„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი ფორმატის შეხვედრები, სადაც საუბარია შავი ზღვის რეგიონის და საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების საკითხებზე“

ბათუმში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომები დასრულდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო ღონისძიების ბოლო შეხვედრაზე - ეკონომიკურ სავაჭრო ტექნოლოგიურ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დელეგატებმა თემაზე - „მწვანე ეკონომიკა და ლურჯი განვითარება“ მოხსენების პროექტი მოისმინეს და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს.
კომიტეტის სხდომაზე განსახილველ საკითხზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მწვანე ეკონომიკის განვითარება ქვეყნის გაცხადებული პრიორიტეტია და შესაბამისად, ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკის განხორციელებაში, აჭარაც აქტიურად მონაწილეობს.
„აჭარაში ეკონომიკური და საინვესტიციო პროცესები აქტიურად მიმდინარებს. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც სწორედ „მწვანე ეკონომიკის” გაძლიერებას ითვალისწინებს. ამ მხრივ აღსანიშნავია, ნარჩენების მართვის პროექტი - პირველად აჭარაში თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების მართვის სისტემა დაინერგება და ტურისტულ ქალაქში არსებული არასტანდარტული, თვითნებური ნაგავსაყრელის პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება. მნიშვნელოვანი ინსვესტიციები იდება მთის განვითარების კუთხით, რადგან „მწვანე ეკონომიკის“ გაძლიერების მთავარ საფუძველს მაღალმთიანი აჭარის განვითარება წარმოადგენს. ამ კუთხით, 19 მასშტაბური საინვესტიციო პროექტი უკვე მიმდინარეობს, სადაც 133 მლნ. ლარია ინვესტირებული“, - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.
მისივე ინფორმაციით, მთის განვითარების მიმართულებით, სპორტული და ეკო ტურიზმის, ასევე მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტების განხორციელება იგეგმება, რაც გარემოს დაცვას და ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს.

მინისტრი ქობულეთში, ცოტა ხნის წინ, ნახევარმილიარდიანი საინვესტიციო პროექტის დაწყების მნიშვნელობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ პროექტის მიხედვით, 70% რეკრიაციული ზონის მოწყობა იგეგმება.
„ბოლო მონაცემებით, აჭარას 2 მილიარდზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა. ტურიზმი რეგიონის წამყვანი დარგია და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ სფეროს კიდევ უფრო განვითარებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია აჭარა იქცეს 4 სეზონზე გათვლილ ტურისტულ ლოკაციად და რეგიონს ამისი უდიდესი პოტენციალი ნამდვილად გააჩნია“, - აღნიშნა მინისტრმა.
კომიტეტის სხდომის დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო აქტივობები დაგეგმეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
ბათუმში გამართული ორდღიანი სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ოთარ დანელიამ შეაჯამა.
„ბათუმში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებები - შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტების სხდომები გაიმართა. ჩვენთვის ასეთი ფორმატის შეხვედრებს, სადაც საუბარია შავი ზღვის რეგიონზე, საპარლამენტო დიპლომატიაზე და იმ პოტენციალზე, რომელიც მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ, დიდი მნიშვნელობა აქვს. საკომიტეტო სხდომების ფარგლებში სახალხო დამცველის ინსტიტუტზე, მისი აპარატის საქმიანობაზე მოხსენებები მოვისმინეთ და ასევე ვიმსჯელეთ ქვეყნის განვითარებაში მწვანე ეკონომიკის როლზე. კომიტეტების სხდომებზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით გენერალურ ასამბლეას შესაბამისი დოკუმენტაცია წარედგინება“, - განაცხადა საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ოთარ დანელიამ.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომებს რეგიონის 9 ქვეყნის 40-მდე დეპუტატი დაესწრო. საქართველოს პარლამენტიდან აღნიშნულ ღონისძიებას ოთარ დანელია, ზაზა გაბუნია და რამაზ ნიკოლაიშვილი ესწრებოდნენ.


მამუკა ბახტაძე: ბათუმში ხვალიდან ელექტრომობილების გაზიარების სერვისი დაინერგება

"სასიხარულოა, რომ თბილისის შემდეგ ხვალიდან  ბათუმში დაინერგება ელექტრომობილების გაზიარების სერვისი, ეს არის სერვისი, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვან ქალაქში სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით".

პრემიერი: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვქონდეს მედიათავისუფლება, რაც არის და იქნება უზრუნველყოფილი

„ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  საქართველოში გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედიაპლურალიზმი, მედიათავისუფლება, რაც არის და მომავალშიც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი“.

ავარია თბილისში - ტრაილერს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

დავით ქაშიაშვილი: პაატა სალიას არ სურდა, წამოვსულიყავით

ტელეკომპანია „რუსთავი2“ ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა. როგორც დავით ქაშიაშვილმა განაცხადა, პაატა სალიამ მათ დარჩენა შესთავაზათ, თუმცა უარი განაცხადეს:

აკაკი ზოიძე: ძნელია კორექტული სიტყვებით შეაფასო ის უტიფრობა, რასაც ბატონი ბარამიძე იჩენს

უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ C ჰეპატიტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მამუკა ბახტაძე: ოკუპაცია არის  გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს

"ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს ჩვენ".

საბა კიკნაძე: Ryanair-ის ჩვენს ავიაბაზარზე შემოსვლა მეტ ევროპელ ტურისტს მოიზიდავს და შესაძლოა, ე.წ. weekend ტურების განვითარებაც მოხდეს

„კავკასუს თრეველის“ დამფუძნებლის თქმით, Ryanair-ის შემოსვლით საქართველო ევროპისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

"რუსთავი2" -ს კურიერის ჟურნალისტები ტოვებენ

ტელეკომპანია "რუსთავი2" კურიერის ჟურნალისტების უმრავლესობამ  დატოვა.

ლაურა ღაჭავა: პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ხვალ,  22 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

უზბეკეთის ელჩი: საქართველო, მსოფლიო ბაზრებზე წვდომის გაფართოებისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის ელჩი შერზოდ ფაიზიევი საქართველო უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობები 25 წელს "პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს.

 

 

"რაინეარის" კომერციული დირექტორი - "ეს მხოლოდ დასაწყისია"  

ავიაკომპანია "რაინეარის" კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ბრაინმა ქართულ მხარესთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში საქართველომ ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბებისთვის დიდი საქმე გააკეთა.

ყაზბეგის N28-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგის N28-ში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

"არ მიმიღია გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე"

ჟურნალისტ ნინო შუბლაძის განცხადებით, მას ჰქონდა "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე შემოთავაზება თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია.

ტიმოთესუბნის ძეგლზე უნებართვოდ მოწყობილ კარადას დაშლიან

ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, თანამედროვე სამშენებლო მასალით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო უნებართვოდ მოაწყვეს.

მარიამ ქვრივიშვილი „Ryanair”-ის შემოსვლაზე : ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გერმანია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ავიაკომპანია „Ryanair”-ის შემოსვლას ეხმიანება.

სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველო გერმანიასთან თანამშრომლობას აღრმავებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გერმანიის რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტთან (BfR) თანამშრომლობას აღრმავებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი: „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ყოფილი ხელმძღვანელი აშანტაჟებს

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ბულინგის მსხვერპლი არიან, ყოფილი ხელმძღვანელი მათ ძალიან უხეშად აბულინგებს,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების წასვლაზე საუბრისას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბს ესროლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ მგუძირხვაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ე.წ. პრეზიდენტობის ერთ - ერთი კანდიდატის ოლეგ არშბას საარჩევნო შტაბს ესროლეს, წერს "აბხაზია ინფორმი".

საქართველოსა და აზერბაიჯანის საექსპერტო ჯგუფებმა საზღვრის მიდმებარე ტერიტორიები დაათვალიერეს

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთბზე ერთობლივ სამუშაოებს განაგრძობენ.

ლარი 0.79 თეთრით გაუფასურდა

21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9354 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9275 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.79 თეთრი შეადგინა.