს გაიმართა.

ცესკომ შუალედური არჩევნების მეორე ტურის სავარაუდო თარიღი დაასახელა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.

 

საქართველოს პრეზიდენტს 10 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

26 მაისი წელს ცოდნის გაზიარების მნიშვნელობას ეძღვნება და მისი სლოგანია - ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას ეძღვნება და მისი მთავარი საკომუნიკაციო ფრაზაა #გააზიარეცოდნა.

ნიკოლოზ ჩიქოვანი: ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილების პრობლემა გადაწყვეტილია

„ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანები, უახლოეს მომავალში, აღარ გადაადგილდება“, - ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა.

ძლიერმა ქარმა კახეთში კორპუსს სახურავი გადახადა

სტიქია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა.

ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა მიმართულია მომხმარებლის დასაცავად

საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა მიმართულია მომხმარებლის დასაცავად და ტარიფების ზრდას არ გამოიწვევს.

ტალიაშვილი: ბაგა-ბაღებში პროდუქტის შეტანა ხელშეკრულების გაწყვეტიდან მეორე დღესვე ოპერატიულად განხორციელდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თამარ ტალიაშვილმა ბაგა-ბაღაბთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს უპასუხა. 

ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, დღეს, ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ „ოქროს ტალღის“ 8 კატეგორიის ნომინანტებს ასახელებს

 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი „ოქროს ტალღას“ უმასპინძლებს. წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიას რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წელს უკვე მეექვსედ მართავს.

დეპუტატებისათვის საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამის განხორციელება დაიწყო

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ინიციატივითა და ორგანიზებით, პარლამენტში დეპუტატებისათვის პირველად ხორციელდება სასწავლო პროგრამა.

გურჯაანის საავადმყოფოში ერთმანეთს პაციენტი და კლინიკის ხელმძღვანელები დაუპირიპირდნენ

გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ერთმანეთს პაციენტი გიორგი ხეტეშვილი და კლინიკის ხელმძღვანელები დაუპირისპირდნენ.

გიორგი ხანიშვილი: საფრანგეთის ფინანსური კონტრიბუცია აგრარული დარგის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ილ დე ფრანსის რეგიონული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს, ჟერომ შარტიესა და საქართველოში საფრანგეთის ელჩა, პასკალ მენიეს შეხვდა.