აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში წელს 4 217 პოლისია გაცემული

სახელმწიფო ბიუჯეტიდან აგროდაზღვევის პროგრამისთვის წელს 8 მილიონი ლარი გამოიყო.

საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ფარგლებში გაცემულია 4 217 პოლისი, საიდანაც 3,381 პოლისი კახეთის რეგიონში გაიცა.

მიმდინარე წელს, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 8 სადაზღვევო კომპანია. სურვილის შემთხვევაში, პროგრამაში ჩართვა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ლიცენზირებულ  სადაზღვევო კომპანიას შეუძლია.

წინა წლების მსგავსად, სახელმწიფო სადაზღვევო პოლისის ღირებულების თანადაფინანსებას ყველა კულტურაზე 70%-ით, ხოლო ვაზზე 50% - ით  განახორციელებს.

აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეუძლია ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს  5 ჰა  (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე ნებისმიერ ბენეფიციარი, რომელიც ფლობს მაგალითად 30 ან 100 ჰა ფართობის ნაკვეთს, 5 ჰა  მიწის ნაკვეთის დაზღვევისას  შეძლებს სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს. 

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო  რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (ციტრუსოვანი კულტურებისთვის).

წლიდან წლამდე პროექტი ცვლილებებს განიცდის და საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით იხვეწება. 2018 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, აგროდაზღვევის სახელმწიფო  პროგრამაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, დაზღვევას ექვემდებარება მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალი. აღნიშნული ცვლილება 2019 წელსაც იმოქმედებს. მოცდის პერიოდი და სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4 დღის ვადითაა განსაზღვრული.

2014- 2018 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში:

•  გაცემულია 81 453 პოლისი;

•  დაზღვეულია  71 413  ჰა ფართობი;

•  დაიზღვა საერთო ჯამში 551 366 395 ლარის მოსავალი;

• დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან, სახელმწიფომ 33 854 463 ლარის სუბსიდირება მოახდინა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო. დაწყების დღიდან დღემდე, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში  ანაზღაურებული ზარალი 35 304 952 მლნ. ლარს შეადგენს.

პროგრამის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება,  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის  შენარჩუნება და რისკების (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა) შემცირებაა.

 


სამხრეთ აფრიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოსა და საპატიო კონსულის დოქტორ ჯერალდ ვოლმანის ორგანიზებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საპარლამენტო დედაქალაქ კეიპ თაუნში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიო დედაქალაქებშიც აღინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია.

120 დევნილ ოჯახს მცხეთაში ბინა გადაეცა

120 დევნილი ოჯახი მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა.

კუს ტბის მიმდებარე ფერდობის გამწვანება დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, კუს ტბის მიმდებარე ფერდობის აღდგენის მიზნით, გამწვანების მასშტაბური ღონისძიება გამართა.

თემქაზე მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა

თემქაზე, მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა და გადარჩა. 

ზუგდიდის ახლადარჩეულმა მერმა შვილთან ერთად საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნა

ზუგდიდის არჩეული მერი გიორგი შენგელია შვილთან და პარტიის აქტივისტებთან ერთად ქალაქის ტერიტორიის ნაწილი წინასაარჩევნო პლაკატებისგან გაასუფთავა.

დიღომში სამი წლის ბავშვი მერვე სართულიდან გადმოვარდა

დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე სამი წლის ბავშვი მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

გაზგასამართ სადგურზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში გაზგასამართ სადგირზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

თბილისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ს. ა. დააკავეს.

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაიბრუნა. აღნიშნულ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. 

“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ შს მინისტრს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას განცხადებით მიმართავს. 

სვანეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი იმართება

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წელს  პირველად მთაში, კერძოდ მესტიაში ორდღიანი ფესტივალით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მზადებისას და ღონისძიების დღეს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

უცხოელი სპეციალისტები ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს გურიის რეგიონში გაეცნენ

ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები აზიური ფაროსანას საწინაღმდეგო ღონისძიებებს ამჯერად გურიის რეგიონში ეცნობიან.

"სოლიდარიბა მაღაროელებს" ამ სლოგანით ქუთაისის ცენტრში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეიკრიბნენ

ისინი მხარდაჭერას უცხადებენ მაღაროელებს და ამბობენ რომ 21-ე საუკუნეში ამ პირობებში და ამ ხელფასით ადამიანები არ უნდა მუშაობდნენ, აქციას შეუერთდა პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია.

საგამოძიებო სამსახურსა და ლიეტუვას შს სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკაში საგამოძიებო სამსახურის უფროსის სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება.

დაზიანებული ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები - ბათუმში ძლიერი ქარია

ბათუმში ამ წუთებში ძლიერი ქარია, რის გამოც ქუჩებში გადაადგილება სახიფათოა.

სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით თბილისსა და წალკაში 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის
ბრალდებით, 3 პირი დააკავა.

შსს-მ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე მალტის დროშით მცურავი ტანკერი "MARVEA" დააკავა 

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მალტის დროშით მცურავი ტანკერი "MARVEA" დააკავეს.


მარიამ ქვირივშვილი ICCA-ს პრეზიდენტს შეხვდა

ფრანკფურტში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენის IMEX 2019 ფარგლებში  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვირივიშვილი მსოფლიო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.