კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 77% მისაღებია ევროკავშირში გაწევრიანება, მათგან 55% ეს სრულად მისაღებია.
კითხვაზე, ხვალ რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმი ტარდებოდეს, გამოკითხულთა 68% ხმას მისცემდა გაწევრიანებას, ხოლო 14% წინააღმდეგი იქნებოდა.
ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები თავის გადაწყვეტილებას შემდეგი მიზეზებით ხსნიან: ეს ეკონომიკურ ზრდას, უსაფრთხოებას და სამუშაო ადგილებს მოიტანს.
ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია 13% და ამის მთავარ მიზეზად რუსეთთან კონფლიქტს (39%), რუსეთთან ახლო ურთიერთობების სურვილსა (31%) და იმას ასახელებს, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ კულტურას (19%). საგულისხმოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მათი პოზიციების მიუხედავად, მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ღირებულებებს.
გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით საზოგადოების ბევრი ჯგუფი ნახავს სარგებელს, მათ შორის: ფერმერები, სტუდენტები, უმუშევრები, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობები. გარდა ამისა, მათივე აზრით, გაწევრიანების შემთხვევაში, სხვა საკითხებთან ერთად, განათლების ხარისხი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და საქართველოს უსაფრთხოებაც გაუმჯობესდება.
ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 74% უჭერს მხარს. მოქალაქეების 55% ეს სრულად არის მისაღები. ამავდროულად, სომხური დასახლებების მოსახლეობის ნახევრისთვის ნატო-ში გაწევრიანება მიუღებელია, ხოლო 28% მისაღებია. მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს მხარდაჭერა აზერბაიჯანულ დასახლებებშიც დაბალია, იქ ეს არა მხარდაჭერის ნაკლებობით, არამედ მაღალი "არ ვიცი" პასუხით (41%) არის განპირობებულია.
მოსახლეობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ყველაზე მეტად ნატო-სა (28%) და ევროკავშირში (11%) გაწევრიანება, ძლიერი ლიდერის ყოლა (რომელიც ერთ პიროვნულად მიიღებს ყველა გადაწყვეტილებას) (11%) და საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება (9%)
დაეხმარება.
მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. კერძოდ, 31% მთავარ საფრთხედ რუსეთის სამხედრო აგრესიას, 11% - ოკუპაციას, ხოლო 10% რუსულ პროპაგანდას ასახელებს.
თუმცა მონაცემები სომხურ და აზერბაიჯანულ დასახლებებში განსხვავდება. იქ მხოლოდ 3 და 8 (შესაბამისად) მიიჩნევს რუსეთის სამხედრო აგრესიას საფრთხედ.
საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთს საქართველოს ეკონომიკაზე (43
%), პოლიტიკაზე (45%) და ეროვნულ უსაფრთხოებაზე (47%) ნეგატიური გავლენა აქვს.
მაღალი მხარდაჭერის მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირში (59%) და ნატო-ში (55%) გაწევრიანებისთვის მზად არ არის. ტერიტორიული კონფლიქტები (36%), რუსეთი (20%) და დემოკრატიის ნაკლებობა (15%) ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორებად განიხილება; ხოლო ნატოს შემთხვევაში, ოკუპირებული ტერიტორიები (47%), რუსეთი (42%) და დემოკრატიის ნაკლებობა (12%) სახელდება.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერა მყარია, ყურადსაღებია ფართოდ გავრცელებული რწმენა, რომ ევროკავშირი ქართული კულტურისა და ღირებულებებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ევროკავშირის მხარდაჭერის გაზრდაზე მომუშავე ორგანიზაციებმა მოსახლეობას კარგად უნდა აუხსნან ევროკავშირის წევრობის არსი და მისი მიზნები. საინტერესო იყო იმის გაგება, თუ როგორ განსხვავებულად აღიქვამენ ნატოს სომხურ და აზერბაიჯანულ დასახლებებში. თუ ეთნიკურად სომეხი მოქალაქეებისთვის ნატო-ში გაწევრიანება მიუღებელია, აზერბაიჯანულ დასახლებებში ნათლად ჩანს სათანადო ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა. შესაბამისად, აღნიშნულ რეგიონებში კომუნიკაციის განსხვავებული მიდგომებია საჭირო. ასევე, ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობასთან უფრო მეტი კომუნიკაცია არის საჭირო", - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.
კვლევა, 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა.
გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3%.