გიორგი შენგელია: „ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება“

„ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება“, - ამის შესახებ  "ქართული ოცნების"  ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ანაკლიაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

გიორგი შენგელიას განმარტებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან ამ პორტში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება და მუნიციპალიტეტის სწრაფი ეკონომიური განვითარება მოხდება.

 მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის თქმით, ანაკლიაში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილია 6 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელება, მათ შორის საბავშვო ბაღის მშენებლობა, კაფე-რესტორნის და ხიდის რეაბილიტაცია.

  "საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განვაგრძობთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღეს შევხვდით ანაკლიის მოსახლეობას და მათ იმ პრიორიტეტების შესახებ ვესაუბრეთ, რაც ჩვენი მთავარი უპირატესობაა. აღსანიშნავია, რომ ანაკლიაში ხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, აშენდება ადაპტირებული და კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი, ანაკლიასა და განმუხურში ხორციელდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, აღდგება ამფითეატრი, ზღვამდე მისასვლელი ბილიკები, განხორციელდება კაფე-რესტორნის და ხიდის რეაბილიტაცია. ანაკლიაში ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ კერძო სახლებისთვის მიგვენიჭებინა ნომრები, აღნიშნული პროცესი დაწყებულია და ძალიან მალე დასრულდება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი - ანაკლიის პორტში ძალიან ბევრი ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და ეს პორტი ახალ პერსპექტივას გაუხსნის ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.


ივანე მაჭავარიანი: ბიზნესი თავისუფალია, საგადასახადო ტვირთი საკმაოდ დაბალია

ამბიციურ ეკონომიკურ ზრდაზე რომ ვსაუბრობთ, ნიშნავს იმას, რომ ეს ზრდა თავისთავად არ მოვა - ამისთვის მნიშვნელოვანია ხელებდაკაპიწებულებმა ვიმუშაოთ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში.

ავჭალაში რამდენიმე პირი დააკავეს - შსს მიზეზს არ ასახელებს

ავჭალაში სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

ტერაქტი ავღანეთის მეჩეთში – დაღუპულთა შორის არიან ბავშვები

ავღანეთის აღმოსავლეთში, მეჩეთში, პარასკევის ლოცვის დროს მომხდარმა ორმა აფეთქებამ 62 ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გოდერძი ჩოხელის სახლ–მუზეუმი მის მშობლიურ სოფელში იხსნება

ცნობილი ქართველი რეჟისორის და მწერლის გოდერძი ჩოხელის სახლ–მუზეუმი მის მშობლიურ სოფელ ჩოხში ხვალ, 19 ოქტომბერს გაიხსნება.

საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი 21 ნოემბრამდე შეირჩევა

საქართველოს პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს.

ივანე მაჭავარიანი: ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, 2021 წელს ვუმასპინძლოთ აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას

"ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, 2021 წელს ვუმასპინძლოთ აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

ირაკლი გაჩეჩილაძე: საპროკურორო საბჭო ემსახურება პროკურატურის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე

„საპროკურორო საბჭო ემსახურება პროკურატურის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე“, - ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ განაცხადა.

ამირან გულუაშვილი: მინდა, მივულოცო საქართველოს პროკურატურას პროკურორთა საბჭოს 6 წევრის არჩევა

„მინდა, მივულოცო საქართველოს პროკურატურას პროკურორთა საბჭოს 6 წევრის არჩევა“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს ახლადარჩეულმა წევრმა, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს აუდიტორული ფირმის შესარჩევი პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა

საქართველოს პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს.

 

თადუმაძე: ადამიანები, რომლებიც დიპლომზე კითხვებს სვამენ, პასუხებს არ ისმენენ, შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ

"ჩემს დიპლომთან დაკავშირებით სამართლებრივი განმარტება გავაკეთე, თუ ვინმემ ვერ გაიგო ეს პასუხები, შეუძლია გადაახვიოს და თავიდან ნახოს, ან შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ",- ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ საკუთარ დოპლომთან დაკავშირებით განაცხადა. 

შალვა თადუმაძე: ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ

„ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ“, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

გოგი ოთხმეზური პოლიტიკაში მოსვლაზე პირველ კომენტარს აკეთებს

გოგი ოთხმეზური, რომლის ვაჟის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე თვის წინ შეიწყალა, პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს.

თბილისში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად ახალი სისტემა უახლოეს მომავალში ამოქმედდება

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს პროექტს, რაც ჭკვიანი შუქნიშნების მოწყობას ითვალისწინებს.

თადუმაძე "პროგრეს ბანკზე: თუ შესაბამისი დასკვნა იარსებებს, ნებისმიერ ბანკთან დაკავშირებით იქნება რეაგირება

"ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოების დასკვნის საფუძველზე ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. თუ ასეთი დასკვნა იარსებებს, ნებისმიერ ბანკთან დაკავშირებით იქნება შესაბამისი რეაგირება",-ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ, "პროგრეს ბანკში"  ფულის შესაძლო გათეთრების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ენერგეტიკის პანელს მოდერატორობას "ბლუმბერგ ევროპა"-ს დირექტორი კონსტანტინ კოტზიასი გაუწევს

22 ოქტომბერს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი"-ს ენერგეტიკის პანელს მოდერატორობას "ბლუმბერგ ევროპა"-ს დირექტორი კონსტანტინ კოტზიასი გაუწევს.

ჭიათურის მაღაროში, სადაც მუშა დაიღუპა, სამუშაოები მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა

ჭიათურის მაღაროს იმ მიწისქვეშა უბანზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამუშაოები მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა.

ირაკლი კოვზანაძე: 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შრომატევადი სამუშაო გველოდება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ  კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობას ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.

6 თვეში ყველაზე მეტი თვითმკვლელობა თბილისში მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის იანვარი - ივნისის მონაცემებით, 6 თვეში თვითმკვლელობის ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში მოხდა.

კონსერვატორიის მაგისტრანტი სიმონ ჩაჩანიძე კონსერვატორიაში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს

19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში "ნიჭიერთა ათწლედი", კონსერვატორიის მაგისტრანტი სიმონ ჩაჩანიძე ბრიფინგს გამართავს.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელს მოდერატორობას BBC-ს მსოფლიოს ახალი ამბების წამყვანი აარონ ჰესელჰარსტი გაუწევს

22 ოქტომბერს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელს "მომგებიანი ვაჭრობა” მოდერაციას გაუწევს BBC-ს მსოფლიოს ახალი ამბების წამყვანი, ცნობილი ჟურნალისტი აარონ ჰესელჰარსტი.

ბექა დავითულიანი: მერიის საქმიანობაში რეალურ პრობლემებს ვერ პოულობენ და სილულელეებს იგონებენ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციის ბრალდებებს უტიფრობა და ზღვარს გადასული უწოდა.