2018 წელს დანაშაულის ჩადენაში მხილებულ არასრულწლოვანთა 59% დაექვემდებარა განრიდებას

„2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი გამოყენებულ იქნა 497 არასრულწლოვნისა და 18-დან 21 წლამდე ასაკის 400 პირის მიმართ, რაც არასრულწლოვნების შემთხვევაში 2017 წელთან შედარებით ზრდის მაჩვენებელია“.

 ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ გასული წლის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 2018 წელს დანაშაულის ჩადენაში მხილებულ არასრულწლოვანთა საერთო რაოდენობის 59% დაექვემდებარა განრიდებას. ის არასრულწლოვნები კი, რომელთა მიმართაც დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, ძირითად შემთხვევაში არ აკმაყოფილებდნენ განრიდების პირობებს. 2018 წელს განრიდებამდე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 34 არასრულწლოვნის მიმართ, რაც განრიდებულთა საერთო რაოდენობის 7%-ს შეადგენს.

ასევე, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, შემცირებულია მძიმე დანაშაულზე განრიდების მაჩვენებელი არასრულწლოვნებში, კერძოდ, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 497 არასრულწლოვნიდან 199-ს წარმოადგენს, რაც განრიდებულ არასრულწლოვანთა საერთო რაოდენობის 40%-ია.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა ახორციელებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეების მუდმივ მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ პროკურორები არასრულწლოვნის მიმართ განრიდების გადაწვეტილებას დროულად იღებენ, დაბალია სასამართლოდან საქმეთა განრიდების მიზნით დაბრუნების მაჩვენებელი - 2018 წელს განრიდებული 497 არასრულწლოვნიდან სასამართლოს მიერ საქმე განრიდების მიზნით მხოლოდ 29 შემთხვევაში დაბრუნდა.

დოკუმენტის მიხედვით, არასრულწლოვანთა მიმართ ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება აისახა ბრალდებულ არასრულწლოვანთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელზეც. კერძოდ, 2018 წელს პატიმრობა მოთხოვნილი იქნა არასრულწლოვანთა 8.3%-ის მიმართ, რაც 2017 წელთან შედარებით კლების მაჩვენებელია. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას, 2018 წელს სასამართლოს მიერ პატიმრობა შეეფარდა არასრულწლოვანთა 7%-ს.

2018 წელს განაჩენი გამოტანილ იქნა 181 არასრულწლოვნის მიმართ, აქედან გამართლდა მხოლოდ 9 არასრულწლოვანი.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში გუშინ წარუდგინა. დოკუმენტი მოიცავს სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.


ზვიად ძიძიგური: სააკაშვილს სანდრა რულოვსის საშუელბით უნდოდა ზუგდიდი პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად ექცია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსის საშუელბით ზუგდიდის პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად გადაქცევას ცდილობდა. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

ახალქალაქში კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

ახალქალაქში - ოპოზიციის მხარდამჭერის, კიმ კუნგოიანის დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ქართული და აზერბაიჯანული მხარეები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ექსპერტების დონეზე ეერთობლივად დაათვალიერებენ

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა დადემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა ბაქოში გაიმართა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში თბილისის დროით 20:28 საათზე თბილისიდან 59 კილომეტში, დმანისიდან 13 კილომეტრში, სოფელ სოღუთლოსთან მიწისძვრა მოხდა.

 

ზვიად ძიძიგური: ზუგდიდში გამარჯვება ჩვენთვის პრინციპული იყო

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა "ტვ პირველის" ეთერში, ზუგდიდში ჩატარებული შუალედური არჩევნების შეფასებისას სამეგრელოში "ქართული ოცნების" უპირატესობას გაუსვა ხაზი.

"საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრს 3 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადეს. 

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორის საქმეზე მუხლი დამძიმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გამოძიება გადააკვალიფიცირა.

კაჭრეთში, სტიქიის ადგილზე გურჯაანის მერი ჩავიდა

კაჭრეთში, სტიქიის ადგილზე გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი ჩავიდა. მისი ინფორმაციით, ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა დღეს საღამოსვე მოხდება.

აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმზე ევროპის სატრანსპორტო ქსელში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრირების საკითხი დააყენა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გერმანიაში ქალაქ ლაიფციგში 22-24 მაისს გაიმართა.

ცესკომ შუალედური არჩევნების მეორე ტურის სავარაუდო თარიღი დაასახელა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.

 

საქართველოს პრეზიდენტს 10 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

26 მაისი წელს ცოდნის გაზიარების მნიშვნელობას ეძღვნება და მისი სლოგანია - ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას ეძღვნება და მისი მთავარი საკომუნიკაციო ფრაზაა #გააზიარეცოდნა.

ნიკოლოზ ჩიქოვანი: ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილების პრობლემა გადაწყვეტილია

„ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანები, უახლოეს მომავალში, აღარ გადაადგილდება“, - ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა.

ძლიერმა ქარმა კახეთში კორპუსს სახურავი გადახადა

სტიქია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა.

ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა მიმართულია მომხმარებლის დასაცავად

საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა მიმართულია მომხმარებლის დასაცავად და ტარიფების ზრდას არ გამოიწვევს.

ტალიაშვილი: ბაგა-ბაღებში პროდუქტის შეტანა ხელშეკრულების გაწყვეტიდან მეორე დღესვე ოპერატიულად განხორციელდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თამარ ტალიაშვილმა ბაგა-ბაღაბთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს უპასუხა. 

ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, დღეს, ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ „ოქროს ტალღის“ 8 კატეგორიის ნომინანტებს ასახელებს

 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი „ოქროს ტალღას“ უმასპინძლებს. წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიას რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წელს უკვე მეექვსედ მართავს.

დეპუტატებისათვის საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამის განხორციელება დაიწყო

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ინიციატივითა და ორგანიზებით, პარლამენტში დეპუტატებისათვის პირველად ხორციელდება სასწავლო პროგრამა.

გურჯაანის საავადმყოფოში ერთმანეთს პაციენტი და კლინიკის ხელმძღვანელები დაუპირიპირდნენ

გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ერთმანეთს პაციენტი გიორგი ხეტეშვილი და კლინიკის ხელმძღვანელები დაუპირისპირდნენ.

გიორგი ხანიშვილი: საფრანგეთის ფინანსური კონტრიბუცია აგრარული დარგის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ილ დე ფრანსის რეგიონული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს, ჟერომ შარტიესა და საქართველოში საფრანგეთის ელჩა, პასკალ მენიეს შეხვდა.