მავნე პროგრამა „GozNym“: საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში კიბერდანაშაულებრივი ქსელი დაიშალა

უპრეცედენტო, საერთაშორისო სამართალდამცავი ოპერაციის შედეგად დაიშალა  კომპლექსური, გლობალური მასშტაბით მოქმედი და ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელი.

დანაშაულებრივი ქსელი მავნე პროგრამა „GozNym-ის“ გამოყენებით ცდილობდა დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარის მოპარვას 41 000-ზე მეტი დაზარალებულისგან, რომელთა უმრავლესობას ბიზნესები და მათი ფინანსური დაწესებულებები შეადგენდა.

აშშ-ის ქალაქ პიტსბურგის ფედერალურ ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის მიერ გამოქვეყნებული  ბრალდების შესახებ დადგენილებით, „GozNym-ის“ დანაშაულებრივი ქსელის ათ წევრს ბრალი წარედგინა შემდეგი დანაშაულების ჩადენის მიზნით წინასწარ შეთანხმებაში:

- დაზარალებულთა კომპიუტერების ინფიცირება მავნე პროგრამა „GozNym-ით“, რომელიც სპეციალურად იყო შექმნილი დაზარალებულთა ინტერნეტ-ბანკის საავტორიზაციო მონაცემების ხელში ჩასაგდებად;

- მოპოვებული საავტორიზაციო მონაცემების გამოყენებით, დაზარალებულთა ინტერნეტ-საბანკო ანგარიშებზე თაღლითური და უნებართვო წვდომის მიღება;

- დაზარალებულთა საბანკო ანგარიშებიდან თანხების მოპარვა და ბრალდებულთა მიერ კონტროლირებადი ამერიკული და უცხოური ბენეფიციარი ბანკების ანგარიშების მეშვეობით მათი ლეგალიზება.

ოპერაციის მიმდინარეობისას, ჩხრეკები ჩატარდა ბულგარეთში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში. ბრალდების შესახებ დადგენილების საფუძველზე, რამდენიმე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მოლდოვაში, საქართველოში, უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ოპერაციის წარმატება მიღწეული იქნა მასში მონაწილე ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს (ბულგარეთი და გერმანია), ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებს, მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას შორის სამართალდამცავი კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად. საქმეს მხარს უჭერდნენ ევროპოლი, ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტო, ასევე, ევროჯასტი, ევროპის კავშირის იუსტიციის ერთიანი ორგანო. ეს ოპერაცია წარმოაჩენს, თუ როგორ შეიძლება წარმატებით განხორციელდეს ოპერაციები მრავალ ქვეყანაში, მტკიცებულებების გაზიარების და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად.

კიბერდანაშაული, როგორც მომსახურება

„GozNym-ის“ ქსელი წარმოადგენდა მაგალითს ცნებისა „კიბერდანაშაული, როგორც მომსახურება,“ რაც მოიცავდა სხვადასხვა დანაშაულებრივ მომსახურებას, როგორიცაა შეუღწევადი ჰოსტინგური დომენები, უკანონოდ მოპოვებული თანხების გადამცემთა ქსელი, მავნე პროგრამების დაშიფვრა ანტივირუსების მიერ მათი დაფიქსირების გართულების მიზნით, ე.წ. „სპამერები“, პროგრამისტები, ორგანიზატორები და ტექნიკური მხარდაჭერა.

ბრალდებულები თავიანთ სპეციალიზებულ ტექნიკურ უნარებს და მომსახურებას რეკლამირებას უწევდნენ იატაქვეშა, რუსულენოვან კრიმინალურ ინტერნეტ-ფორუმებზე. „GozNym-ის“ ქსელი ჩამოყალიბდა, როდესაც „GozNym-ის“ ლიდერმა, რომელიც „GozNym-ის“ მავნე პროგრამით დაინფიცირებული 41 000-ზე მეტ კომპიუტერს აკონტროლებდა, ეს პირები ამ ინტერნეტ-ფორუმებიდან აიყვანა. „GozNym-ის“ დანაშაულებრივი ქსელის ლიდერის, ისევე, როგორც მისი თანაშემწის სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოში, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

მაღალ დონეზე სპეციალიზებული და საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელი

- მოლდოვის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა და მოლდოვის რესპუბლიკის გენერალური პოლიციის ინსპექტორატი აწარმოებენ ქსელის იმ წევრის სისხლისსამართლებრივ დევნას, რომელმაც მავნე პროგრამა „GozNym-ი“ ისე დაშიფრა, რომ დაზარალებულთა კომპიუტერების ანტივირუსულ საშუალებებსა და დამცავ პროგრამებს მისი დაფიქსირება ვერ მოეხერხებინათ.

- კიდევ ერთი ბულგარელი წევრი უკვე დაკავებული ჰყავდათ ბულგარელ სამართალდამცველებს და შემდგომი სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით, 2016 წლის დეკემბერში მოახდინეს მისი ექსტრადირება ამერიკის შეერთებულ შტატებში. დანაშაულებრივ სქემაში მას დაკისრებული ჰქონდა „ფულის მომპოვებლის“ („casher“), ან „ანგარიშის ხელში ჩაგდების სპეციალისტის“ (“account takeover specialist”) როლი - დაზარალებულთა ინტერნეტ საბანკო ანგარიშებზე წვდომის მოპოვების და დაზარალებულთა ფულადი თანხების მოპარვის მცდელობის მიზნით, იგი იყენებდა „GozNym-ის“ მავნე პროგრამის მიერ მოპოვებულ დაზარალებულთა ინტერნეტ-ბანკის საავტორიზაციო მონაცემებს.

 

- ქსელის რამდენიმე წევრი ეწეოდა ფულის გათეთრების მომსახურებას და ცნობილი იყო, როგორც „გამნაღდებლები“ („cash-out“) ან „გზავნილების სპეციალისტები“ („drop masters“). ეს პირები, მათ შორის, ორი რუსეთიდან და ერთი უკრაინიდან, დანაშაულებრივ სქემაში თანამონაწილეებისთვის უზრუნველყოფდნენ მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე წვდომას, რომლებიც განკუთვნილი იყო „GozNym-ის“ მსხვერპლთა ინტერნეტ-საბანკო ანგარიშებიდან მოპარული თანხების მისაღებად.

 

- რუსეთის ხუთი მოქალაქე, რომლებსაც ბრალი ხსენებული ბრალის შესახებ დადგენილებით წარედგინათ, კვლავ ემალებიან მართლმსაჯულებას. ზემოხსენებული ორი „გზავნილების სპეციალისტის“ (“drop masters”) გარდა, ამ ბრალდებულებს შორის არის მავნე პროგრამა „GozNym-ის“ დეველოპერი, რომელიც ზედამხედველობდა მის შექმნას, პროგრამირებას, მართვას და სხვა კიბერდამნაშავეებისთვის მიქირავებას.

 

- GozNym-ის მეოთხე რუსი წევრი ატარებდა ე.წ. „სპამინგის“ (spamming) ოპერაციებს დანაშაულებრივი სქემის სასარგებლოდ. „სპამინგის“ ოპერაციები მოიცავდა „GozNym-ის“ მავნე პროგრამის მასობრივ გავრცელებას ე.წ. „ფიშინგ“ იმეილების მეშვეობით. „ფიშინგ“ იმეილები ისე იყო შედგენილი, რომ სამიზნე ადრესატები შეცდომაში შესულიყვნენ, ნამდვილად მოჩვენებოდათ და გაეხსნათ ისინი და გადასულიყვნენ მავნე ბმულზე, ან მიმაგრებულ დოკუმენტზე, რაც უზრუნველყოფდა დაზარალებულის კომპიუტერში „GozNym-ის“ მავნე პროგრამის ჩამოტვირთვას.

 

- ქსელის მეხუთე, წარმოშობით რუსი წევრი იყო „ფულის მომპოვებელი“ ანუ „ანგარიშის ხელში ჩაგდების სპეციალისტი“, რომელიც [კიბერ]თავდასხმების დროს უკრაინაში ცხოვრობდა. ბულგარელი ბრალდებულის მსგავსად, ისიც იყენებდა GozNym-ის მავნე პროგრამის მიერ მოპარულ დაზარალებულთა ინტერნეტ-ბანკის საავტორიზაციო მონაცემებს, რათა მოეპოვებინა წვდომა დაზარალებულთა ინტერნეტ საბანკო ანგარიშებზე და მისი თანამზრახველების მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე თანხების ელექტრონულად გადარიცხვის გზით, მოეპარა დაზარალებულთა ფულადი თანხები.

„ავალანჩის“ ქსელი

GozNym-ის დანაშაულებრივი ქსელს საიმედო ჰოსტინგურ მომსახურებას უწევდა „ავალანჩის“ (Avalanche - ზვავი) ქსელის სახელით ცნობილი შეუღწევადი ჰოსტინგური მომსახურების ადმინისტრატორი. „ავალანჩის“ ქსელი კი ჰოსტინგურ მომსახურებას უწევდა 200-ზე კიბერდამნაშავეს, და ოცზე მეტ სხვადასხვა მავნე პროგრამულ კამპანიას, მათ შორის, „GozNym-საც“. შეერთებული შტატების და გერმანიის მოთხოვნით, 2016 წლის ნოემბერში, გაჩხრიკეს  ადმინისტრატორის ბინა უკრაინის ქალაქ პოლტავაში,  პარალელურად კი  გერმანიის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ოპერაცია, „ავალანჩის“ სერვერების და სხვა ინფრასტრუქტურის დაშლის მიზნით. დღეს საჯაროდ გამოცხადებული კოორდინირებული ღონისძიებების მეშვეობით, ცნობილ კიბერდამნაშავეს სასამართლოს წინაშე პასუხისგება მოუწევს GozNym-ის დანაშაულებრივი ქსელისთვის შეუღწევადი ჰოსტინგური (hosting) სერვისების გაწევაში მისი როლის გამო. სისხლისსამართლებრივ დევნას გაუძღვებიან უკრაინის გენერალური პროკურატურა და უკრაინის ეროვნული პოლიცია.

მთელი ოპერაცია ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის შტატის დასავლეთ რაიონის პროკურატურის და გამოძიების ფედერალური ბიუროს პიტსბურგის საველე ოფისის, ქალაქ ფერდენის (ალერი; გერმანია) პროკურატურის, საქართველოს პროკურატურის, უკრაინის გენერალური პროკურატურის, მოლდოვის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის, ბულგარეთის გენერალური პროკურატურის, გერმანიის ქალაქ ლუნბურგის პოლიციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უკრაინის ეროვნული პოლიციის, მოლდოვის რესპუბლიკის გენერალური პოლიციის ინსპექტორატის,  ბულგარეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გენერალური დირექტორატის მიერ. ევროპოლმა და ევროჯასტმა  კოორდინირებული სამართალდამცავი ოპერაციის მხარდაჭერის მხრივ გადამწყვეტი როლი შეასრულეს.

 


ბათუმში ახალგაზრდული ფორუმი "ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის" გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ბათუმში დღეს ახალგაზრდული ფორუმი - "ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ გაიხსნა.

ავსტრალიურ მედია საშუალებებში საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება

ავსტრალიურ მედია საშუალებებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია საქართველოზე განხორციელებულ კიბერ-თავდასხმებთან დაკავშირებით. გამოქვეყნებულ ინფორმაციებში მოყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.

კახა კალაძე: ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლება და განათლების რეფორმაა

"თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც გაქვთ განსხვავებული მოსაზრებები, ინოვაციური მიდგომები და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში",- ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმის ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს.

გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიციას პასუხისმგებლობის ასარიდებლად სჭირდება, ჩადენილ დანაშაულებს უწოდოს შეცდომები, კანონიერად გასამართლებულ პირებს კი - პოლიტიკური პატიმრები

„ოპოზიციას პასუხისმგებლობის ასარიდებლად სჭირდება, ჩადენილ დანაშაულებს უწოდოს შეცდომები, კანონიერად გასამართლებულ პირებს კი - პოლიტიკური პატიმრები“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ "დღის ქრონიკაში" განაცხადა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობა მიიღო 

20-21 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-19 ზამთრის სესია გაიმართა.

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“ და „ევროპაბეთი“ პარტნიორები გახდნენ

დღეს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ფონდი "ქართუ": განულებული ვალების პროგრამის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" განულებული ვალების პროგრამის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანის შერჩევა საქართველოს მთავრობის გონივრული ნაბიჯია!

დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი სოფიო ქაცარავს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად დანიშვნას სოციალურ ქსელში ულოცავს.

საქართველოში კანადის ახალდანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში კანადის ახალდანიშნულმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა), ჯამალ ქოქარმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ვახტანგ მახარობლიშვილს.

ირაკლი ღარიბაშვილი კანადელ დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კანადის ახალდანიშნულ ელჩს ჯამალ ქოქარს და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიულ და ევროპულ საკითხთა დირექტორატის გენერალურ დირექტორს, დევიდ სპრულს უმასპინძლა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორი შუქრუთის მოვლენებზე: წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციის, ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას

ჩვენ წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციისა და დაპირისპირების, ამიტომ ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას, - ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განსაზღვრა. I ეტაპზე – 2020 წლის 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის გავლა შეეძლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. 

რატი იონათამიშვილი: თუ ოპოზიცია არ შეცვლის პოზიციას, დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში

„თუ ოპოზიცია არ შეცვლის პოზიციას, დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

თბილისში არჩილ ბეთანელის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში, ასპინძის ქუჩის შესახვევს პროფესორის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის არჩილ ბეთანელის სახელი მიენიჭა.

რატი იონათამიშვილი: უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები

„უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას თურქული პრესა გამოეხმაურა

თურქულმა პრესამ 2020 წლის 20 თებერვალს  საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის ფაქტი ფართოდ გააშუქა.

ნათია თურნავამ დამსახურებული მშენებლები და არქიტექტორები დააჯილდოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამ არქიტექტორსა და სამშენებლო დარგის რვა წარმომადგენელს დამსახურებული არქიტექტორისა და დამსახურებული მშენებლის საპატიო სიგელები და მედლები გადასცა.

საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას ბრიტანული მედია ეხმაურება 

2019 წლის ოქტომბერში „გრუ“-ს მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ კიბერ-შეტევას ფართოდ ეხმაურებიან ბრიტანული მედია-საშუალებებიც. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ხოშტარიას რუსული ჰიმნის გამპროტესტებელი 20 ივნისის ვიდეოს აქვეყნებს

ნათია კონცელიძე, რომელიც ელენე ხოშტარიას მიერ პარლამენტში რუსული ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებდა, სოციალურ ქსელში 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის ვიდეოს აქვეყნებს.

„შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს ექსპორტი, სამუშაო ადგილები, სავალუტო შემოდინებები“ – „ჯორჯიან მანგანეზის“ საგანგებო განცხადება შუქრუთში განვითარებულ მოვლენებზე

ის პრობლემატიკა, რომელიც დღეს სოფელ შუქრუთშია, აუცილებლად ჰპოვებს გამოძახილს არა მარტო ჭიათურაში, არამედ ზესტაფონშიც და ვარციხეჰესშიც, – ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.